რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 37 კვირის ორსული. ანალიზები ნორმაში მაქვს, ეხოსკოპია ერთი კვირის წინ გავიკეთე და აქაც არ აღინიშნება არანაირი პრობლემა. უბრალოდ მიუთითეს, რომ ზომიერი სიმცირე არის წყლების. ბოლო პერიოდის განმავლობაში საფენზე აღმენიშნება მოთეთრო, ზოგჯერ მოყვითალო გამონადენი, რისი ბრალი შეიძლება ეს იყოს და საშიშია, თუ არა? ასევე მაინტერესებს- ორსულობის საწყის ეტაპზე, გარკვეული პრობლემების გამო ბევრს ვნერვიულობდი, მქონდა დეპრესია და იმის გამო, რომ ვარ ძალიან ემოციური ხშირად ტირილით, ყვირილით და მოკლედ ნერვიულად გამოვხატავდი ჩემს ემოციებს, რამდენად საშიში გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ჩემს პატარაზე დაბადების შემდეგ? დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
პასუხი
პასუხობს: ს/ს კ.ვ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი - გირჩევთ, აკონტროლოთ ხშირად გამონადენის ხასიათი, თუ შეამჩნევთ, რომ გამონადენი გამჭვირვალე და წყალივითაა, მაშინ არ არის გამორიცხული სანაყოფე წყლის დაღვრა (სანაყოფე გარსების გახევა). ამ შემთხვევაში გირჩევთ, მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს. რაც შეეხება ემოციებს, ორსულის ემოციური სტატუსი შეცვლილია. თუმცა ზედმეტი ემოციურობა ნაყოფისთვის არ არის სასურველი.