. ცოტა ვრცლად გამომივა თუმცა ბოდიშს გიხდით. გმადლო... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

04-07-2018

-გამარჯობათ. ცოტა ვრცლად გამომივა თუმცა ბოდიშს გიხდით. გმადლობთ, რომ ინტერნეტ სივრცეში მსგავსი ფორმით ეხმარებით ხალხს. მაშ ასე, 25 წლის ბიჭი ვარ, დაახლოებით 1 წლის წინ მოვყევი ავტოავარიაში. დამიზიანდა მარჯვენა მხრის ნერვული წნულიდან გამომავალი იდაყვის ნერვი, რამაც გამოიწვია თითების და მთლიანად ხელის მტევნის შესუსტება კუნტების ატროფია. ელემენტარული კალამს ვერ ვიჭერ ხელში. ნუ ადრინდელტან შედარებით ცოტა უკეთესობაა სისხლის მიმოქცევა აღდგა მთლად ბოლომდე ვერ. გავდივარ ნეიროსტიმულაციით პროცედურებს. მაგნიტური ტომოგრაფიაც გადავიღე, ნერვული ფესვები მწყობრშია, თუმცა გადაღებამ გვიჩვენა, ნერვული ბოჭკოების გაქრობა ან ნაკლებობა ნერვული წნულის მიმდებარედ. დაახლოებით 5 ნეიროპათოლოგტან და ნეიროქირურგტან მქონდა კონსულტაციები. ბუნებრივია მედიკამენტებითაც ვიმკურნალე, მასაჟები, ელექტროფორეზი, სარეაბილიტაციო ცენტრშიც ვიყავი 2 კვირით საბურთალოზე. თუმცა საოცრება ისევ არის ის, რომ თითებში კალამს ვერ ვიჭერ, რომ დავწერო რამე. ყრუ ტკივილი მაწუხებს ხელის მტევანში იდაყვის ნერვის საინერვაციო ზონაში მაჯიდან წინ. ექიმთან მისვლას და კონსულტაციას თუ მირჩევთ, მირჩიეთ ისეთი ვინც ამ პრობლემის იცის და მოაგვარებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ბევრ ნევროლოგტან გავიარე კონსულტაცია და მკურნალობა შედეგი ძალიან ძალიან მიზერული. ვარჯიშობ ყოველდღიურად თუმცა სისხლის მიმოქცევის აღდგენისმ მეტი შედეგი არ ჩანს. თითებს ერთობლივად ვერ ვხრი და ვშლი. ცალ ცალკე ვშლი. გთხოვთ მიპასუხოთ, უკვე ფსიქოლოგიურად მოქმედებს ჩემზე ახალგაზრდა სპორცმენი ბიჭი ვარ, რამ შეიძლება მიშველოს და აღადგინოს თითების დარღვეული მოქნილობა, ატროფიები, და რამდენად შესწევს ნერვს რეგენერაციის უნარი დროთა განმავლობაში? როგორ მოვიქცე? ქირურგმა მითხრა, რომ ოპერაცია არ მესაჭიროება. ვეღარ გავიგე საქართველოს პირობებში მეშველება? თუ საზღვარგარეთ მომიწევს ნეიროქირურგის ძებნა. ვიცი ასე ძნელია მიპასუხოთ, მაგრამ ძალიან გტხოვტ მაქსიმალური ინფორმაციით მიპასუხოთ ჩემი მონათხრობიდან გამომდინარე. წინასწარ გმადლობთ.

პასუხი
-ონლაინ რეჟიმში შეუძლებელია ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა. ზოგადად, რადგან ტრავმიდან 1 წელი გავიდა, რეგენერაციის შანსი თანდათან მცირდება. გააჩნია დაზიანების ხარისხს. კარგი იქნებოდა დროულად ენახა თქვენი მდგომარეობა გამოცდილ მიკრო-ანგიოქირურგს.
ზოგადად კი აღდგენითი თერაპია-ვარჯიშები, მასაჟი, ფიზიოპროცედურები საჭიროა და ეს აღდგენითი თერაპია ხანგრძლივია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად