. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ, მჭირდება ძალიან. მაინტე... | ნარკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნარკოლოგია

კატეგორია - ნარკოლოგია

04-07-2018

-გამარჯობა. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ, მჭირდება ძალიან. მაინტერესებს ლსდ-ს კაიფში ჩარჩენა მხოლოდ ერთი კაიფით შეიძლება თუ რამდენიმეჯერ უნდა ჰქონდეს მოხმარებული? როგორც ვიცი, იმდენად ძლიერი ნარკოტიკია, თვეში ყველაზე დიდი , მაქსიმუმ 2 ჯერ მოიხმარონო. რა სიმპტომები აქვს, ხდება ადამიანი აგრესიული ამ დროს? რამდენად რთულია გამოსვლა? ძალია დამეხმარებით თუ მიპასუხებთ ან რაიმე სტატიას ჩამიგდებთ ამასთან დაკავშირებით, მადლობა.

პასუხი
-ნახევრადსინთეზური ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ადამიანში იწვევს ჰალუცინაციებს (დახუჭული და გახელილი თვალით), დროის, სივრცის და ცნობიერების შეცვლას, სინესთეზიებს (ფერების მოსმენა, სუნის დანახვა). ჰალუცინოგენები იწვევს ძლიერ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. გარდა ამისა, მათ ხანგრძლივ გამოყენებას ტვინის პროგრესული დაზიანება მოჰყვება. ლსდ (ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი) ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფსიქოტროპული საშუალებაა როგორც სინთეზურ, ასევე ბუნებრივ ნაერთებს შორის. მისდამი მეტისმეტად მგრძნობიარე ადამიანებში ამ ნივთიერების 20-25 მკგ-ის (გრამის მემილიონედის!!!) მიღებამაც კი შეიძლება ფსიქიკის სერიოზული დარღვევა და ჰალუცინაციები გამოიწვიოს. დანარჩენებში ანალოგიურ ეფექტს 100-150 მკგ ნივთიერება იწვევს. ლსდ ვრცელდება ფხვნილის, კაფსულების, ტაბლეტების და ნახატებიანი ფურცლის ნაჭრების სახით, ძირითადად - 50-300 მკგ დოზებით. ლსდ-ს ქრონიკული მოხმარება იწვევს ქრომოსომების მუტაციას, გენეტიკური დაავადებების მქონე ბავშვების დაბადებას, ძალადობის აქტების პროვოცირებას და სუიციდს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად