/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია
კატეგორია - დერმატოლოგია
თარიღი : 06-03-2018
ლაიმის დაავადების დასადგენად კონკრეტულად რომელი ანალიზი უნდა ჩავიტარო? და ფკიპის კბენიდან რამდენ დღეშია შესაძლებელი ამ ანალიზია გაკეთება?
პასუხი
-ლაიმის დაავადების, ბორელიოზის  დროს მიგრირებადი ერითემის (ნაკბენ ადგილას ჩნდება დამახასითებელი მრგვალი, წითელი ლაქა ღია ფერის ცენტრით ) კლასიკური სურათის შემთხვევაში დიაგნოზი ისმევა კლინიკური გამოვლინებებით, სხვა შემთხვევებში ის დასტურდება ლაბორატორიული მეთოდებით.
უმეტესწილად გამოიყენება სეროლოგიური მეთოდები –სისხლში გამომწვევის საწინააღმდეგო IgM და IgG ანტისხეულების გამოვლენა.
IgG ანტისხეულები ვლინდება ინფიცირებიდან 1-3 კვირის შემდეგ, მათი მაქსიმალური რაოდენობა ინფიცირების შემდეგ 1,5-3 თვის შემდეგ აღინიშნება.
თუმცა დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულები ხშირად არ ვლინდება დაავადების ადრეულ, ლოკალიზებულ სტადიაზე ან ადრეულად ჩატარებული ანტიმიკრობული თერაპიის ფონზე.
შესაბამისად, ინფექციის ადრეულ სტადიებზე სეროლოგიური ტესტების უარყოფითი შედეგი სარწმუნო არ არის და საჭიროებს გადამოწმებას 2 კვირის შემდეგ.
ბორელიოზის დისემინირებულ და ქრონიკულ სტადიებზე სპეციფიური ანტისხეულები სისხლში პრაქტიკულად ყოველთვის ვლინდება.
IgG ანტისხეულები სისხლში ხანგრძლივად, რამოდენიმე თვიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში, ნარჩუნდება.
კომენტარები (4)
ციცინო
მიმართეთ თბილისში პარაზიტოლოოგიის ცენტრს, იქ დაგისვამენ ზუსტ დიაგნოზს
თარიღი : 03-08-2023
ფიქრია
Გამარჯობათ!2018 წელს დამიდგინდა ბორელიოზი Ოღონდ ტკიპას კბენა არ მახსოვს არც Წითელი ლაქა Ერთი რამ რამაც მიკბინა ობობა იყო რომელმაც Კისერში მიკბინა ეს იყო Აგვისტოში და Ოქტომბერში უკვე ცუდად ვიყავი სახის დეფორმაცია Დამემართა ცალᲗვალს ვერ ვხუᲭავდი და ᲨეიᲫლება რო ობობასგან მქონოდა?
თარიღი : 04-09-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - დერმატოლოგია
თარიღი : 30-04-2025

გამარჯობა! მოკლედ, ასეთი რამ მჭირს: უკვე თითქმის 2 წელია მაწუხებს ტუჩების სიმშრალე, ბოლო რამდენიმე თვე კი ტუჩების მუდმივი აქერცვლა, წვა, ხელი მეშლება საუბარში, სიცილში! ტუჩი მეჭიმება თუ არაფერი მაქვს წასმული! რამე თუ მაქვს წასმული, რამდენიმე ხნის შემდეგ მთელ ტუჩზე ესთეტიკურად საშინელი სანახავი ნადების სახით მრჩება და კანში ვერ აღწევს! ვიყავი 3 დერმატოლოგთან, პირველმა ომეგა 3 გამომიწერა, რომელსაც 2 თვეა ვსვამ!- შედეგი 0! მეორე ექიმმა კლინიკა კანში FotoFinder-ის აპარატით ჩამიტარა დიაგნოსტიკა, დამისვა ქეილიტის დიაგნოზი! დამინიშნა 1 კვირა გიოქსიზონის მალამო და ასევე ტუჩის აღმდგენი ბალზამი! არანაირი შედეგი! გავიკეთე ანალიზები ( D ვიტამინი, რკინა, სისხლის საერთო, გლუკოზა ) ყველაფერი წესრიგშია D ვიტამინის გარდა ( მაქვს 16,4 ) არაფერი არ მშველის აბსოლუტურად! დავლიე ადრეც ალერგიის წამლები, რადგან ვიფიქრე რომ ალერგიული იყო, მაგრამ არანაირი შედეგი არაა! რა გავაკეთო უკვე აღარ ვიცი, თვეებია უკვე ეს მდგომარეობა მიგრძელდება! როგორც ასეთი ტკივილი არ მაქვს, არც დამსკდარი, უბრალოდ მუდმივად, განუწყვეტლივ ჩნდება მკვდარი კანის კერები, მაქვს წვა თუ არაფერი მისვია და თუ მისვია ხანდახან მაშინაც! ყველაზე მეტად ეს მკვდარი კანი და ამ მკვდარ კანზე წარმოქმნილი ნადები მაწუხებს! მახსენდება ერთი რამ, დაახლოებით 2 წლის წინ გავიკეთე კბილების გათეთრება Zoom-ის აპარატით, რა დროსაც თავიდან მსუბუქად, შემდეგ კი საკმაოდ ამეწვა ტუჩი, პროცედურის მერეც მეწვოდა, მაგრამ ჩავთვალე რომ გაივლიდა მალევე! შეიძლება ამასაც რამე როლი ჰქონდეს ამ ყველაფერში? ადამიანს აღარ ვგავარ უკვე ისე ვარ ფსიქოლოგიურად აღარ შემიძლია, იქნებ რამენაირად დამაკვალიანოთ?

კატეგორია - დერმატოლოგია
თარიღი : 14-12-2024

-გამარჯობა წლებია მაქვს სახეზე კანის სიმშრალე უფრო მეტად სახეზე წვერის მიდამოში წარბებში და სკალპზე ასევე შხაპის შემდეგ ქავილი მეწყება ტანზე ვიყავი დერმატოლოგთან მაგრამ არცერთი კრემი თუ დასაბანი საშუალება შედეგს არ მაძლევს ვფიქრობ რომ რაიმე დარღცევა ან რამე ცვლილება მაქვს სისხლში რაც იწვევს ამ ყველაფერს მაინტერესებს თქვენი აზრი რა არის ამის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი?გავიკეთე სისხლის ანალიზი კონკრეტულად ტიესეიჩი დევიტამინი კალციუმი ეს ყველაფრი მწყობრში მაქვს.ასევე მაქვს კუჭნაწლავის პრობლემა მაინტერესებს თქვენი პასუხი ორგანიზმიში რა ცვლილებები იწვევს კანის სიმშრალეს მადლობა დიდი

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები