ძალიან მაწუხებს სიმძიმე ქვედა ტანში. ვარ 21 წლის ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
24-06-2010

- ძალიან მაწუხებს სიმძიმე ქვედა ტანში. ვარ 21 წლის გოგო. თითქოს მუდმივად მინდა კუჭში გასვლა, განავალი ძალიან ცოტაა და თითქოს ვერ ვინელებ, მონელების შეგრძნება არ მაქვს. ცოტათი გამობერილივით მაქვს ქვემოთ. რომელი პრეპარატით ვიმკურნალო? რელიფის მალამოთი და სანთლებით? პროქტოლოგთან ვიზიტი არ მინდა. მადლობა, რომ გვეხმარებით.

პასუხი
- როგორც თქვენი შეკითხვიდან გამომდინარეობს, თქვენ გაქვთ ყაბზობა ანუ შეკრულობა. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა მოაწესრიგოთ რეჟიმი – კუჭის მოქმედებას ხელი რომ შეუწყოთ, უნდა იაროთ ფეხით სულ ცოტა 30 წუთი, უნდა მიიღოთ 1,5-2 ლიტრამდე სითხე, კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ ბოჭკოებით მდიდარი ბოსტნეულით (ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, მწვანილი, ჭარხლის და ისპანახის ფოთლები), ხილით (ატამი, ჭერამი, გარგარი, ლეღვი, შავი ქლიავი), მიიღოთ ზეთი, უნდა შეიყვაროთ შავი პური. ალბათ, თქვენ სწორი ნაწლავის არეში გრძნობთ გამობერილობას. სავარაუდოდ, ეს ბუასილი უნდა იყოს. მისი მკურნალობის მიზნით რეკომენდებულია თავიდან აიცილოთ შეკრულობა, არ უნდა იჯდეთ დიდი ხნის განმავლობაში, შეგიძლიათ მიიღოთ ის პრეპარატები, რომლებიც ვენურ სისტემაზე დადებითად მოქმედებენ. მათ შერჩევაში ფარმაცევტები დაგეხმარებიან. ექიმთან ვიზიტი კი აუცილებელია.
კომენტარები
30 იანვარი 2019 13:32
გამარჯობათ,ვარ 53 წლის,15 წლის წინ გაკეტებული მააქვს უკან ტანზე ფისტულას ოპერაცია იმის შემდეგ ჩივილები არ მქონია,ერთი თვეა სახლიდან გასვლის დროს როცა ვზივარ ტრანპორტში შეგრჩნება მააქვს თითქოს კუჭში გავდივარ ან ჰაერი უნდა გავაფუჭო,ვნერვიულობ მეწყება უჰაერობა და თითქოს ცუდად ვხდები,ჰაერზე გადავდივარ და მივლის ყველაფერი,გარეთ გასვლა აღარ მინდა,იქნებ მირჩიოთ სად მივიდე და რის ბრალია,მადლობა წინასწარ.,,,,,ნ,ბ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად