თქვენი საიტის ხშირი სტუმარი ვარ, დიდ მადლობას გიხ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

16-06-2010

- თქვენი საიტის ხშირი სტუმარი ვარ, დიდ მადლობას გიხდით ასეთი საიტის არსებობისთვის. ვარ 41 წლის, აპრილის თვიდან ხშირად ვცივდებოდი, რის შედეგად დამიტოვა ტემპერატურა 37,2 და ოფლიანობა ღამით, რენტგენოლოგიური გამოკვლევით დამიდგინდა: პილუსები უსტრუქტურო დეფორმული, ფილტვის სურათი გაძლიერებული, ერთეული მკვრივფეროვანი ჩრდილებით. დანიშნულება ასეთი მომცეს: პეო (5 ამპულა), კამელოტი, როტავიტ როილალი, არგენტუმი, რინაში, ბრონხომუნალი, კალცინარია. 20 დღე გავიდა, რაც ვმკურნალობ, მაგრამ ტემპერატურა საღამოს 7 საათისთვის ისევ 37 მაქვს და ოფლიანობაც არ შემწყდარა. თუ შეიძლება მითხარით, რამდენ ხანში შეიძლება ამ მკურნალობამ შედეგი მომცეს. ამ დიაგნოზის მიხედვით მაინტერესებს, ეს პნევმონიაა? წინაწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
- თქვენს მიერ დასახელებული პრეპარატებიდან ანტიბიოტიკი არის მხოლოდ პეო, მას თქვენ როგორც ჩანს 5 დღის განმავლობაში იღებდით (ინექციის სახით). დანარჩენი პრეპარატები დამხმარე საშუალებებია. თუ კამელოტს იღებთ 20 დღეა, ტემპერატურული სურათი წაშლილი იქნება, შესაძლოა ოფლიანობის გაძლიერებაც. შედეგი უკვე უნდა მიგეღოთ. რადგანაც ეს არ მოხდა, კვლავ უნდა მიმართოთ ექიმს და აცნობოთ მკურნალობის არაეფექტურობის შესახებ. შეგიძლიათ მიმართოთ პულმონოლოგსაც (ფილტვების სპეციალისტს).

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად