ძალიან მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა,კონტაქტში შე... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

30-10-2012

-ძალიან მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა,კონტაქტში შესვლა.ვიზუალურადაც არ ვარ კარგი,რაც მაკომპლექსებს.ბევრი ლაპარაკიც არ მიყვარს.მეგობრებიც ცოტა მყავს.ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს დამცინიან,მიყენებენ.ვხვდები რო დიდად არ სიამოვნებთ ჩემთან ურთიერთობა,თუ სამი "მეგობარი" ერთად ვდგავარ,ყოველთვის ზედმეტი ვარ,ერთმანეთში ლაპარაკობენ,ხუმრობენ.გარიყული ვარ.ჩემს ნათქვამებზე იცინიან.არ მინდა გარეთ გასვლა.უნივერსიტეტი დავამთავრე.ვმუშაობ.მაგრამ მგონია რო ვერაფერს მივარწევ ცხოვრებაში,ვერაფერს ვისწავლი.მგონია რომ უმნიენოლო რაგაცასაც კი ვერ ვისწავლი.თუნდაც სტილისტობას

პასუხი
-დამტკიცებულია, რომ ურთიერთობაში შეხედულებას (მათ შორის სიმაღლეს) აქვს მნიშვნელობა მხოლოდ 40 წამი, შემდეგ კი ყურადღება ექცევა პიროვნებას. კომპლექსები ყველას გვაქვს: ვიღაცას არ მოწონს როგორი აქვს ცხვირი, ვიღაცას თვალები, ვიღაცას ჭარბი წონა აწუხებს, ვიღასაც სიმაღლე. სია თავის უკმაყოფილების შესახებ არ დაილევა. ურთიერთობაში თავისუფლად იგრძნობთ თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა კონცენტრაციას გაუწევთ არა შინაგან განცდებს, არამედ ურთიერთობის პროცეს. არსებობს საინტერესო პარადოქსი: დატოვებთ კარგ წარმოდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა არ ცდილობთ ამას. გავიხსენით როგორ შედის ურთიერთობაში ბავშვი, ის არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეხედავს სხვა, ან რას იტყვის მასზე. ბავშვი სრულად არის ჩართული პროცესში.
იკითხეთ ბევრი- ნაკითხი ადამიანი ყოველთვის საინტერესო პირიოვნებაა, საინტერესო პიროვნებასთან ურთიერთობა, საინტერესოა და გვერწმუნეთ, რომ  გარეგნულ მხარეებს არც კი ექცევა ყურადღებას.
გახსოვდეთ, ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს თვალით აშკარად შესამჩნევი ნაკლი, მაგრამ საზოგადოებას თვისი შინაგანი კეთილშობილებით,  თავისი ქცევით, დახვეწილი მანერებით და ინტელექტით ისე მიაწოდოს თავი, რომ მის გარეგნულ ნაკლს  ვერც კი ამჩნევდნენ.
კომენტარები
02 ნოემბერი 2014 23:45
ძალიან კარგი საიტია
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად