- წელიწად-ნახევრის წინ გინეკოლოგთან ვიზიტისას ჩამიტარდა ექოსკოპიური გამოკვლკევა, რომელმაც უჩვენა შემდეგი სურათი: მენსტრუალური ციკლის მე-19 დღე: საშვილოსნო უნაგირისებრი ფორმის, odnav gaorkapebuli RruTi, gadidebuli, საერთო ზომით(სუბსეროზული მიომატოზური კვანძის გარეშე) – 119X53,5X66 mm. მოცულობა 211 sm3. საშვილოსნოს სხეული ზომით – 74X53,5X66 mm. ყელის სიგრძე – 38 mm. კედლები გასქელებულია, ასიმეტრიული: წინა კედელი – 36 mm.-მდე, უკანა კედელი – 22 mm.-მდე. ენდომეტრიუმის (შუალედური ექოკომპლექსი) სისქე – 7 mm. მიომეტრიუმის სტრუქტურა წვრილმარცვლოვანი, ჰიპერექოგენური, არამკაფიოდ კონტურირებული ზონებით – მკვეთრი დიფუზური ადენომიოზის ულტრაბგერითი სურათი. მარჯვნივ ფიქსირდება სუბსეროზული მიომატოზური კვანძის კონგლომერატი საკმაოდ გრძელ ვიწრო ფეხზე, ზომით 76X46X60 mm. მოცულობა 110 sm3. ენდომეტრიუმის ბაზალური შრე უსწორმასწორო . ღრუ დილატირებული და დეფორმირებული არა არის. ენდოცერვიკალური არხი ოდნავ ჰიპერექოგენურია. მარჯვენა საკვერცხე არ ებჯინება სუბსეროზულ მიომატოზურ კვანძს, ზომით 31X20X21 mm. მოცულობა – 7,6 sm3. მარცხენა საკვერცხე ზომით – 32X20X25 mm. მოცულობა - 8,7 sm3. საკვერცხეები ნორმალური ფოლიკულური აპარატით. დუგლასის ფოსო თავისუფალი. შარდის ბუშტი – ფორმა უცვლელი, ლორწოვანი რელიეფი სწორი, სადა, კედლის სისქე – 3mm. ჩამიტარდა ლაპარასკოპია, კონსერვატიული მიომექტომია. გამოიკვლიეს სუბსეროზული კვანძი. გამოკვლეულ ფრაგმენტში (1X1X0.3სმ) აღინიშნებოდა ანგიოლეიომიომისათვის დამახასიათებელი ჰისტომორფოლოგიური სურათი, ალაგ გამოხატული სისხლმილოვანი კომპონენტითა და ლიმფოლეიკოციტური ინფილტრაციით. გარდა ამისა, PRL-ის მაჩვენებელი იყო მაღალი და დამინიშნეს დოსტინექსი 1/4 აბი ყოველ მე-4 დღეს, სულ მივიღე ერთი აბი. აღმომაჩნდა სოკო და დამინიშნეს მიკოსისტი 150 მგ, ზინატი 250 მგ, მიკოფლუ 150 მგ. ოპერაციის შემდგომ ექოსკოპიურმა კვლევამ დამარმაყოფილებელი შედეგი აჩვენა და გინეკოლოგმა მკურნალობის გაგრძელება აღარ ჩათვალა საჭიროდ. ვარ 34 წლის, გასათხოვარი. ოპერაციის შემდგომაც და ოპერაციამდეც ციკლი მაქვს 28-30 დღიანი შუალედით 4-5 დღის განმავლობაში. პერიოდულად მაწუხებს ძლიერი ტკივილი და ვსვამ მიგ 400-ს. მაინტერესებს, რამდენად რეკომენდებულია ჩემს შემთხვევაში კამელინის ნემსების გაკეთება ან აბების სახით მიღება? დიდი მადლობა!
პასუხი
პასუხობს მე-11 ქალთა კონსულტაციის მეან - გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქეთევან ქარქაშაძე
– კამელინის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ წაკითხულიდან გამომდინარე გინეკოლოგთან მკურნალობა არა მგონია, დასრულებული იყოს. გაიარეთ დამატებიტი კონსულტაცია სხვა გინეკოლოგთანაც.