მე ვარ ლუკა 20 წლის და ძუძუს თავები მაქვს დაბერი... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

15-05-2013

-გამარჯობათ მე ვარ ლუკა 20 წლის და ძუძუს თავები მაქვს დაბერილი და რისი ბრალი შეიძლება იყოს და თქვენ რას მირჩევდიით ზალიან გთხოვთ დამეხმაროთ არ მსიამოვნებს ესეთი ძუძუები დისკომფორტს განვიცდი გთხოვთ მირჩიეთ რამე მადლობა წინასწარ

პასუხი
-უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაიტაროთ სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა, რათა დადგინდეს, მართლაც ჯირკვლის ქსოვილია ჭარბად განვითარებული თუ უბრალოდ ცხიმის ფენაა დაგროვილი. თუ დადასტურდა სარძევე ჯირკვლის ზომების მატება, უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
მცირე ინფორმაცია: გინეკომასტია - სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში. გინეკომასტია შეიძლება იყოს ჭეშმარიტი (მკერდის ჯირკვლის ქსოვილის გაზრდა) და ცრუ (გასუქების შედეგად). დიდი მკერდი მამაკაცებს უქმნის ესთეტიურ და მორალურ დისკომფორტს, რასაც ხშირ შემთხვევაში მოყვება დეპრესია.
პათოლოგიური გინეკომასტიის მიზეზი პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად: გინეკომასტია შეიძლება წარმოიშვას მამაკაცის სასქესო ჰორმონების-ტესტოსტერონის შემცირებით ან ქალის სქესობრივი ჰორმონის - ესტროგენების მეტობით. ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღებით გამოწვეული.
არსებობს ასევე იდიოპათიური გინეკომასტია. ამ სახის გინეკომასტიის მიზეზი უცნობი რჩება, რადგან კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ მიზეზი პოვნა ვერ ხერხდება, ხოლო კლინიკური სურათი არ თავსდება ფიზიოლოგიურ გინეკომასტიაში, ასეთ შემთხვევაში ლაპარაკობენ იდიოპათიურ გინეკომასტიაზე.
განსაკუთრებით ხშირია გინეკომასტიის შემთხვევები ჰორმონალური პიკების პერიოდში: ახალშობილ ბავშვებში; სქესობრივი ჩამოყალიბების პერიოდში - 12-15 წ. ასაკში; ხანდაზმულ ასაკში - 45 წ. ზევით. მამაკაცის ცხოვრების ამ პერიოდის გინეკომასტის ეწოდება ფიზიოლოგიური.
საჭიროა ამ მდგომარეობის მიზეზის დადგენა და მკურნალობის დაგეგმვა დასკვნიდან გამომდინარე. გინეკომასტიის მკურნალობა მიზეზის მოშორებას გულისხმობს, რომელმაც მისი განვთარება გამოიწვია.
გინეკომასტიის მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატული და ქირურგიული. კონსერვატული მკურნალობის დროს ინიშნება სამკურნალო საშუალებები, რომელიც მიმართულია ტესტოსტერონ/ესტროგენების ბალანსის რეგულაციისკენ.
ქირურგიული მკურნალობა - ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ან საერთო ანესთზიის პირობებში. ოპერაციის რამდენიმე სახე არსებობს. ოპერაციულ ჩარევას აწარმოებენ როგორც ჭეშმარიტი, ისე ცრუ გინეკომასტიის დროს. ოპერაციის არსი მდგომარეობს სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მოშორებაში, ასევე ცხიმოვანი ქსოვილის მოშორებაში (ლიპოსაქცია), რომელმაც მკერდის ჯირკვლის ზომაში მომატება გამოიწვია.
ჩვეულებრივ გინეკომასტიას მკურნალობენ ონკოლოგები და ქირურგები. პაციენტის ნახვის შემდეგ ტარდება რიგი ლაბორატორიული (ტესტოსტერონ/ესტროგენის ბალანსის დასადგენად) და ინსტრუმენტული გამოკვლევა, საჭიროების მიხედვით.
მოზარდებში გინეკომასტიის დროს, როცა დიაგნოზი ეჭვს არ იწვევს, ჰორმონულ გამოკვლევას არ ნიშნავენ.
კომენტარები
14 მარტი 2020 18:45
გამარჯობათ მე ვარ ლუკა 20 წლის და ძუძუს თავები მაქვს დაბერილი და რისი ბრალი შეიძლება იყოს და თქვენ რას მირჩევდიით ზალიან გთხოვთ დამეხმაროთ არ მსიამოვნებს ესეთი ძუძუები დისკომფორტს განვიცდი, რა დაჯდება ოპერაცია თუ სიმსუქნისგანაა გამოწვეული?
27 დეკემბერი 2014 03:42
გამარჯობათ ძუძუს თავები მაქ დაბერილი 15 წლის ვარ და დისკომფორტს მიქმნის. ასე მითხრეს ქალებში რომ წახვალ აგარ გექნებაო და მართალია? მსუქანი არ ვარ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად