რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 26 წლის. სიმაღლე 169 სმ და წონა 73 კგ. მინდა გავხდე, მაგრამ მკაცრ დიეტას ვერ ვიცავ. ჩემი საოცნებო წონაა 63კგ. როგორ შეიძლება ამას მივაღწიო?
პასუხი
- სამედიცინო თვალსაზრისით სხეულის მასისა და სიმაღლის თანაფარდობა ფასდება მასის ინდექსით. ამ ინდექსის დასადგენად წონა უნდა გაიყოს სიმაღლის კვადრატზე (კგ/მ2). ნორმალურია 18.5 - 24.9, მსუქანი 25.0 - 29.9; ძალიან მსუქანი - 30.0 ან მეტი და ძალიან გამხდარი - 18.5 ან ნაკლები. ამ ფორმულის მიხედვით თქვენი მასის ინდექსი შეადგენს 25.6, რაც ნორმაზე მეტია. მაგრამ მკაცრ დიეტაზე დადგომას არ გირჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ მეცნიერები ერთხმად აღიარებენ რაციონალური და ბალანსირებული კვების მნიშვნელობას ჯანმრთელობისთვის. თანაც სწრაფად დაკლებულ კილოგრამებს სწრაფადვე აინაზღაურებთ. თუ დაკლება გსურთ, ფიზიკურ აქტიურობას მოუმატეთ, ანუ დაკავდით სპორტით (ცურვა, ვარჯიშები), არ გამოტოვოთ საუზმე, შეზღუდეთ ცხოველური ცხიმის, ტკბილეულისა და ცომეულის მიღება, უარი თქვით სასუსნავებზე, გაზიან ტკბილ სასმელებზე და ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე და თან მსუბუქად.