-თავის ტკივილს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა, ქალაშიდა წნევას მატება, გადაღლა, შაკიკი, კისრის ოსტეოქონდროზი და სხვა.
თავის ტკივილის მიზეზის (ეტიოლოგიის) დასაზუსტებლად მიმართავენ დიფერენციულ დიაგნოსტიკას, ითვალისწინებენ ანამნეზს (როდის აღმოცენდება ტკივილი, სად ლოკალიზდება, რა ინტენსივობისა და ხანგრძლივობისაა), გარე ფაქტორებისადმი (მედიკამენტების მიღება, მეტეოროლოგიური ფაქტორები, ფსიქოემოციური დატვირთვა და სხვა) დამოკიდებულებას, წნევის გაზომვასა და კონტროლს, ბიოქიმიურ და იმუნოლოგიურ გამოკვლევებს, საჭიროების შემთხვევაში - ელექტროენცეფალოგრაფიულ და თავის ქალას რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
მხოლოდ კომპლექსური მიდგომითა და მიღებული მონაცემების დეტალური ანალიზით არის შესაძლებელი ზუსტი დიაგნოზის დასმა და თავის ტკივილის უშუალო გამომწვევი მიზეზის დადგენა.
კვლევის საწყის ეტაპზე ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ. ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე ინტერვიუს "გაუმკლავდით თავის ტკივილს", გვესაუბრება ნევროლოგი, გიორიგ გეგელაშვილი.
http://www.mkurnali.ge/fsiqonevrologia/nevrologia/3743-gaumklavdith-thavis-tkivils.html