.არც კი ვიცი საიდან დავიწყო,იმდენი პრობლემა დამეყა... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

31-10-2012

-გამარჯობათ.არც კი ვიცი საიდან დავიწყო,იმდენი პრობლემა დამეყარა თავზე.თქვენი დახმარების იმედი მაქვს.1)პირველკურსელი ვარ,მიჭირს უნისთან შეგუება,ვცდილობ,მაგრამ არ გამომდის.მიჭირს ხალხთან კონტაქტი,ჯგუფი არ მყავს და ეს კიდევ მეტად მირთულებს მდგომარეობას.არაკომუნიკაბელური ვარ.ხალხთან ურთიერთობის შიში მაქვს მგონი.ყოველი დილა მანერვიულებს,რადგან ვიცი რომ უნდა წავიდე უნიში2)საყვარელ ადამიანს დავშორდი,რაც უდიდეს ტკივილს მაყენებს.როგორ დავძლიო ეს მდგომარეობა?ძალიან მიყვარს.ურთიერთობის აღდგენას აზრი არ აქვს.რა გავაკეთო,რომ არ დავიბოღმო?არ დავკარგო ჩემი თვის რწმენა???ჩემი ყველაფერი იყო და ახლა თავს ძალიან მარტოდ ვგრძნობ.მიზეზებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს.მინდა რომ ლამაზად მახსოვდეს ყველაფერი,მინდა რომ დავივიწყო ის ადამიანი.მაგრამ როგორ?სულ მასზე ვფიქრობ.მგონია რომ ყველაზე ხელმოცარული ადამიანი ვარ,მიზნები აღარ მაქვს,თავს არარაობად ვგრძნობ და ძალიან მარტოდ.სწავლაც მიჭირს,ძალიან მეფანტება გონება,თან სულ მეზარება და თავს ძალას ძლივს ვატან.სულ მეძინება,მარა დაძინება ვერ ვახერხებ.გთხოვთ დამეხმარეთ.მადლობთ

პასუხი
-1. როგორ გადავლახოთ შიში ურთიერთობის წინაშე? დავიწყოთ ელემენტარულით, რასაც  შეძლებთ დახმარების გარეშე.

►ურთიერთობაში თავისუფლად იგრძნობთ თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა კონცენტრაციას გაუწევთ არა შინაგან განცდებს, არამედ ურთიერთობის პროცეს. არსებობს საინტერესო პარადოქსი: დატოვებთ კარგ წარმოდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა არ ცდილობთ ამას. გავიხსენით როგორ შედის ურთიერთობაში ბავშვი, ის არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეხედავს სხვა, ან რას იტყვის მასზე. ბავშვი სრულად არის ჩართული პროცესში.

►გახსოვდეთ რომ კომპლექსები ყველას აქვს, მაგრამ ყველა არ ქმნის ამის გამო ტრაგედიას.

►დაფიქრდით იმაზე, თუ რა არის თქვენი თავდაუჯერლობის მიზეზი და რისი გეშინიათ.

►ვერასოდეს ვერ გააუმჯობესებთ სოციალურ კონტაქტებს თუ უბრალოდ წაიკითხავთ კარგ ლიტერატურას ამის შესახებ. ვერ ისწავლით ცურვას თუ არ შეხვედით წყალში. სცადეთ ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა სიტუაციებში. გამოსცადეთ საკუთარი თავი.

გახსოვდეთ რომ ცვლილებები ერთ დღეში არ მოხდება.

2. რთული გადასატანია შეყვარებუთან დაშორება. ეგებ კიდევ მოხერხდეს შერიგება (კარგად დაფიქრდით ამაზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნდა მოახერხოთ მისი დავიწყება, ეს ძნელია, მაგრამ შესაძლებელია. თქვენ უნდა ისწავლოთ მის გარეშე ცხოვრება, თუ ძალიან გიჭირთ მასთან დაშორების გადალახვა, მაშინ მიმართეთ ფსიქოლოგს.

-როგორ გადავლახოთ შიში ურთიერთობის წინაშე? დავიწყოთ ელემენტარულით, რასაც შეძლებთ დახმარების გარეშე.

ურთიერთობაში თავისუფლად იგრძნობთ თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა კონცენტრაციას გაუწევთ არა შინაგან განცდებს, არამედ ურთიერთობის პროცეს. არსებობს საინტერესო პარადოქსი: დატოვებთ კარგ წარმოდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა არ ცდილობთ ამას. გავიხსენით როგორ შედის ურთიერთობაში ბავშვი, ის არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეხედავს სხვა, ან რას იტყვის მასზე. ბავშვი სრულად არის ჩართული პროცესში.

გახსოვდეთ რომ კომპლექსები ყველას აქვს, მაგრამ ყველა არ ქმნის ამის გამო ტრაგედიას.

დაფიქრდით იმაზე, თუ რა არის თქვენი თავდაუჯერლობის მიზეზი და რისი გეშინიათ.

ვერასოდეს ვერ გააუმჯობესებთ სოციალურ კონტაქტებს თუ უბრალოდ წაიკითხავთ კარგ ლიტერატურას ამის შესახებ. ვერ ისწავლით ცურვას თუ არ შეხვედით წყალში. სცადეთ ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა სიტუაციებში. გამოსცადეთ საკუთარი თავი.

გახსოვდეთ რომ ცვლილებები ერთ დღეში არ მოხდება.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად