/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია
კატეგორია - კოსმეტოლოგია
თარიღი : 13-06-2013
-ბიო ეპილაციის შემდეგ თმა რამდენ ხანში ამოდის(ვიცი ეგ ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც არის საშუალოდ განსაზღვრული ვადა) და ეგ ვადა მითხარით.. ასევე მინდა გთხოვოთ მითხრათ ბიო ეპილაციისთვის ცვილი როგორ დავამზადო სახლის პირობებში (შაქრისგან ამზადებენო ცვილს განაგონი მაქვს მაგრამ მაგას ცხელს ვერ წაისობ და შეგრილდება თუ არა ქვავდება ეგ როგორც ვიცი.)და კიდევ თვითონ დასაკრავი ქაღალდი ეგ როგორი უნდა? აფთიაქებში იყიდება ეგ? ბიო ეპილაციის მზა ცვილები არსებობსო მითხრეს მაგრამ არ იციან აქაურ სააფთიაქო ქსელებში თუა ანუ შემიძლია საქართველოში მაგის შეძენა? და ძალიან გთხოვთ ყველა ზემოთ დასმულ შეკითხვაზე პასუხი გამეცით ზოგჯერ მარტო ერთი კითხვით შემოიფარგლებით და დანარჩენებს იგნორს უკეთებთ... მაინ წინასწარ დიდი მადლობა
პასუხი
-ბიოეპილაციისშემდგომი ეფექტი საშუალოდ ნარჩუნდება 2 კვირიდან  1,5–2– თვემდე.
თმების მოსაშორებელი ცვილის მოსამზადებლად საჭიროა: 1 ჭიქა შაქარი, 1/2 ლიმონი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1/3 ჭიქა წყალი.
აურიეთ ქვაბში შაქარი, ახლად გამოწურული 1/2 ლიმონის წვენი, თაფლი და წყალი. დადგით ცეცხლზე და თან გამუდმებით ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი, შემდეგ ჩამოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
სანამ მასა გაგრილდება, დაიმუშავეთ ფეხის კანი - მიიღეთ თბილი შხაპი ან აბაზანა, მაგრამ არ გამოიყენოთ არანაირი ასაქაფებელი საშუალება, რადგან ისინი კანზე ტოვებენ ტენიან თხელ დამცავ შრეს, რომელიც ხელს შეუშლის შაქრიანი მასის მიწეპებას. უმჯობესია, გამოიყენოთ ბავშვის საპონი. ამის შემდეგ ფეხები აუცილებლად უნდა გაიმშრალოთ კარგად და დაიმუშაოთ სპირტის შემცველი რომელიმე ხსნარით. იგი კანს აშორებს ცხიმს და დეზინფიცირებას უკეთებს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ლოსიონი, სპირტის შემცველიც კი, რადგან მას აქვს დამატენინებელი ეფექტი. როცა სპირტი შეგაშრებათ, მიიყარეთ ფეხზე ბავშვის ტალკი და გადაანაწილეთ იგი კანზე მსუბუქი დარტყმითი მოძრაობებით. ამით დეპილაციისთვის მზადება დასრულებულია. დაიწყეთ ცვილის ფეხზე დატანა თმების ზრდის მიმართულებით. თუ თმის სიგრძე 0,6-0,7 სმ-ზე მეტია, მაშინ აუცილებელად დაიდეთ ცვლის ერთი ფენა, მისი გაშრობის შედეგ - მეორე და შემდეგ - მესამე. ცვილის ზემოთ უნდა დაიწებოთ სპეციალური სადეპილაციო ლენტი. იგი იყიდება სალონებსა და კოსმეტიკურ მაღაზიებში და ერთი შეკვრა მინიმუმ ნახევარი წელი გეყოფათ. ლენტი კარგად რომ მიეწებოს ცვილს, ხელის გული რამდენჯერმე უნდა გაატაროთ მასზე. ლენტი მოშორებული უნდა იქნას თმების ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით (ანუ ქვემოდან ზემოთ) ერთი მკვეთრი მოძრაობით. ეს, რასაკვირველია, მტკივნეულია, მაგრამ ტკივილი რამდენიმე წამი გრძელდება. ტკივილს შეამცირებთ, თუ ასე მოიქცევით: მარჯვენა ხელით აძრობთ ლენტს და ამ დროს მარცხენათი კანს ქაჩავთ ქვემოთ. ბოლოს გეტყვით, რომ უკეთესია დეპილაცია ცალ-ცალკე გაიკეთოთ კანის პატარ-პატარა (10-15 სმ) უბნებზე.
ბოდი შუგარინგისთვის დაგჭირდებათ მხოლოდამხოლოდ: შაქარი, წყალი და ლიმონის წვენი.

ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა შაქარი
- 1/4 ლიმონის წვენი
- 1/4 ჭიქა წყალი

- ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. მასამ უნდა მიიღოს ყავისფერი შეფერილობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მიგეწვათ. ხოლო კანის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად დაელოდეთ მიქსტურის ოდნავ შეგრილებას. შეგიძლიათ  თავდაპირველად ხელის გულზე მოსინჯოთ, თუკი ტემპერატურა მისაღებია თქვენთვის მაშინ მიღებული ცხელი მასა სხეულის იმ ნაწილზე  წაისვით სადაც გსურთ არასასურველი თმის მოცილება. გადაანაწილეთ ბლაგვი დანით ან ჯოხით. მოიმარაგეთ პატარა ბამბის ქსოვილი ანდა ქაღალდი და დააფინეთ საგულდაგულოდ წასმულ მასაზე. რამდენიმე წუთში დაკრული ქსოვილი "აიფხრიწეთ" თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით.

- დარჩენილი მასა შეგიძლიათ მომავალშიც გამოიყენოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხელმეორედ გაცხელება გამოიწვევს მასის გასქელებას.
ბიოეპილაციისთის საჭირო მზა ცვილიანი ქაღალდების შეძენა შეიძლება საქართველოში, მოიკითხეთ საფთიაქო ქსელებში ან კოსმეტიკური პროფილის მაღაზიებში.
კომენტარები (1)
ანგელინა
გამარჯობაღ ვარ 20 წლის ეპილაცის მერე ყელზე გამომეყარა და ა მუწუკების ადგილებები დამრჩა დამეხმარეთ რა
თარიღი : 08-11-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - კოსმეტოლოგია
თარიღი : 08-04-2024

-გამარჯობა, ვერ დავადგინე ჩემი სახის კანის ტიპი, აქამდე სულ მეგონა რომ მშრალი კანი მქონდა, ყოველ დღე თუ არ დავიტენიანე, მიშრება, დაბანის შემდეგ, (ვიყენებ მშრალი კანისთვის განკუთვნილ დასაბან საშუალებას) სულ მაქვს დაჭიმულობის შეგრძნება, თუ არ დავიტენიანე საშინლად დაჭიმული მაქვს სახის კანი და ამ დაჭიმულობას ვგრძნობ ყველგან, შუბლზეც ტე ზონაზე. მაგრამ პერიოდულად მაწუხებს აკნე, როგორც ვიცი ეს ცხიმიანი კანისთვისაა დამახასიათებელი , მაგრამ სახეზე ცხიმის ნასახი არსად არ მაქვს, თუ არ დავიტენიანე სულ გამომშრალია ჩემი კანი. პერიოდულად გამომდის შუბლზე ან სხვა ადგილებში აკნესთვის დამახასიათებელი თითო გამონყარი, რასთან მაქვს საქმე და არასწორად ვუვლი მშრალი კანისთვის რომ ვიყენებ პროდუქტებს?

კატეგორია - კოსმეტოლოგია
თარიღი : 18-11-2023

გამარჯობა! არ ვიცი სწორად შევარჩიე თუ არა განყოფილება, მჭირდება დერმატოლოგის რჩევა! წარბებზე დაახლოებით 2 წლის წინ გავიკეთე ე.წ პერმანენტული მაკიაჟი, მიკრობლეიდინგი. დროთა განმავლობაში პიგმენტმა შეიცვალა ფერი და გახდა მოლურჯო, რის გამოც გადავწყვიტე ლაზერით მისი მოშორება. პირველი პროცედურის მერე უკვე მაქვს კარგი შედეგი რადგან ეს “მოლურჯო” ხაზები თითქმის გაქრა მაგრამ პრობლემა ისაა რომ ამის ადგილზე დარჩა მოვარდისფერო/მოწითალო ლაქები. რაც ვერ გამირკვევია ნაწიბურებია თუ პიგმენტს აქვს ფერი შეცვლილი. ინტერნეტში ვცადე ინფორმაციის მოძიება და როგორც გავიგე ამას შეიძლება ერქვას ე.წ “PIH“ რაც ქართულად არ ვიცი როგორ ითარგმნება თუმცა არის ლაქის სახეობა რომელიც ჩნდება კაპილარების დაზიანებით და ა.შ. მოკლედ, თუ ასეთი რამე მჭირს და დაზიანდა კაპილარები, ამის გამო თუ მაქვს ეს მოვარდისფერო ლაქა, მაინტერესებს დერმატოლოგიურად რამდენად შესაძლებელია მისი მკურნალობა და მოშორება? არსებობს შანსი იმის, რომ ამგვარი ლაქა/შრამი/ნაწიბურები გაქრეს და კანმა ბუნებრივი იერი დაიბრუნოს?

კატეგორია - კოსმეტოლოგია
თარიღი : 23-09-2023

-გამარჯობა. არ ვიცი რამდენად შეესაბამება ჩემი შეკითხვა ამ კატეგორიას მაგრამ უფრო მეტად მსგავსი ვერ ვნახე. ბავშვობიდან ვიწიწკნი ქვედა ტუჩს. უკვე 33 წლის ვარ,დღემდე ეს ჩვევა მაქვს და ვერ მოვიშალე. დედა ყოველთვის მსაყვედურობდა ამაზე და მიშლიდა მაგრამ ჩუმად მაინც ვიწიწკნიდი. ახლა მეუღლე მიშლის მაგრამ მაინც ვერ ვეშვები. სისტემატიურად ვიძრობ კანს. ჰიგიენურ პომადას ვხმარობ რომ ცოტა ხანს მაინც არ წავიღო ხელი ტუჩისკენ მაგრამ ბოლოს მაინც იგივეს ვაკეთებ. რა შეიძლება ამ ჩვევას მოვუხერხო? როგორ მოვიცილო ის სქელი,უხეში კანი ტუჩიდან ისე რომ მეორედ აღარ მქონდეს მოსაცილებელი. ვისაც შევხედავ ყველას ისეთი ტუჩები აქვთ ზუსტად ვიცი რომ არ იწიწკნიან. მე კიდევ დამსკდარი,ზოგჯერ სისხლიანიც,ეშხში რომ შევალ ხოლმე სისხლი მდის. რა ვუშველო ამას გთხოვთ მირჩიეთ. იქნებ არის რამე პროცედურა კოსმეტოლოგიაში რომელიც აღმოფხვრის ამ პრობლემას? გთხოვთ დამაკვალიანოთ რა გავაკეთო. დიდი მადლობა

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები