რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. საქმრო მყავს 2წელია ერთად ვართ. ვუყვარვარ უზომოD ამას ყოველდღე მიმტკიცებს და მსუბუქი ტყუილები უყვარს უზიანო..სექსი არ გვაქვს რამდენჯერმე ვცადეთ თუმცა გავჩერდით, ძალიან ეჭვიანი ვარ. ახლახანს აღმოვაჩინე რომ ოდნო გაუკეთებია სხვისი სახელით, ვიღაცას წერდა ტელეში სმსები ვნახე უფროსი ქალის,მ ან ასე ამიხსნა რომ სექსი არ გვაქვს და ძალიან მიჭირს, ბოლო დროს მართლაც ვატყობ რომ ცუდათაა ფსიქოლოგიურადაც და ისეც. მირჩიეთ მაქვს თუარა სანერვიულო რომ ასე გაგრძელდება ქორწილის მერეც სიახლე მოუნდება. მომატყუებს...რა ვქნა რომ შეეშინდეს ჩემი დაკარგვის. ვიზუალურად ძალიან კარგი ვარ. და ისიც კარგია. მისთვის პირველი შეყვარებული ვარ 25წლისაა. დაველაპარაკე და მითხრა ამაზე სანერვიულო არ გაქვს საერთოდო. სულ ერთად ვართ ფაქტიურად ცოლქმარივით ვართ ეს არ ჰბეზრდება მაგრამ ქალები? არის თუარა სანერვიულო. ის რაც მოხდა და შესაძლებელია თუარა სექსის გარეშე მართლა ასე იყოს ცუდათ. ან როგორ მოვიქცე რომ არ დავკარგოთ ერთმანეთი.
პასუხი
-თუ სიყვარულს არ ახლავს ნდობა, მაშინ ის (რაგინდ ძლიერიც უნდა გეჩვენებოდეთ) ვერ გაუძლებს დაბრკოლებებს, რომელიც ცხოვრების გზაზე ყველა შეყვარებულ წყვილს ხვდება. ახლა რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა თქვენი შეყვარებული სიცოცხის ბოლომდე თქვენი ერთგული- სამწუხაროდ, ამის გარანტიას ვერავინ მოგცემთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იჭვიანოთ და საყვარელ ადამიანს და თავად თქვნც გაუსაძლისი გაიხადოთ ცხოვრება ამ ეჭვიანობის გამო. თქვენ გვწერთ, რომ შეყვარებულს უზომოდ უყვარხარ და ყოველდღე გიმტკიცებთ ამას. ეს ძალიან კარგია და დაფასებას საჭიროებს. ძალით ნუ ეძებთ ეჭვიანობის საბაბს, შეიძლება სოციალურ ქსელში სხვას ელაპარაკება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ არ უყვარხართ, თუმცა რადგან ეს აღოაჩინეთ, უნდა დააფიქსიროთ, რომ თქვენთვის უმნიშვნელოვანესია ერთგულება და რომ ღალატს ვერ შეეგუებით. რაც შეეხება სექსს, ეს ინდივიდუალურია. გარდა ამისა, ალბათ თქვენი ურთიერთობა მივიდა იმ ეტაპამდე, რომ ქორწინებით დასრულდეს. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლდ თქვენ და თქვენი შეყვარებულის საქმეა. ერთმანეთს არ დაკარგავთ თუ გეყვარებათ ერთმანეთი და თუ ეს სიყვარული ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძვნებული.