რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ექიმისგან მოვისმინე, რომ ხორბლის ქატოს რეგულარული მიღება დროთა განმავლობაში სერიოზულად ვნებს ნაღვლისბუშტსა და ღვიძლს. თუ შეგიძლიათ მითხრათ მართლა ახდენს თუ არა ცუდ გავლენას? წელიწადზე მეტი იქნება რაც თითქმის ყოველ დილას უზმოზე ვჭამ 5 ჩაის კოვზ ქატოს კუჭ-ნაწლავის მოწესრიგების მიზნით და უზომოდ კმაყოფილი ვარ. ამდენი ხნის მანძილზე არც ღვიძლს და ნაღვლისბუშტს შევუწუხებივარ, მითუმეტეს, რომ 23 კვირის ორსული ვარ და რეგუარულად ვესინჯები ექიმს და ჩემი გინეკოლოგი არ მიშლის ქატოს მიღებას. ასევე მითხრეს, რომ გელა სულაბერიძის მიერ წარმოებული მარგის "მიუსლი" სპეციალურად არის დამუშავებულიო და არ ვნებს ორგანიზმსო, ხოლო ბაზარში გაყიდვადი ქატო კი კომბინირებულია და დაუშვებელია მისი ჭამა რეგულარულადო. მე სწორედ ბაზარში ვყიდულობ დაფქულ ქატოს და თუ შეგიძლიათ მითხრათ შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და უკიდურეს შემთხვევაში რა ზიანის მოტანა შეუძლია ხორბლის ქატოს ორგანიზმისთვის. ბოდიშს გიხდით ვრცელი ტექსტისთვის. ძალიან ვნერვიულობ და გთხოვთ, ნალე მიპასუხოთ...
პასუხი
-ყველაფერი ინდივიდუალურია, თუ თქვენ სუფთა სახის ქატოს ყიდულობთ და ამ ხნის განმავლობაში არაფერს შეუწუხებიხართ, სანერვიულოც არაფერი გაქვთ. ზოგადად, აღნიშნულ შემთხვევაში რამდენიმე თვიანი კვების შემდგომ რეკომენდებულია პერიოდული შესვენება და შემდგომ კვლავ ასეთ კვებაზე გადასვლა.