მინდა მოგიყვეთ ჩემი პრობლემის შესახებ. ვფიქრობ, რ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

07-06-2010

- მინდა მოგიყვეთ ჩემი პრობლემის შესახებ. ვფიქრობ, რომ აღარაფერი ეშველება, მაგრამ იქნებ თქვენ შეძლოთ ჩემი დახმარება. 2 წელია, რაც გავთხოვდი, ერთი შვილი მყავს. სამწუხაროდ მე და ჩემს მეუღლეს ხშირად გვაქვს კონფლიქტები, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც აღარ მუშაობს. ვცდილობდი ყველანაირად დავდგომოდი გვერდით, შემემსუბუქებინა მდგომარეობა (ჩვენ ჩემს მშობლებთან ვცხოვრობთ დროებით და ალბათ ესეც ძაბავდა სიტუაციას). ბოლო დროს სულ კომპიუტერთან იჯდა, ჩემი მშობლები რომ მოდიოდნენ, ოთახში იკეტებოდა, აღიზიანებდა ბავშვის ოდნავი ჭირვეულობაც და ხშირად ამაზეც ვჩხუბობდით. მართალია, ბევრჯერ მიტკენია გული და დაუმსახურებელი სიტყვებიც მიკადრებია, მაგრამ ყველაფერი მისი ცივი და უყურადღებო მოპყრობის გამო ხდებოდა. ის პირიქით, მე მადანაშაულებდა ყველაფერში. რამდენჯერაც ვცადე დალაპარაკება, იმდენჯერ ჩხუბით დავასრულეთ. ხშირად კონფლიქტის შემდეგ სოფელშიც მიდიოდა, მაგრამ ეს თითქოს გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მივმხვდარიყავით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. დღესაც ვიჩხუბეთ და ისევ წავიდა, მაგრამ აღარ შემიძლია პატიება, ისედაც პირველ ნაბიჯს ყოველთვის მე ვდგამდი, რაც ხშირად მაფიქრებინებდა, რომ ჩემთან ყოფნა არ უნდოდა. გარდა ამისა, რამოდენიმეჯერ ისეთ დროს წავიდა, როდესაც იცოდა, რომ აუცილებელი საქმე მქონდა და მის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა გაკეთება. აღარ ვიცი რა ვქნა, შეიძლება მცირეხნიანი დაშორების შემდეგ, ისევ შევრიგდეთ, მარამ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, ეს ხომ ნამდვილი ოჯახი არ არის, სადაც ერთმანეთს თავიანთ სატკივარს ვერ უზიარებენ და ყოველი საუბარი კონფლიქტით სრულდება? იქნებ დამეხმაროთ. დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
- ყველანაირად უნდა ეცადოთ, შენარჩუნოთ ოჯახი - ასე აჯობებს თქვენთვისაც, თქვენი მეუღლისთვისაც და რაც მთავარია, ბავშვისთვის. წერილის მიხედვით იგრძნობა, რომ თქვენ გიყვართ ერთმანეთი და ეს პრობლემა გარე ფაქტორებითაა (უმუშევრობა, საკუთარი ბინის უქონლობა) განპირობებული. გვენდეთ, ეს პრობლემა დროებითია და მოგვარებადი. 
თქვენ გვწერთ, რომ გესმით თქვენი მეუღლის და ყველანაირად გვერდში უდგახართ, მაგრამ თქვენი სიტყვებს გავიმეორებ - `მართალია ბევრჯერ მიტკენია გული და დაუმსახურებელი სიტყვებიც მიკადრებია, მაგრამ ყველაფერი მისი ცივი და უყურადღებო მოპყრობის გამო ხდებოდა ~. ე.ი. თქვენც ყოფილხართ ბევრჯერ კონფლიქტის ინიციატორი (მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს)... ძალიან ძნელია კაცისთვის უმუშევრობა და სიდედრ-სიმამრის კმაყოფაზე ყოფნა, რასაკვირველია, ამაში თქვენ დამნაშავე არ ბრძანდებით და ეს მას თქვენთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძველს არ უნდა აძლევდეს, მაგრამ ალბათ მისი გაგებაც შეიძლება, ის ხომ კაცია და ოჯახის მარჩენალი უნდა იყოს... რა მნიშვნელობა აქვს პირველ ნაბიჯს შესარიგებლად რომელი გადადგამთ, მთავარია, ჩხუბი შერიგებით დასრულდეს, ასეთ წვრილმანებზე გამოკიდებას არ გირჩევთ, ზოგადად ქალი ბუნებით უფრო დამთმობია და ის დგამს ხოლმე შერიგების საქმეში პირველ ნაბიჯს. კარგად დაუფიქრდით - განა ბედნიერი იქნებით მეუღლეს რომ დაშორდეთ და უმისოდ დაიწყოთ ცხოვრება? განა ახლა, როცა თქვენი მეუღლე სოფელშია წასული, თავს უფრო კარგად გრძნობთ? არა მგონია, თორემ ასეთ წერილს არ მოგვწერდით.
დაურეკეთ თქვენს მეუღლეს, მოიკითხეთ თბილად, უთხარით, რომ მოგენატრათ და შეურიგდით, დაელაპარაკეთ მშვიდად და აუღელვებლად, უთხარით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მასთან ერთად ცხოვრება, რადგან გიყვართ, შესთავაზეთ ცალკე ცხოვრება (ეს თქვენს პრობლემას უდაოდ მოაგვარებს) ან ქირით, ან სულაც სოფელში წაყევით საცხოვრებლად.
ურიგო არ იქნებოდა, თუ თქვენც და თქვენი მეუღლეც ასეთ დაძაბულ ყოფაში ნერვული სისტემის დასამშვიდებლად მცენარეულ დამამშვიდებელ საშუალებას (მაგალითად ვალერიანს, შავბალახას, ალორას და სხვა) მიიღებთ.
და ბოლოს, ის ოჯახი მართლაც არ არის ნამდვილი ოჯახი, სადაც ერთმანეთს თავიანთ სატკივარს ვერ უზიარებენ და ყოველი საუბარი კონფლიქტით სრულდება. ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ კონფლიქტის არდასაშვებად, თქვენ არასდროს დაიწყოთ ჩხუბი და არ მოუმატოთ ტონს, და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადით მეუღლესთან და შვილთან ერთად ცალკე საცხოვრებლად. თუ შეძლებთ, ისწავლოთ მშვიდად ყოფნა და მოთმინება, ასევე ეცდებით მხოლოდ საკუთარი თვალით კი არა მეუღლის თვალითაც შეხედოთ სიტუაციას, ყველაფერი ძალიან მალე დადგება თავის ადგილზე - ასეთი კონფლიქტები თითქმის ყველა ოჯახში ხდება სხვადასხვა სიხშირით და სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ოჯახის დანგრევის მიზეზი.
გისურვებთ ბედნიერებას!

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად