მაინტერესებს რატომ დგება რა მიზეზებით შეიძლება ანუ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

17-04-2013

-მაინტერესებს რატომ დგება რა მიზეზებით შეიძლება ანუ დუგლასის ფოსოში სითხე ჩადგეს.და როგორ შეიძლება მისი მკურნალობა.თუ საჩიროებს ოპერაციას ამ დროს ქალი.მადლობთ:)

პასუხი
- დუგლასის ფოსოში არსებული გამონაჟონი შეიძლება იყოს საკვერცხის ანთებითი ექსუდატი. ექოსკოპიური კვლევისას დუგლასის ფოსოში სითხე (სისხლი) ფიქსირდება ხოლმე საშვილოსნოსგარე ორსულობის დროსაც. თუმცა ეს ნიშანი ყოველთვის პათოლოგიაზე როდი მიგვანიშნებს – მცირე რაოდენობით სითხე დუგლასის ფოსოში აღინიშნება ყოველი ოვულაციის (საკვერცხის ფოლიკულის გასკდომის) შემდგომ და ეს ფიზიოლოგიური ანუ ნორმალური მოვლენაა. კონკრეტულ მიზეზს გინეკოლოგი დაადგენს.
თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ერთ მნიშვნელოვან დეტალს: დუგლასის ფოსოში სითხის არსებობა ყოველთვის გინეკოლოგიურ პათოლოგიასთან არ არის დაკავშირებული, პრაქტიკოსი ქირურგები აღწერენ შემთხვევებს, როცა მხოლოდ ამ სიმპტომის საფუძველზე დაუსვამთ მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი და ოპერაციისას ეს დიაგნოზი დადასტურებულა. ასე, რომ გირჩევთ ამ მიმართულებითაც იყოთ ყურადღებით, აუცილებლად გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი და კონსულტაცია ქირურგთანაც გაიარეთ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად