დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია ჭამის შემდგომ დამეწყო... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
18-04-2013

-დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია ჭამის შემდგომ დამეწყო გულის შეწუხების შეგრძნება, თითქოს გული მერევა, არ ვიცი როგორ ავღწერო ეს შეგრძნება, საკმაოდ შემაწუხებელია. მშიერზე ნაკლებად მაწუხებს ეს, პრობლემები ჭამის შემდეგ იწყება. ვიყავი მკურნალ ექიმთან, გადავიღე ექოსკოპია ნაღველზე, რომელზეც პრობლემები არ აღმოჩნდა, გარდა მცირე ნალექისა. ექიმმა დამინიშნა ნაღველმდენი და ტრიბუქს ფორტე კუჭისთვის, რამდენიმე დღეა ვსვავ, მაგრამ ის შეგრძნებები მაინც მაქვს. გთხოვთ მირჩიოთ რამე. დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
პასუხობს: სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრების ,,ჯანმრთელობის სახლის", "MEDICAL HOUSE"-ისა და  ,,ელიტა მედის"  წამყვანი სპეციალისტი, ექიმი-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ხმალაძე
-სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ექოსკოპიური კვლევა არასაკმარისია, რადგან როგორც კითხვიდან ჩანს, სავარაუდოდ, პაციენტს აღენიშნება გამწვავების ფაზაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთებითი პროცესის ფონზე არსებული საყლაპავის დიაფრაგმული თიაქრისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. რათქმა უნდა, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლეილი პრეპარატების გამოყენება საკმარისი ვერ იქნება სასურველი მიზნის მისაღწევად. 
შესაბამისად, პაციენტი საჭიროებს კომპლექსური გამოკვლევების ჩატარებას, რომლის შედეგების საფუძველზე უნდა დაინიშნოს კვალიფიციური გასტროენტეროლოგის მიერ ადექვატური მკურნალობა. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად