რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და არ ვრჩები ორსულად. ექიმებთან ბევრჯერ ვიყავი, მაგრამ მეუბნებიან, რომ ყველაფერი რიგზე გვაქვს მეც და მეუღლესაც. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? შესაძლებელია, რომ ინფექცია-ტრიქომონამ ხელი შეუშალოს დაორსულებას? ხომ არ შეიძლება მქონდეს რაიმე ჰორმონალური დარღვევა?
პასუხი
- შეიძლება ტრიქომონიაზმა ხელი შეუშალოს დაფეხმძიმებას. ამ ინფექციის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ მკურნალობა ორივე მეუღლემ. წარმოუდგენელია, რომ ექიმს ტრიქომნიაზის არსებობა სცოდნოდა და ეთქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია. საერთოდ, თუ რეგულარული და დაუცველი სექსუალური ურთიერთობის მიუხედავად ერთ წელიწადში არ დგება ორსულობა, მაშინ ქალმა უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს, მამაკაცმა კი - ანდროლოგს.