რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ცოტა ხნის წინ დაგისვით შეკითხვა იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა მკერდის ღარის მიდამოში ლაზერული ეპილაციის გაკეთება, თქვენი თანხმობის შემდეგ წავედი ესთეტიკის ცენტრში, მაგრამ ეპილაცია არ გამიკეთეს იმ მოსაზრებით, რომ თმა ნაზია და მოკლე, ეპილაციის შედეგად კი უფრო გრძელი და უხეში ამოვაო, არც გაუფერულება მირჩიეს. მინდა შეგეკითხოთ, გაუფერულება მართლა გამიუხეშებს თმას? ზღვის სეზონი მოდის და დისკომფორტს მიქმნის ამ მიდამოში თმა. თუნდაც ერჯერადი ეფექტისთვის გაუფერულება გამოიწვევს თმის გაუხეშებას? დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი
- ეპილაციის შემდეგ (თუ პროფესიონალურ დონეზე ტარდება) უფრო უხეში თმა არ უნდა ამოვიდეს, მაგრამ თუ თმა ძალზე მოკლე და ნაზია, თავის შეკავებას გირჩევთ. აჯობებს თმა გაიუფერულოთ.