რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, 1 თვეზე მეტია რაც პოლონეთში ჩამოვედი სასწავლებლად. აქ საკმაოდ ცივი ჰავაა, 1კვირაზე მეტია მუხლებში მამატვრევს ან/და მაწუხებს შინაგანი მცირე ტკივილი. ამავდროულად მაქვს პრობლემური გლანდები, ხშირად მიჩირქდება და გულიც მფხაჭნის. მაინტერესებს კავშირშია თუ არა აღნიშნული სიმპტომები ერთმანეთთან და თუ კი ვის მივმართო? ასევე იქნებ ამიხსნათ, თუ სახსრების პრობლემაა შემიძლია თუ არა მედიკამენტებით მკურნალობა, რადგან აქ ექიმთან ვიზიტი რთულ პროცედურებტანაა დაკავშირებული.....
პასუხი
-დიახ, შეიძლება კავშირში იყოს. აცილებლად უნდა მიმართოთ ოტოლარინგილოგს ,ჩირქოვანი ტონზილირი საჭიროებს მკურნაობას, თუ კონსერვატიულ მკურნალობას არ დაემორჩილა, მაშინ უნდა გაკეთდეს ოპერაცია (ტონზილექტომია). აუცილებლად დაგჭირდებათ რევმატოლოგის კონსულტაცია. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი