მყავს 2 წლის გოგონა, ანტიბიოტიკმა კუჭ-ნაწლავი აური... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

11-07-2013

-მყავს 2 წლის გოგონა, ანტიბიოტიკმა კუჭ-ნაწლავი აურია, თავიდან ფაღარათი ქონდა.ახლა შეკრულობა აქვს,ვახმარ გლიცერინის სანტელს, ბავშვი შეშინებულია დეფეკაციის დრო რომ მოვა თავს იკავებს, და ყოველ მესამე დღეს გადის სანთლის დახმარებით, ყოველთვის შეიძლება სანთლის ხმარება?

პასუხი
არა, რა თქმა უნდა ყოველთვის სანთლის გამოყენება არ შეიძლება. შეეცადეთ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება პირველ რიგში კვებით მოუწესრიგოთ. ბავშვმა უნდა მიიღოს მეტი ხილი და ბოსტნეული (ყაბაყი, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო). ყოველდღიურად ჩართეთ რაციონში მაწონი და კეფირი, შავი ქლიავის, გარგარის ჩირის კომპოტი, წვნიანი საკვები, დაღერღილი ხორბლის ფაფა, მწვანილი ძირითადად ოხრახუში – ცოცხლად). არ არის რეკომენდირებული ცხიმიანი საკვების ჩართვა, ასევე იმ პროდუქტებისა რომლებიც აუარესებენ ნაწლავის მოძრაობას: ცხიმიანი ხორცის ნახარშები, მანის ფაფა, მაკარონი, კისელი,  კვება უნდა იყოს 4-ჯერადი, ყოველთვის ერთდაიგივე შუალედების დაცვით. კვერცხი (თუ არ აღენიშნება ალერგია) შეგიძლიათ მისცეთ ყოველდღიურად ომლეტის სახით. აუცილებელია მიიღოს სითხე როგორც წყლის, ისე  სუფების სახით.
კუჭის მოქმედების სიხშირე ინდივიდუალურია, ზოგიერთი ადამიანისთვის ნორმაა მოქმედება დღეში 3-ჯერ, ზოგისათვის კი 3 დღეში 1-ჯერ. თუ განავალი ნორმალურია, საშიში არაფერია. მაგრამ თუ ბავშვი კუჭში გასვლის დროს იძაბება ან განავლოვანი მასები მკვრივია, ეს აზიანებს სწორ ნაწლავს და მცირე ნახეთქიდან ხდება სისხლდენა. პირველ რიგში კვებით შეეცადეთ მოაწესრიგოთ კუჭის მოქმედება, თუ შედეგი ვერ მიიღეთ, საჭირო იქნება გამოკვლევა ექიმთან კონსულტაციით და მედიკამენტების დახმარებაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად