დაგისვით შეკითხვა და არ გიპასუხიათ, იქნებ მიპასუხ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

31-10-2012

-გამარჯობათ, დაგისვით შეკითხვა და არ გიპასუხიათ, იქნებ მიპასუხოთ ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა.. საქმე იმაშია, რომ პირველი სქესობრივი აქტი მომივიდა ....... ახლა ვარ 16 წლის და ჩემს თავს ვატყობ რომ სიმაღლეში აღარ ვიზრდები. თქვენ საიტზე წავიკითხე სხვადასხვა რჩევები სადაც ეწერა, რომ როდესაც სქესობრივი მომწიფება რჩება სიმაღლეში აღარ მიდიანო, ჩემს შემთხვევაშიც ასე არის? რას მირჩევთ პოლივიტამინები მივიღო? და დღეში რამდენი? გმადლობთ წინასწარ, კეთილი სურვილებით, გიორგი.

პასუხი
-სქსუალურ ურთიერთობებთან სიმაღლეში ზრდა კავშირში არ არის.
ზრდასრულად ითვლება 20 წლის ვაჟი, გოგონები უფრო ადრე ასრულებენ ზრდას. მაგრამ შემდგომ ასაკშიც ხდება ზრდა, რასაკვირველია, მინიმალური ზრდის სიჩქარით, მაგრამ - მაინც. ერთი სიტყვით, ყველაფერს განსაზღვრავს ზრდის ზონა. როცა ეს ზონები იხურება, ხაზოვანი ზრდა აღარ ხდება, უბრალოდ ძვლის გამსხვილების ხარჯზე ხდება მინიმალური ზრდა.   
გირჩვეთ, კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო; ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით.
ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში.
უნდა ვიცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია.
ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება.
გარდა ამისა, გირჩევთ, იაროთ ცურვაზე, ხშირ-ხშირად გააკეთოთ წახტომები და შეეცადეთ მისწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს.    

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად