/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
-ვარ 47 წლის ქალი, მაწუხებს მუცლის შებერილობა. კუჭის მოქმედება ნორმალური მაქვს, მაგრამ მუცელი სულ შებელილი მაქვს, რაც საშინელი დისკომფორტია. რამდენიმე დღეა ვსვავ კრალექსს და ფესტალს, მაგრამ შედეგი არ მაქვს. მგონი უფრო გამიუარესდა მდგომარეობა. გთხოვთ მირჩიოთ რა კვლევა ან მკურნალობა უნდა ჩავიტარო. მადლობა.
-მეტეორიზმი შესაძლოა სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც გამოუვლინდეს ზოგიერთი პროდუქტის (ნატურალური რძის, კარტოფილის, პარკოსნების, კომბოსტოს, ყურძნის, ლუდის, ბურახის, შავი პურის და სხვა) ჭარბი მიღების, კვების რეჟიმის დარღვევის შედეგად, თუმცა ხშირად მუცლის შებერილობა ამა თუ იმ პათოლოგიური მდგომარეობის ნიშანია -ქრონიკული გასტრიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ენტერიტი, ნაწლავების სპაზმი, მათზე ზეწოლა, ატონია (მოდუნების) გამო, პერიტონეუმის (მუცლის სეროზული გარსის) შეხორცება, მიკროფლორის დარღვევა, მეგაკოლონი, დივერტიკულოზი და სხვა.
როცა კვების მოწესრიგება ვერ აგვარებს პრობლემას, მაშინ დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია გასტროენტეროლოგის კონსულტაცია.
რაც შეეხება კვლევებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კვლევების ჩამონათვალი ინდივიდულურია და განისაზვრება ანამნეზის სრლყოფილად შეგროვების შემდეგ.
ჩვენ შგვიძლია მხოლოდ კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციბი მოგცეთ, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტეორიზმი და შებერილობა კი არ არის დაავადება, არამედ სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომია. შესაბამისად, უნდა მოხდეს არა შედეგის, არამედ თვით მეტეორიზმის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა.
ამ თემაზე ვრცელი რჩევები ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე "კვების ფაქტორი და მეტეორიზმი"
https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/1333-2009-06-02-14-17-16.html