რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. გმადლობთ წინასწარ. ვარ 28 კვირის ფეხმძიმე. ფეხმძიმობის დაწყებისას ვიყავი 57 კილო.ახლა ვარ 64. მაინტერესებს რამდენად გადავაჭარბე. და რამდენი კილოა დასაშვები ორსულოაში რომ მოვიმატო?
პასუხი
-ზუსტი პასუხისთვის თქვენი სიმაღლეც უნდა მიგეთითებინათ. ორსულობის დროს მთლიანი წონის ნამატის ნორმალური მაჩვენებელი საშუალოდ 12-14 კგ. I ტრიმესტრის მანძილზე წონა მცირედ იზრდება - საშუალოდ 900-1800გრამით; II ტრიმესტრიდან წონის მატება ყოველკვირეულად შეადგენს 450გრამს და მთლიანი ტრიმესტრის ბოლოს - 5-8 კგ-ს; III ტრიმესტრიდან წონის მატების დინამიკა შედარებით ნელდება და შეადგენს - 4-6 კგ-ს; თუ დავუბრუნდებით ათვლის წერტილს ანუ ორსულობამდე წონას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ იყო თუ არა მაშინ წონის რომელიმე პრობლემა (სიჭარბე ან დეფიციტი), ამისთვის საჭიროა გამოითვალოს ე.წ. სხეულის მასის ინდექსი (BMI). BMI = სხეულის მასა (კგ-ში)/სიმაღლე2 (მეტრებში) ინდექსის მიხედვით შესაძლოა ზუსტად ვიმსჯელოთ წონის ნორმალურ ციფრებზე: 16-ზე ნაკლები - ითვლება წონის გამოხატულ დეფიციტად 18-25 - ნორმალური მაჩვენებლებია 25-30 - სხეულის ჭარბი წონა (არ ითვლება სიმსუქნედ) 30-35 – I ხარისხის სიმსუქნე 35-40 – II ხარისხის სიმსუქნე 40-ზე მეტი - III ხარისხის სიმსუქნე. თუ დაორსულებამდე თქვენი მასის ინდექსი ნორმის ფარგლებში ჯდება, ორსულობის დროს წონაში მატების ნორმალური მაჩვენებლებია - 12-14 კგ. თუ მასის ინდექსის მიხედვით (≥25) ფიქსირდებოდა ჭარბი წონა, ორსულობის დროს რეკომენდებული წონის ნამატია - 8-12 კგ. თუ ორსულობამდე ადგილი ჰქონდა წონის დეფიციტს (≤16), აუცილებელი ნამატი შეადგენს 14-18 კგ.