ძალიან მაინტერესებს ერთი საკითხი, 16 წლის გოგონას ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

22-02-2013

-ძალიან მაინტერესებს ერთი საკითხი, 16 წლის გოგონას აქვს ასეთი პრობლემა. არ ვიცი რა დავარქვა ამას, უბრალოდ ჩვევა თუ ავადმყოფობა. არის მიდრეკილი, რომ სულ ხელით ეხებოდეს თმას.ექაჩება და პუტავს.რა თქმა უნდა ამის შედეგად თმა ძალიან შეუთხელდა.ვეწინააღმდეგებით,მაგრამ ვერაფერს გავხდით. ამბობს თვითონაც არ უნდა , მაგრამ ხელი ინსტიქტურად მაინც გაურბის თმაზე.გთხოვთ განმიმარტოთ,რას ნიშნავს ეს ან რით არის გამოწვეული.წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი
-ამ ჩვევას ტრიქოტილომანია ჰქვია. (ბერძნ. ტრიქო-თმა, ტილლო-ამოგლეჯვა) არის თმის ამოგლეჯვის დაუძლეველი სურვილი თავზე ან სხეულის სხვა ნაწილზე. ტრიქოტილომანია გვხვდება სტრესის ფონზე ან გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანებში. ეს მავნე ჩვევა უფრო ხშირია მოზარდებში, 2–ჯერ მეტად გოგონებში, ვიდრე – ვაჟებში. ნევროზული მდგომარეობის გარდა ის გვხვდება თავის ტვინის ორგანული დაავადებების დროს. ტრიქოტილომანიის დროს გამელოტებული უბნები აღინიშნება თავის თმიან ნაწილში, შუბლზე, წარბზე, წამწამებზე სიმეტრიულად. გამელოტებული უბნები შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ისე – მრავლობითი. ტრიქოტოლომანიის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა. მკურნალობის მიზნით მიმართავენ ფსიქოთერაპიას, ასევე ინიშნება ანტიდეპრესიული პრეპარატები. თუმცა შეგიძლიათ სცადოთ და იქნებ დამოუკიდებლად დაძლიოთ ეს მავნე ჩვევა.
კარგად გაითავისეთ, რომ არ არის ლამაზი დასანახი, როცა ადამიანი თმებს იგლეჯს, ეს ისეთივე შესახედია, როგორიც ფრჩხილების კვნეტა (ალბათ არ მოგწონთ, როცა ადამიანი ფრჩხილებს იკვნეტს). როცა ხელს თმებისკენ წაიღებთ ან როცა თმის წვალებას დაიწყებთ, გაიხსენეთ, როგორი არასასიამოვნი დასანახი ხართ სხვის თვალით, გაიხსენეთ, რომ არ დატოვებთ კარგ შთაბეჭდილებას გარშემომყოფებზე. გირჩევთ, ხვალ დილით საკუთარ თავს მისცეთ იმის პირობა, რომ ყველანაირად შეეცდებით დღის ბოლომდე თმაზე ხელი არ მოიკიდოთ. შემდეგ, დღის განმავლობაში გამუდმებით აკონტროლეთ თავი, რამდენჯერაც უნებლიედ თმის წვალებას დაიწყებთ, იმდენჯერ დაუშვით ხელები და საკუთარ თავს უთხარით, რომ ეს არ შეიძლება და რომ ეს ჩვევა დღეს ვერ გაჯობებთ. ასე გააკეთეთ ერთი თვის განმავლობაში. პირველი კვირა ძალიან გაგიჭირდებათ, შემდეგ კი თანდათანობით მიეჩვევით. შეებრძოლეთ ამ ჩვევას და აუცილებლად დაამარცხებთ მას.
გისურვებთ წარმატებებს.
კომენტარები
26 აპრილი 2014 18:00
gamarjobat.2 clis gogona myavs gulis manki akvs da operacia gvakvs gaketebuli rodesac 3 kviris iyo.ეხლა ონანიზმი აკვს და ტმები იგლიჯავს და ჭამს რა შეიძლება გავაკეთო?იკნებ მირცჰიოტ?ან რაიმე ვიტამინი ხო არ აკლია.სად არ მყავდა მაგრამ არაფერია გაუვლისო.გამეც არ ძინავს თმებს ჭამს და თან ისეთ მოძრაობებს ასრულებს ონანიზმის გამო.მადლობთ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად