რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-თმებზე მაქვს ბოლოჭამიები ვარ 20 წლის გოგო...რით შეიძლება მოვუაროთ??
პასუხი
-თმის ძირების გაყოფის უხშირესი მიზეზი რკინადეფიციტური ანემიაა, ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი. ასევე, სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის გამოკვლევაც და თუ გამოვლინდა დარღვევა, მიმართეთ ენდოკრინოლოგს. დაყოფილი თმის სამკურნალო საუკეთესო სალონურ პროდუქციას წარმოადგენს ე.წ. თმის წებო, რომელიც დაბანილი, მაგრამ მშრალი თმის ბოლოებზე უნდა წაისვათ. იგი აწებებს ორად გახსნილ წვერებს და შემდეგ ახორციელებს აღდგენით პროცესს. ეს წებო იხმარება ყოველ დაბანაზე (კვირაში 3-ჯერ), ეფექტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თმის სტრუქტურაზე. ამგვარი მკურნალობის კურსი საშუალოდ 1-2-3 კვირას შეადგენს. ამგვარ თმის წებოს მრავალი ფირმა უშვებს და საკმაოდ ძვირად ღირებულია, ანუ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა ვერ მისცემს თავს მისი შეძენის უფლებას. თუ თქვენც ვერ შეძლებთ ამ საშუალების შეძენას, მაშინ გირჩევთ შეიჭრათ გაყოფილი თმის ბოლოები. გაყოფილი ბოლოების შეჭრა თმის დამოკლებას არ ნიშნავს, ამ დროს შორდება მხოლოდ დაზიანებული ბოლოები ანუ ხდება ე.წ. წვერის გახსნა. პერიოდულად გაიკეთეთ მაიონეზის ნიღაბი (მაგრამ იგი უნდა გაიჩეროთ არა უმეტეს 20 წუთისა), იკვებეთ სრულფასოვნად.