რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დიდი მადლობა პასუხისთვის. ეგ ყვაელაფერი გასაგებია. სამედიცინო ლექიკონშიც დაახლოებით იგივე ამოვიკითხე და ზოგადი წარმოდგენა მაქვს რა არის სპონდილოზი. მოდი კითხვებს დავნომრავ რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს თქვენთვის და ისევ არარსებულ შეკითხვაზე არ მივიღო პასუხი. 1) რა მეთიოდებით იკურნება სპონდილოზი?(თუ იკურნება საერთოდ) 2) როგორი სახის ფიზიკური დატვირთვა მოახდენს დადებით ეფექტს (იოგა, ცურვა...) 3) რამდენად არის შესაძლებელი სპონდილოზმა გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევები? მოუთმენლად ველი ჩემს დასმულ შეკითხვებზე პასუხს. მადლობას გიხდით წინასწარ.
პასუხი
-სპონდილოზმა სისხლისმიმოქცევის დარღვეები შესაძლოა გამოიწვიოს. -მკურნალობა ძირითადად მოიცავს ტკივილგამაყუჩებელ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ტკივილის კუპირებისთვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები : ელექტრფორეზი, დინამიური დენები, ულტრაბგერა. შეშუპებისტვის ამოიყენება ჰირუდოთერაპია, მშრალი გაჭიმვა, პოსტიზომეტრული რელაქსაცია, ცურვა, მასაჟი, რეფლექსოთერაპია. ყველა ზემოთჩამოთვლილი მიმართულია ტკივილის კუპირებისთისა და კუნთოვანი სპაზმის მოხსნისკენ. ძირითადი მადეფორმირებელი სპონდილოზის მკურნალობაში არის სამკურნალო ვარჯიშები. რომელიც ემყარება შემდეგ ამოცანებს : -უზრუნველყფს ხერხემლის განტვირთვას -ამყარებს კუნთოვან კორსეტს, -აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას -უზრუნველყოს ხერხემლის ოპტიმალურ მოძრაობას -ძალიან ხშირად ნიშნავენ სპეციალურ კორსეტებს, რომელიც განტვირთავს ზურგს მთელი დღის განმავობაში.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი