რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- პროლაქტინი მქონდა მაღალი, ბრომკრიპტინს ვსვამდი და დავრჩი ორსულად, ახლა ვარ დაახლოებით 4 კვირის ორსული. ჩემმა ექიმმა გამიკეთა ანალიზი, პროგესტერონი მაქვს ძალიან დაბალი, პრაქტიკულად არ მაქვს 0.0, დამინიშნა უტროჯესტანი. მაინტერესებს, რა არის პროგესტერონი და საშიშია თუ არა ნაყოფის განვითარებისათვის? წინასწარ დიდი მადლობა, გთხოვთ მიპასუხოთ, ძალიან ვნერვიულობ.
პასუხი
- პროგესტერონი მრავალი ფუნქციის რეგულაციაში მონაწილეობს, მათ შორის - ორსულობის შენარჩუნებაში, მისი დეფიციტის შემთხვევაში, თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, მოსალოდნელია მუცლის მოშლა. ამიტომ, აუცილებლად უნდა სვათ გინეკოლოგის მიერ დანიშნული პრეპარატი. მეტ ინფორმაციას მიიღებთ ჰორმონ პროგესტერონზე, თუ წაიკითხავთ ჩვენს საიტზე მარიკა დვალის სტატას "პროგესტერონი".