! ვარ 16 წლის და ძალიან ბევრი ფერიჭამია მაქვს სახე... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

02-02-2013

-გამარჯობა! ვარ 16 წლის და ძალიან ბევრი ფერიჭამია მაქვს სახეზე და რას მირჩევთ?

პასუხი
-ვულგარული ფერიმჭამელის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორები, ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიური ფუნქციონირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ორგანიზმში ჩირქვანი კერის არსებობა (ჩირქოვანი ანგინა), მენსტრუალური ციკლის დარღვევები და სხვა.
მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მიმართავენ ზოგად თერაპიას, გარეგან და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატებს, ფიზიოთერაპიულ და ლაზეროთერაპიული პროცედურებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის სწორად მოვლას: სახე დაიბანეთ გადადუღებული წყლით (უსაპნოდ), შემდეგ გაიწმინდეთ უსპირტო ლოსიონით, არ გამოიყენოთ ტონალური კრემები და კომპაქტური პუდრები, რადგან ისინი ახშობენ ცხიმობან ჯირკვლებს. თუ გაქვთ ცხიმიანი კანი, მაშინ ჯერ დერმასეპტით გაიწმინდეთ კანი, შემდეგ თითოეული ელემენტი თეთრი კასტელანით დაიმუშავეთ, თუ კვანძები გაქვთ მაშინ წაისვით კვანძებზე იხტიოლის მალამო რამდენიმე დღე, კვანძების დაშლის შემდეგ აქერცვლის მიზნით გამოიყენეთ ზინერიტის სუსპენზია (შეიცავს ერითრომიცინს და თუთიას), მაგრამ მხოლოდ კვანძებზე წაისვით (მთელ კანზე - არა), ასეთი მკურნალობა ჩაიტარეთ 10 დღის განმავლობაში. შემდეგი 10 დღის განმავლობაში გამოიყენეთ კურიოზინი-გელი 2-ჯერ დღეში.
გარდა ამისა, აუცილებლად დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლების მოხმარება. ვულგარული ფერიმჭამელას შემთხვევაში კარგად მოქმედებს მზის სხივები, ამიტომ ზაფხულში ზომიერად მზეზე მიფიცხება კარგია. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა. ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალბით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ. ასე, რომ, გირჩევთ დერმატოლოგთან ვიზიტს.
ვულგარული ფერიმჭამელა ნარჩენს პიგმენტაციას ტოვებს. თანამედროვე კოსმეტოლოგია ამ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა საშუალებას ფლობს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს; არსებობს სხვადასხვა პრეპარატები, ქიმიური პილინგი, დერმაბრაზია, ლაზერული თერაპია. რაც შეეხება სახლში გამოსაყენებლ საშუალებას შეიძლება სცადოთ: მელასერინი, უნიტონი, ნეოტონი და სხვა. არსებობს ლაქის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებიც, მათ შერჩევაში დაგეხმარებიან აფთიაქში ფარმაცევტები.
გახსოვდეთ,აკნეს შემდეგ დარჩენილ ლაქებზე მალამოების გამოყენება ზაფხულში არ არის რეკომენდირებული.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად