სექტემბერში გავხდები 13 წლის, ვარ დაახლ: 1.58-დან ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

07-06-2013

-სექტემბერში გავხდები 13 წლის, ვარ დაახლ: 1.58-დან 1.60-მდე და 65 კილომდე ძალიან გთხოვთ მირჩიეთ ისეთი საშუალება რითაც ადვილად დავიკლებ... ამ ზამთარს დაახლოებით 10-15 კილო მოვიმატე და ძალიან მინდა ისევ იმდენი ვიყო როგორც 5-6 თვის წინ ... 55 კილომდე რომ ჩამოვიდე საკმარისი იქნება ჩემთვის მართალია მაინც მსუქანი ვიქნები მაგრამ ....

პასუხი
-თქვენს ასაკში დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის მკაცრი დიეტის დაცვა, რადგან შესაძლოა ამან ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.
-დღეს მთელიმსოფლიოს დიეტოლოგები და საერთოდ ექიმებ ერთხმად აღიარებენ ბელანსირებული და რაციონალური კვების უდიდეს მნიშვნელობას ჯანმრთელობისთვის. მკაცრი დიეტის დაცვა დაუშვებელია, ჯერ ერთი ავნებთ თქვენს ჯანმრთელობას, მეორეც- სწრაფად დაკარგულ კილოგრამებს სწრაფადვე აღიდგენთ და უფრო მეტადაც მოიმატებთ წონაში. მთავარია, იწსავლოთ სწორი კვება და ფიზიკურად იყოთ აქტიური. ადამიანი წონაში მატულობს მაშინ, როცა საკვების სახით მიღებული კალოერიების დახარჯვას ვერ ახერხებს.  სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ფიზიკურად გააქტიურება. ჩვენ ხშირად გვთხოვენ საიტის მომხმარებლები, ვასწავლოთ დიეტა. მათ ვაძლევთ რჩევებს, რომელიც მკაცრ შეწღუდვებს კი არ გულისხმობს, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს. თქვენც გვინდა იგივე რჩევები მოგცეთ. დაგვიჯერეთ, გაითვალისწინეთ ისინი და შედეგს აუცილებპად ნახავთ, თანაც ისწავლით სწორად კვებას:
-სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
-ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
-საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.
-ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
-ნუ მიეჯაჭვებით სასწორს – აიწონეთ კვირაში ერთხელ.
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
- -მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს. ამიტომ გააქტიურდით ფიზიკურად.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი.
- ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.

კომენტარები
13 იანვარი 2017 15:00
Gamarjiba var 20 wlis 177 simagle 83 kg minda daviklo 4-5 kilo da iqneb mirchiot rame dzalian gtxovt
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად