/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
192277
უფასო კითხვა
7065
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია
კატეგორია - კოსმეტოლოგია
თარიღი : 22-02-2013
-მირჩიეთ როგორ მოვუარო მშრალ და სქელ თმას.რა ნიღბები მოუხდება ჩემი ტიპის თმას..
პასუხი
-უნდა გამოიყენოთ ვიტამინიზირებული შამპუნი მშარალი თმებისთვის განკუთვნილი და ასევე მშრალი თმებისთვის განკუთვნილი ბალზამი. მშრალი თმებისთვის ასევე კარგია თალგამის ზეთი (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში). გარდა ამისა, თმის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გირჩევთ, შეიზილოთ თმაში მაიონეზი და შემდეგ ჩამოიბანოთ. მაგრამ იგი უნდა გაიჩეროთ არა უმეტეს 20 წუთისა, რადგან მაიონეზში შედის მდოგვი, რომელიც დიდხანს გაჩერების შემთხვევაში დააზიანებს თმას. ასეთი ნიღაბი კვებავს თმას.
კიდევ რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ:
>ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, შეიზილეთ ახლად დაბანილ თავის კანში და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
> თაფლის, გახეხილი ხახვის და ცოტა მცენარეული ზეთის ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში. დაიხურეთ რეზინის ქუდი და 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
>1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი თერმოსში, 2 საათის შემდეგ შეიზილეთ თმის ძირებში.
>თმის ძირებში შეიზილეთ ზეითუნის ზეთში შერეული ნივრის წვენი. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.
>1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და 1 კვერცხი. ნაზავს თმის ძირებში იზელდნენ და 20-25 წუთი აჩერებდნენ. შემდეგ კი ჩამოიბანდნენ ხოლმე.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - კოსმეტოლოგია
თარიღი : 08-04-2024

-გამარჯობა, ვერ დავადგინე ჩემი სახის კანის ტიპი, აქამდე სულ მეგონა რომ მშრალი კანი მქონდა, ყოველ დღე თუ არ დავიტენიანე, მიშრება, დაბანის შემდეგ, (ვიყენებ მშრალი კანისთვის განკუთვნილ დასაბან საშუალებას) სულ მაქვს დაჭიმულობის შეგრძნება, თუ არ დავიტენიანე საშინლად დაჭიმული მაქვს სახის კანი და ამ დაჭიმულობას ვგრძნობ ყველგან, შუბლზეც ტე ზონაზე. მაგრამ პერიოდულად მაწუხებს აკნე, როგორც ვიცი ეს ცხიმიანი კანისთვისაა დამახასიათებელი , მაგრამ სახეზე ცხიმის ნასახი არსად არ მაქვს, თუ არ დავიტენიანე სულ გამომშრალია ჩემი კანი. პერიოდულად გამომდის შუბლზე ან სხვა ადგილებში აკნესთვის დამახასიათებელი თითო გამონყარი, რასთან მაქვს საქმე და არასწორად ვუვლი მშრალი კანისთვის რომ ვიყენებ პროდუქტებს?

კატეგორია - კოსმეტოლოგია
თარიღი : 18-11-2023

გამარჯობა! არ ვიცი სწორად შევარჩიე თუ არა განყოფილება, მჭირდება დერმატოლოგის რჩევა! წარბებზე დაახლოებით 2 წლის წინ გავიკეთე ე.წ პერმანენტული მაკიაჟი, მიკრობლეიდინგი. დროთა განმავლობაში პიგმენტმა შეიცვალა ფერი და გახდა მოლურჯო, რის გამოც გადავწყვიტე ლაზერით მისი მოშორება. პირველი პროცედურის მერე უკვე მაქვს კარგი შედეგი რადგან ეს “მოლურჯო” ხაზები თითქმის გაქრა მაგრამ პრობლემა ისაა რომ ამის ადგილზე დარჩა მოვარდისფერო/მოწითალო ლაქები. რაც ვერ გამირკვევია ნაწიბურებია თუ პიგმენტს აქვს ფერი შეცვლილი. ინტერნეტში ვცადე ინფორმაციის მოძიება და როგორც გავიგე ამას შეიძლება ერქვას ე.წ “PIH“ რაც ქართულად არ ვიცი როგორ ითარგმნება თუმცა არის ლაქის სახეობა რომელიც ჩნდება კაპილარების დაზიანებით და ა.შ. მოკლედ, თუ ასეთი რამე მჭირს და დაზიანდა კაპილარები, ამის გამო თუ მაქვს ეს მოვარდისფერო ლაქა, მაინტერესებს დერმატოლოგიურად რამდენად შესაძლებელია მისი მკურნალობა და მოშორება? არსებობს შანსი იმის, რომ ამგვარი ლაქა/შრამი/ნაწიბურები გაქრეს და კანმა ბუნებრივი იერი დაიბრუნოს?

კატეგორია - კოსმეტოლოგია
თარიღი : 23-09-2023

-გამარჯობა. არ ვიცი რამდენად შეესაბამება ჩემი შეკითხვა ამ კატეგორიას მაგრამ უფრო მეტად მსგავსი ვერ ვნახე. ბავშვობიდან ვიწიწკნი ქვედა ტუჩს. უკვე 33 წლის ვარ,დღემდე ეს ჩვევა მაქვს და ვერ მოვიშალე. დედა ყოველთვის მსაყვედურობდა ამაზე და მიშლიდა მაგრამ ჩუმად მაინც ვიწიწკნიდი. ახლა მეუღლე მიშლის მაგრამ მაინც ვერ ვეშვები. სისტემატიურად ვიძრობ კანს. ჰიგიენურ პომადას ვხმარობ რომ ცოტა ხანს მაინც არ წავიღო ხელი ტუჩისკენ მაგრამ ბოლოს მაინც იგივეს ვაკეთებ. რა შეიძლება ამ ჩვევას მოვუხერხო? როგორ მოვიცილო ის სქელი,უხეში კანი ტუჩიდან ისე რომ მეორედ აღარ მქონდეს მოსაცილებელი. ვისაც შევხედავ ყველას ისეთი ტუჩები აქვთ ზუსტად ვიცი რომ არ იწიწკნიან. მე კიდევ დამსკდარი,ზოგჯერ სისხლიანიც,ეშხში რომ შევალ ხოლმე სისხლი მდის. რა ვუშველო ამას გთხოვთ მირჩიეთ. იქნებ არის რამე პროცედურა კოსმეტოლოგიაში რომელიც აღმოფხვრის ამ პრობლემას? გთხოვთ დამაკვალიანოთ რა გავაკეთო. დიდი მადლობა

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები