/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
თარიღი : 24-04-2013
-გამარჯობათ! იქნებ მირჩიოთ რა საკვები მივირთვა კონკრეტულად,რომ კუჭ-ნაწლავის სისტემა დროებით მოვიწესრიგო,მომეხსნას ეს შეკრულობა ,რომელიც ასე მტანჯავს სანამ ეკიმს მივაკითხავ. მადლობთ წინასწარ
პასუხი
-რასაკვირველია, ამ მდგომარეობის მოწესრიგებას პირველ რიგში უნდა ეცადოთ დიეტით
-აუცილებელია:
*სულ ცოტა 1, 5 ლიტრამდე სითხის მიღება, სითხის უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი.
*რეგულარული ვარჯიში ან ფეხით სიარული დღეში 30 წუთის განმავლობაში, სულ მცირე კვირაში 5 დღის განმავლობაში.
*ბოჭკოთი მდიდარი საკვები – ბოსტნეული - ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისაგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები. გაითვალისწინეთ, რომ კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია.
*საკვებისათვის ხორბლის ქატოს დამატება.
უნდა შეიზღუდოს:
*კოფეინით მდიდარი სასმელი – მუქი ჩაი, ყავა, შოკოლადი; *ბოჭკოთი ღარიბი საკვები – ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, თეთრი პური, ყველი;
*საფაღარათოების მიღება (მაგრამ ეს ძალიან იშვიათი უნდა იყოს).
დამატებითი რჩევები ყაბზობის დროს...
• უზმოზე მიირთვით ორი-სამი ვაშლი კანიანად, 1 ჩაის ჭიქა ცივი თაფლიანი წყალი, ახალი კარტოფილის ან სტაფილოს წვენი.
• ყოველდღიურად სვით 100-150 მლ მჟავე კომბოსტოს თბილი წვენი. დღის განმავლობაში მიიღეთ 500 გ ბანანი (სამ ჯერზე), 1 ჭიქა ყურძნის წვენი ან მარცვლები, ესეც - დღეში სამჯერ: დილით, უზმოზე, სადილამდე ერთი საათით ადრე და საღამოს, ძილის წინ.
• აიღეთ 300 გ თაფლი და 150 გ ალოე (ალოე მოჭრამდე ორი კვირის განმავლობაში არ უნდა მოირწყოს). თაფლი ოდნავ შეათბეთ (გაადნეთ), ალოეს ფოთლებიდან წვენი მაქსიმალურად გამოწურეთ, ერთმანეთში აურიეთ და მაცივარში შედგით. მიირთვით 1 სადილის კოვზი დღეში ორჯერ - დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. აუცილებლად დააყოლეთ წყალი.
• აიღეთ 2 ჩაის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, 8 საათით დააყენეთ. მიიღეთ დღეში ოთხჯერ ჭამის წინ 1/4 ჭიქა.
• აიღეთ 180 გ კეფირი, შეურიეთ 10 გ მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ და ძილის წინ მცირე ულუფებით ნელ-ნელა მიირთვით
• აიღეთ 20 გ დაქუცმაცებული ხეჭრელას ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15-20 წუთს. მიიღეთ საღამოობით, ძილის წინ, 1/2 ჭიქა.
ფიზიკური აქტივობა და შეკრულობა:
მოძრაობა, ფეხით სიარული და აქტივობა შეკრულობის სამკურნალო კომპლექსის წამყვანი კომპონენტია. ამ პრობლემის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა და ჭიპისა და მის ქვემოთ არსებულ არეში უსიამოვნო შეგრძნებები აწუხებთ. ასე რომ, კარგი იქნება, თუ დილაობით, უზმოზე, რეგულარულად ჩაიტარებთ თვითმასაჟს. ეს მარტივი და იოლად შესასრულებელი პროცე-დურაა: სამი თითით (საჩვენებელი, შუა და არათითით) 3 წუთის განმავლობაში მსუბუქად უნდა დააწვეთ მუცლის კედელს. ზეწოლა უნდა განხორციელდეს 5-6-ჯერ, მცირე პაუზებით, ქვედა და ამავე დროს ცენტრისკენული მიმართულებით. ამის შემდეგ ერთი ჭიქა თბილი წყალი უნდა დალიოთ და ისე წამოდგეთ.
ძლიერი ეფექტი აქვს მუცლის ხუთწუთიან წრიულ მასაჟს თბილ აბაზანაში (აბაზანა უმჯობესია მჯდომარე პოზაში დღეგამოშვებით მიიღოთ).
კარგია დღეგამოშვებით 20-წუთიანი წიწვოვანი აბაზანებიც.
თუ ამ ფონზე ყაბზობა მაინც აღინიშნა, აუცილებელია ვიზიტი გასტროენტეროლოგთან ყაბზობის მიზეზების დასადგენად.
მანამადე კი შეგიძლიათ გამოუვალ შემთხვევაში მიიღოთ საფაღარათო საშუალება (შერჩევაში დაგეხმარებიან ფარმაცევტები), მაგრამ ეს ძალიან იშვიათი უნდა იყოს.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
თარიღი : 09-07-2025

გამარჯობა.როგორც ვატყობ, როცა შევჭამ დილით უზმოზე 1 სუფრის კოვზ დაფქულ სელის თესლს( ღამე წყალში ვტოვებ) მერე საუზმეზე 1 ცალი ავოკადო, ოსპი ცოტა კარაქთან ერთად ან კვერცხი, სადილზე სულგუნის ყველი,ცოტა უმი მზესუმზირა ან ნიგოზი და მთელი დღე ყრუ ტკივილი მაქვს მუცლის მარჯვენა ქვედა მხარეს( წვრილი ნაწლავის მიმდებარედ) წინათ გადავიღე ექოსკოპია და ნაღველზე და ღვიძლი ნორმალურად იყო. შემდეგ ავოკადო, სელი, მზესუმზირა გამოვრიცხე და ტკივილი არ მქონდა.როგორც ვატყობ ცხიმზე მაქვს ტკივილი, ეტყობა ვერ ინელებს ნაწლავი კარგად და ნაწლავური ფლორა ხომ არაა დარღვეული? რამე დაავადებაზე მიუთითებს? 2 დღეა საღამოს დაძინებამდე 1 ან 2 საათით ადრე ვსვამ 1 ჭიქა კეფირს( 1,5 %) პრობიოტიკებს შეიცავსო და კარგიაო წავიკითხე. სწორად ვიქცევი? რამდენი ხანი უნდა დავლიო კეფირი და საღამოს 9 ან 10 საათზე დალევა საზიანო ხომ არ იქნება? და კიდევ საუზმესა და სადილს შუა ბანანის ჭამა მარტო ჯობია თუ ცოტა თხილთან ან ნუშთან ან მაწონთან ერთად? ( შაქრის შემცველობის გამო გლუკოზას აწევსო მაღლა, მთელი დღე ვმუშაობ აქტიურად მშენებლობაზე)

თარიღი : 21-06-2025

გამარჯობა,მაქვს ასეთი შეგრძნება თითქოს ყელში ბოდიშით და ნახველი მაქვს,ვერც ვყლაპავ,ვერც ვიღებ.ყელ-ყური საფუძვლიანად გამოვიკვლიე,გადავიღე კტ წიაღების,ფარინგოსკოპია ,გამოირიცხა ყველაფერი რაც შეიძლება ამას იწვევს,მირჩიეს გასტროენტეროლოგის ვიზიტი.ამ ეტაპზე ვერანაირაიდ ვეერ ვახერხებ მისვლას,იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება მივიღო.არანაირი ჩივილი არ მაქვს ,არც კუჭის ტკივილი,არც გულძმარვა,ერთი ეს ყლაპის დროს ამის შეგრძნება ,თჯთქოს ყელში ნახველი გაქვს გაჩხერილი და პირიდანაც მაქვს არასასიამოვნო სუნი.რას მირჩევთ ,ანამნეზით რა შეიძლება მივიღო იქნებ ვაზოფაგური რეფლუქსია.თუ ამას რამე კველვა ადგენს

თარიღი : 01-06-2025

გამარჯობა, ბოლოს 2022 წელს დავსვი კითხვა იგივე პრობლემაზე.. მაგ დროს აღვნიშნე რომ მაწუხებდა სლოკინის პრობლემა თვეები ყოველ დღე მასლოკინებდა. დღესაც ზუსტად იგივენაირად ვარ მთელი სამი წლის მანძილზე არ შეჩერებულა.სხვა სიმპტომები არ მაქვს არც დაღლილობა, არც წონის კლება, არც ტკივილი ან გულისრევა — ჯანმრთელად ვგრძნობ თავს.მინდა დავრწმუნდე რომ არ არის რაიმე სერიოზულის ნიშანი. ამასთან ერთად ახლა უკვე თვეებია მაცემინებს. ასევე ყოველდღიურად ჩვევაში მაქვს კბილების კრაჭუნი. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდებოდეს — მაგალითად, ნერვების გაღიზიანებას, ან სტრესს? ზოგადად ძალიან ნერვიული ადამიანი ვარ და ბევრი რამ გამომივლია ყველაფრის გამო. მადლობელი ვიქნები, თუ ოდნავ დამეხმარებით და ასევე მინდა გკითხოთ, ამ სიმპტომებით ყველაზე უკეთ რომელი სპეციალობის ექიმს უნდა მივმართო ნევროლოგს, გასტროენტეროლოგს თუ სხვას?

თარიღი : 13-03-2025

გამარჯობა, ორსულობა/მშობიარობამ თუ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის დაგრძელება(დოლიქოსიგმა)? 10 თვის წინ ვიმშობიარე და აშკარად გაჭიანურებული მაქვს კუჭის მოქმედება, შეკრულობა(განავლის სიმაგრე) და ტკივილები არ მაწუხებს, მაგრამ მუცელი იმატებს ზომაში, ვცდილობ ხილი, ბოსტნეული და უჯრედისით მდიდარი პროდუქტები მივიღო ყოველ დღე, მაგრამ ერთი დღე თუ ჩამივარდა, მერე არასრული დაცლა ხდება ან 2-3 დღე არ მაქვს მოქმედება, ასეთ დროს, რა რაოდენობის სითხეც არ უნდა დავლიო შარდვაც მიჭირს ხოლმე, ალბათ სავსე ნაწლავები აწვება შარდის ბუშტს, შედეგად კიდევ ვშუპდები და მოკლედ დიდი დიაკომფორტია. ოპერაციის გარდა რამე შველის ან დოლიქოსიგმას?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები