ვარ 24 წლის.რამდენჯერმე დილით, როცა ცხვირი მოვიწმ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

26-01-2013

-გამარჯობათ ვარ 24 წლის.რამდენჯერმე დილით, როცა ცხვირი მოვიწმინდე პირის დაბანის დროს, მცირე რაოდენობით ცხვირიდან სისხლდენა მქონა. ეს სულ 3 ჯერ განმეორდა. მას შემდეგ კიდევ განმიმეორდა სისხლდენა, ამჯერად უფრო მეტი რაოდენობით. გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე, არის თუ არა საგანგაშო, რა მიზეზი შეიძლება იყოს და მივმართო თუ არა ექიმს ? მადლობთ წინასწარ

პასუხი
-სავარაუდოდ საშიშიროება არ არსებობს, მაგრამ თუ ჩივილმა სისტემატური ხასიათი მიიღო პირველ რიგში უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.
ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს და სხვა ორგანოსიც.
ზოგჯერ ცხვირიდან სისხლი ჯანმრთელ ადამიანებსაც სდით.
ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება გამოიწვიოს:
* ტრავმამ;
* ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებებმა (მაგალითად, რინიტმა - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებამ, ჰაიმორიტმა - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთებამ);
* ზოგიერთმა მედიკამენტმა;
* სისხლის პათოლოგიებმა და სხვა.
* მაღალმა წნევამ;
* ცხვირის ლორწოვანის სისხლძარღვების პრობლემებმა,
* ცხვირის ძლიერად მოხოცვამ და სხვა.
*მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს, რომელიც შესაბამისი ანალიზების (თუ საჭირო გახდა) შემდეგ საჭირო მკურნალობასაც დაგინიშნავთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად