/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
31875
უფასო კითხვა
1125
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია
კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 17-09-2024

მოკლედ ჩემს მეგობარს დავარტყი. ბათუმში ვიყავით, გაუგებრობა მოხდა, აგრესია ისევ მოწინავე ემოცია გახდა და დავარტყი. არა, მუშტი არ მილეწია სახეში, გაშლილი ხელი წავიღე (არცთუისე ძლიერად) სადღაც კეფასთან. ამაზე ჩემი მეგობარი ძალიან გაბრაზდა, მეც გავბრაზდებოდი. ჩვენ არ ვართ უბრალო მეგობრები, მეექვსე წელია რაც ერთად მოვდივართ, ერთმანეთი გავზარდეთ, 13 წლის ვიყავი რომ გავიცანი, ის ჩემზე უფროსია. მან მითხრა რომ ამ დარტყმას არასდროს მაპატიებდა, მე ჩუმად ვიყავი. უფრო იმ ფაქტმა დამადუმა, რომ მითხრა რომ არ სჯეროდა ჩემი როცა ვეუბნებოდი რომ რეალურად გაუგებრობის გამო მოხდა ჩხუბი. ჩემი ნათქვამი გაიგო არასწორად და ამას მოჰყვა ყველაფერი, მეუბნებოდა რომ არა მე სწორად გავიგე რაც გავიგეო, არ გაპატიებო. საქმე კი რაშია. ამ ადამიანმა დაახლოებით ერთი წლის წინ ზურგში დანა ჩამარტყა, ძალიან ცუდი რამ გამიკეთა, მიღალატა. პრობლემა იმაშია რომ მე მაშინაც ვდუმდი, არ გამომიხატავს ჩემი აგრესია ბოლომდე, “ვაპატიე”. ეს იყო საშინელება, ახლო ადამიანმა მსგავსი რამ გაგიკეთოს… ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ბევრჯერ უღიარებია რომ ჩემზე ზურგს უკან იჭორავა ან რაღაც მომატყუა. მე სულ ვდუმდი, კი გვქონდა კამათები მაგრამ ძირითადად ვდუმდი - ეს რაღათქმაუნდა ჩემი შეცდომაა და არა მისი. როდესაც ის ცუდი რამ გამიკეთა წასვლა მინდოდა, მაგრამ მითხრა დარჩი და დამაკვირდი როგორ ვიცვლებიო. მის მერე ბევრჯერ მსურდა წასვლა მაგრამ ყოველთვის მაკავებდა. დიდხანს ვიფიქრე იმ დარტყმაზე… ეს არ იყო უბრალოდ ემოციურ ფონზე მოქნეული ხელი, ეს იყო იმ ყველაფრისგან დაგროვილი აგრესია რაც მე არ გამომიხატავს. ესეც ჩემი შეცდომაა, შეიკავებ ბევრს და ისეთ დროს ამოგასხამს როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება. მინდა ვთქვა ამ ადამიანს პროგრესი ნამდვილად აქვს თუმცა მე ვეღარ შევძლებ მის ნდობას, ცუდია, ეს დიდი ხნის შემდეგ გავიაზრე. ერთი წელი არ არის საკმარისი ნდობის აღსადგენად, ნდობა არაა სახუმარო თემა, ბევრად მეტია საჭირო. ცუდია რომ ფიზიკური შეხებით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამ დარტყმამ გამათავისუფლა მისგან. მე რომ წასვლა მინდოდა სულ მაკავებდა, მაგრამ მე არ ვეცდები მის დაბრუნებას. მან ყველგან დამბლოკა და ისე წავიდა, რაიმე უნდა ავუხსნა და ისე გავუშვა?

პასუხი

რთული სიტუაცის გაქვთ და ამ სიტუაციაციაში გასარკვევად დრო დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სხვა ადამიანზე ფიზიკურად შეხება (დარტყმა, ცემა) არასოდეს არის გამოსავალი. გასაგებია, თუ რამ გამოიწვია თქვენი წყენა და აგრესია, მაგრამ ემოციების გამოსახატად და კონფლიქტების ძალადობის გარეშე გადასაჭრელად უნდა იპოვოთ კონსტრუქციული გზები.

შეიძლება ღირდეს, რომ თქვენს მეგობარს და საკუთარ თავს გარკვეული დრო მისცეთ დასაფიქრებლად და მდგომარეობის ხელახლა შესაფასებლად.

ახლობელ ადამიანთან ან ფსიქოლოგთან საუბარი დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ რა მოხდა თქვენს შრორის დს როგორ მოიქცეთ სამომავლოდ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები
კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 28-11-2024

გამარჯობა. ბოლოს გკითხეთ რა გამეკეთებინა როგორ მოვქცეულიყავი რადგან 2ადამიანის მიმართ მქონდა გრძნობები.. უნდა გითხრათ რომ ადამიანი ვისთანაც ურთიერთობაში ვიმყოფებოდი, რამოდენიმეჯერ მიღალატა, იმას ვერასდროს გავიგებ ბოლომდე იყო თუ არა შეხვედრით და უფრო ახლო ურთიერთობით ღალატი, მაგრამ მინაწერები და ფლირტაობა ბევრჯერ ვუპოვე სხვა გოგოებთან.. და ყოველ ჯერზე იფიცებოდა რომ აღარ იზამდა, საბოლოოდ 1-2კვირის წინ დაამატა ორმა გოგომ ერთდროულად და ვიეჭვე რაღაცეები მაგრამ რათქმაუნდა უარყო..( სხვადასხვა ქალაქში ვიმყოფებით და ვერ ჩავეძიებოდი და უფრო ვერ გავიგებდი ამ ამბავს) ამიტომ არც მიჩხუბია არაფერი, მხოლოდ შენსას აგრძელებთქო ვუთხარი და აქეთ მომაწვა რომ ტყუილა უბრალოდ ვეჭვიანობ და რომ დაიღალა თურმე ჩემი ამ ,,ეჭვიანობებით" და მე ვიგონებ თითქოს რამეს.. საბოლოოდ დაშორება არ უნდოდა მაგრამ მე დავემშვიდობე და ვუთხარი რომ თავის ცხოვრებს მიხედოს და შემეშვას. 1კვირაა კონტაქტი აღარ გვაქვს. ვფიქრობ როგორც საჭიროა იმ დონეზე არ ვუყვარვარ და ვეღარც მაფასებს ალბათ რადგან ამდენჯერ ვაპატიე რამე, ჰგონია რომ ისევ დავუბრუნდები, რაც არმოხდება.. მეორე ადამიანს კი რაც შეეხება, არის საოცარი პიროვნება, დღეს იშვიათად თუ შევხვდებით მსგავს ადამიანს, ყველასგან განსხვავებულს და ჩამოყალიბებულს თუ რა უნდა ცხოვრებაში და რა მიზნები აქვს. მე კი თავს ვიდანაშაულებდი ამ ადამიანის მიმართ გრძნობების გაჩენის გამო მანამდე.. ახლა აღარ ვნანობ. კიდევ თუ მომცემთ რჩევებს იმ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ ავიცილო თავიდან ყველაფერზე დარდი, როცა შემომაწვება რამე, ნამდვილად მადლობელი ვიქნები <3 პრობლემა ის არის კიდევ რომ ეს ადამიანი ამერიკაში იმყოფება და რამოდენიმე წელი მოგვიწევს ცალცალკე ყოფნა.. მიჭირს ეხლა ასეთ რთულ სიტუაციაში ის რომ ამ ადამიანს პირისპირ ვერ ვნახულობ და ვერ ველაპარაკები. იქნებ მომცეთ რჩევები, როგორ აღვიდგინო წინა ურთიერთობის ღალატებისგან დანგრეული ჩემი მენტალური მდგომარეობა.. დიდი მადლობა წინასწარ❤️

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 24-11-2024

-მოგესალმებიᲗ, არ ვიცი ფსიქოლოგი მესაᲭიროება Თუ ფსიქიატრი, Შინაგანად ცუდაᲗ ვგრᲫნობ Თავს.ხᲨირად გწერᲗ ხოლმე და საკმაოდ კარგ რᲩევებს ვიᲦებ Თქვენგან, რისიც მადლობელი ვარ.მოკლედ აგიხსნიᲗ Ჩემს სიტუაციას, ვცხოვრობ ანტალიაᲨი , ვარ აქ გაᲗხოვილი, ვარ 35 წლის და მყავს 2 წლის Შვილი, ცელქი, ჰიპერაქტიული ზედმეტადაც, საქმე იმაᲨია, Ჩემი Შვილის ქცევები მაᲦიზიანებს, ეს ყაზრო სირბილი,უაზრო მისი გაჯიუტება, უაზრო გაბრაზება, Ხან ᲗავᲨი იტყავს ხელებს რაც მაᲦიზიანებს, ადრეც ირტყავდა ,მერე ბაᲦᲨი მივიყვანეᲗ და გადაეᲩვია, ბაᲦᲨი კარგად ერᲗობოდა, ახლა მე არ ვმუᲨაობ სახლᲨი ვარ და ბაᲦიდან გამოვიყვანეᲗ( კერᲫო ბაᲦᲨი დაგვყვავდა) მოკლედ ნერვებს ვერ ვᲗოკავ და ვუყვირი, ყველაფერზე ვᲦიზიანდები,ვზრდიᲗ მხოლოდ მე და მეუᲦლე, მეუᲦლე მეხმარება, ეᲗამაᲨება ბავᲨვს მაგრამ Ჩვენც ასაკᲨი ვარᲗ მე 35 ის 37, დასვენება გვინდა ამ დროს უცელქესი ბავᲨვი გყვავს, მე სულ ცემაᲨი გამზარდა დედაᲩემმა და არ მინდა მეც ისეᲗი დედა ვიყო როგორც დედაᲩემი მაგრამ ვერ ვᲗოკავ Თავს, ვუყვირი ბავᲨვს,მინდება ხანდახან დავარტყა, გავგლიჯო არ ვიცი სიფსიხე მაწვება, მერე Ღრმად ვსუნᲗქავ და Თავს ვᲗოკავ მაგრამ Ძალიან ვუყვირი წყობიდან გამოვდივარ, რა გავაკეᲗო?არ მინდა ვუყვირო და მიᲗუმეტეს ვურტყა, გვურილის Ჩაის ვსვამ რომ დავმᲨვიდდე გᲗხოვᲗ მიᲗხრაᲗ ნევროზი მაქვს? Თუ უფრო რᲗულად მაქვს საქმე?

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 13-10-2024

-გამარჯობა, მაქვს პრობლემა როდესაც გარეთ გავდივარ ტვინი იწყებს იმაზე ფიქრს "ტვალეტი ხომ არ მინდა" და ამის გამო სადაც კი მივდივარ ვცდილობ მოვშარდო რადგან თუ სადმე მომინდა ოდნავადაც კი დავუშვათ საცობში მეწყება პანიკური ფიქრი და ვერ ვმართავ ჩემ ფიქრებს, გონება მეკეტება თითქოს, უკვე 1 წელზე მეტია ასე ვარ, უროლოგთან ვიზიტის შემდეგ ანალიზები ნორმაში მაქვს, ჰიპერაქტიული შადის ბუშტზე წამალი ვსვი და სამწუხაროდ არ მოქმედებს კარგად სავარაუდოდ ფსიქროლოგიური პრობლმეაა, მაინტერესებს ვის შეიძლება მივმართო და თუ არის რამე მედიკამენტი რამაც შეიძლება მიშველოს მაგალითად ანტიდეპრესანტები?

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 17-09-2024

მოკლედ ჩემს მეგობარს დავარტყი. ბათუმში ვიყავით, გაუგებრობა მოხდა, აგრესია ისევ მოწინავე ემოცია გახდა და დავარტყი. არა, მუშტი არ მილეწია სახეში, გაშლილი ხელი წავიღე (არცთუისე ძლიერად) სადღაც კეფასთან. ამაზე ჩემი მეგობარი ძალიან გაბრაზდა, მეც გავბრაზდებოდი. ჩვენ არ ვართ უბრალო მეგობრები, მეექვსე წელია რაც ერთად მოვდივართ, ერთმანეთი გავზარდეთ, 13 წლის ვიყავი რომ გავიცანი, ის ჩემზე უფროსია. მან მითხრა რომ ამ დარტყმას არასდროს მაპატიებდა, მე ჩუმად ვიყავი. უფრო იმ ფაქტმა დამადუმა, რომ მითხრა რომ არ სჯეროდა ჩემი როცა ვეუბნებოდი რომ რეალურად გაუგებრობის გამო მოხდა ჩხუბი. ჩემი ნათქვამი გაიგო არასწორად და ამას მოჰყვა ყველაფერი, მეუბნებოდა რომ არა მე სწორად გავიგე რაც გავიგეო, არ გაპატიებო. საქმე კი რაშია. ამ ადამიანმა დაახლოებით ერთი წლის წინ ზურგში დანა ჩამარტყა, ძალიან ცუდი რამ გამიკეთა, მიღალატა. პრობლემა იმაშია რომ მე მაშინაც ვდუმდი, არ გამომიხატავს ჩემი აგრესია ბოლომდე, “ვაპატიე”. ეს იყო საშინელება, ახლო ადამიანმა მსგავსი რამ გაგიკეთოს… ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ბევრჯერ უღიარებია რომ ჩემზე ზურგს უკან იჭორავა ან რაღაც მომატყუა. მე სულ ვდუმდი, კი გვქონდა კამათები მაგრამ ძირითადად ვდუმდი - ეს რაღათქმაუნდა ჩემი შეცდომაა და არა მისი. როდესაც ის ცუდი რამ გამიკეთა წასვლა მინდოდა, მაგრამ მითხრა დარჩი და დამაკვირდი როგორ ვიცვლებიო. მის მერე ბევრჯერ მსურდა წასვლა მაგრამ ყოველთვის მაკავებდა. დიდხანს ვიფიქრე იმ დარტყმაზე… ეს არ იყო უბრალოდ ემოციურ ფონზე მოქნეული ხელი, ეს იყო იმ ყველაფრისგან დაგროვილი აგრესია რაც მე არ გამომიხატავს. ესეც ჩემი შეცდომაა, შეიკავებ ბევრს და ისეთ დროს ამოგასხამს როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება. მინდა ვთქვა ამ ადამიანს პროგრესი ნამდვილად აქვს თუმცა მე ვეღარ შევძლებ მის ნდობას, ცუდია, ეს დიდი ხნის შემდეგ გავიაზრე. ერთი წელი არ არის საკმარისი ნდობის აღსადგენად, ნდობა არაა სახუმარო თემა, ბევრად მეტია საჭირო. ცუდია რომ ფიზიკური შეხებით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამ დარტყმამ გამათავისუფლა მისგან. მე რომ წასვლა მინდოდა სულ მაკავებდა, მაგრამ მე არ ვეცდები მის დაბრუნებას. მან ყველგან დამბლოკა და ისე წავიდა, რაიმე უნდა ავუხსნა და ისე გავუშვა?

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 28-08-2024

-გამარჯობა. ვარ 21 წლის. ბიჭი. ბავშვობიდან მაქ სახლის დატოვების შიში. ანუ რეგიონიდან ქალაქში რომ ჩავდიოდი მაშინაც მიწყებდა ისეთ შეგრძნებებს აი როგორიცაა შიშის დროს გამოწვეული სიმპტომები. მაგრამ მერრე ვეჩვეოდი და ვადაპტირრდებოდი. ახლა საზღვარგარეთ მიწევს სასწავლებლად წასვლა. დიდი ხანი ვოცნებობდი ამაზს და ბევრი შრომა დამჭირდა. არანაირ პრობლემას მანამდე თავი არ გამოუჩენია ნაგრამ აი როცა დამიდასტურეს გსნცხადება და მალე წასვლა რო მიწევს ( 2 კვირაში) უკვე იმ დღიდან დამეწყო ისევ იგივე სიმპტომები. როცა წასვლაზე ვიწყებ ფიქრს მეწყება გულისცემის აჩქარება სისუსტე უმადობა. ამ თემაზე საუბარი და მხარდაჭერა მამშვიდებს. მაგრამ მეშინია ამდდნი ასსთი ნერვიულიბისაგან რამე გართულება არ მოხდეს. რაიმე სტრესი და დეპრესია არრ მაქ მაგრამ ასეთი შეგრძნება დისკომფორტულია. წასვლამდე და ადაპტაციამდე ჯერ კიდევ დიდი დროა ვიცი უარი რომ ვთწვა წასვლაზე ეგრევე გამივლის ყველაფერი მაგრამ არმინდა ასე მოხდეს. რას მიირჩეევთ როგორ მოვიქცე?

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 23-08-2024
კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 12-08-2024

გამარჯობათ, ვარ 24 წლის გოგო, არ ვიცი მაინც გეტყვით რომ ფსიქიატრის დანიშნულებით ვსვამ მეათე თვეა ციტოლესს.. კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა ადრეც და ახლაც სულ ვიბნევი, კერძოდ სხვის ქცევებს ვერ ვიღებ სწორად, ანუ არ ვიცი რა არის სწორი,მეგობრული, ფლირტი და ა.შ მაგალითად, პირველად ჩავედი ჩემს ნათესავთან და იქ სომხურად საუბრობნდნე რაც არ ვიცი, მხოლოდ რუსული მესმის და ერთი ბიჭი მომეწონა თუმცა სუფრაზე ხელი გადამხვია და ცუდი რეაქცია მქონდა, მან მიპასუხა როგორც დაიკო ისე შემოგხედეო ამიტომ ძმაკაცურად უხეშად დავუდექი და აჰა მოდი გადავიღოთ ფოტო თქო. მერე ვიტირე და მასაც ბოდიში მოვუხადე და მითხრა დაივიწყეო.. საქმე იმაშია რომ მომეწონა და ეს ჟესტი ცუდად მივიღე და მგონი დავაფრთხე, იქ წესია ასეთი რომ ჩემს ნათესავ ბიჭს უნდა უთხრან თუ მე მოვეწონე და ჩვეულებრივად ვწერ ამ ბიჭს თუმცა თვითონ არ მწერს პირველი. ახლახანს ჩავედიდ ა მეორე დღეს მოვიდა ჩამეხუტა როგორ ხარო, მის გვერდით წინაზე რომ ვიჯექი ავდექი და ახლა ის რომ ჯდება მერე დგება და მიდის;დ წამოსვლისას ისიც იქ იყო და ჩამეხუტა გამიღიმა თბილად და რომ მივწერე რუსულად ვერ გწერ სწორად ბოდიში მეთქი ქართულად მომწერე მე გადავთარგმნიო მაგრამ მგონია რომ ვინუჟდენი მიბრუნებს პასუხებს რადგან ჩემი ნათესავის ბავშვობის ძმაკაცია და მე ხომ მათ სახლში მივდივარ სტუმრად არ ვიცი( მგონია რომ ვეტენები ყველაზე ასე ვარ ხოლმე და ამიტომ მივწერე რომ მგონია გავაფუჭე ჩვენი ურთიერთობა და რასც ვფიქრობდი ის.. არათავდაჯერებულობის ბრალია ? არ ვიცი რა მეშვლება ამხელა გოგოს :( მასაც შეიძლება მოვწონდე თუ მე მეჩვენება? მეორე დღესვე იქ რომ გაჩნდა გამიკვირდა და მივწერე რომ უნდა მეთქვა რომ ჩამოვედი და გამიხარდა რომ გნახე თქო, მეც გამიხარდა შეხვედრაო ასევეო და ახლა ნასვამი ვარ ხვალ დავილაპარაკოთო მაგრამ არ მოუწერია არაფერი, გუშინ რომ ჩამეხუტა წამოსვლისას რუსულად მითხარიო რამეო და ვერაფერი მოვიფიქრე დავიბენი და დღეს მივწერე...

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 13-07-2024

აღგზნება არ მაქვს მომატებული ჩვეულებრივ მდგომარეობაში ასეთ ფოქრებზე აღგზნება არ მოდის , პორნოს ვუყირებდი და მაგ დროს ისედაც აღგზნებული ვიყავი და ვიქნებოდი თავისთავად მერე ორგაზმი გახანგძლივდა ელემნტარულად ხელიც რო მიმედო ეგრევე მოდილდა ორგაზმი ფიქრიც კი არ ჭირდებოდა თავისით მოდიოდა ან გონებრივად რო გამემახვილები ჩემს გენოტალიებზე ყურადღება მაშინაც მოდიოდა ხოდა ეს ფოქრი რო წამოვიდა წამიერი იყო კადრი არც ჩამდა წესოერად წამიერი იყო და უცებ გენოტალიებზე გადავიტანე აქცენტი და ეგრევე წამოვიდა ორგაზმი თავოსოთაც წამპვოდოდა ვფიქრობ რადგამ უკვე ისედაც აღგზნებული ვიყავო და ეს ფოქრი ღაფაერ შუაშია , ამუ ეს ფიქრები არ აღმაგზმენებს პირიქით მთრგუნავს

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 01-07-2024
კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 30-06-2024

გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 28-05-2024

გამარჯობა. ვარ 33 წლის. ორი შვილის დედა. მე და ჩემი მეუღლე სამი თვეა რაც წამოვედით საზღვარგარეთ სამუშაოდ. დავტოვეთ შვილები ბებოებთან. უკეთესი მომავლისთვის გადავდგით ეს ნაბიჯი. ვმუშაობთ ეპილეფსიის ცენტრში და ყოველ დღე გვიწევს პაციენტებთან ურთიერთობა. მე ძალიან განვიცდი ასეთ ადამიანებს რომ ვუყურებ. ალბათ უფალიც კი შეწუხდა იმდენჯერ ვახსენებ. რატომ ღმერთო. რატომაა რომ ასეთი დაავადებები არსებობს. ადამიანი როცა რო ცხოვრებით უნდა ტკბებოდეს,მუშაობდეს,ჰყავდეს ოჯახი,დადიოდეს შეხვედრებზე,წვეულებებზე მეგობრებთან ერთად. ამის მაგივრად გამოკეტილები არიან კლინიკაში და დადიან დერეფნიდან დერეფანში. მერე ღმერთს მადლობას ვუხდი იმისთვის რომ მე და ჩემს ოჯახს,ახლობლებს ასეთი რამ არ გვჭირს და ჯანმრთელები ვართ მაგრამ არავინ არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები. ვის რა მოგვივა არ ვიცით. ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მითუმეტეს ბავშვებს რომ ვუყურებ ხო გული მისკდება. ყოველ ჯერზე ჩემს შვილებს წარმოვიდგენ ხოლმე. ისინიც რომ ასე იყვნენ რა მეშველებათქო. სულ ცუდზე მეფიქრება. ვცდილობ ასე ძალიან არ განვიცადო ხოლმე მაგრამ არ გამომდის. დღესაც ერთი ჩემი პაციენტი რომელიც ეტლში ზის თითქმის ყოველთვის რადგან წონასწორობას ვერ ინარჩუნებს,სულ თავდახრილი და მხრებჩამოყრილი დადის და უცებ ემართება შეტევა და შეიძლება დაეცეს. დღესაც ასე მოუვიდა. სკამზე ჯდებოდა და ძირს დაეცა იატაკზე. ისეთი ტირილი დაიწყო აი როგორ გოთხრათ. გული მეტკინა ძალიან. სულ 44 წლისაა ის ქალი. და უკვე 2 თვეა ალბათ ჩვენი პაციენტია. დამოუკიდებლად დაბანაც არ შეუძლია. არ მინდა რომ ვიფიქრო თან ამდენი მაგრამ არ ვიცი. მეც ისე ვარ ხოლმე ყოველ წუთს შეტევას ველოდები,არიქა მეც დამეწყება ეგრეთქო. ძალიან რთული ყოფილა სხვის უბედურებას რომ უყურებ და ვერ შველი. გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე. ბავშვების დარდი კი ცალკე მჭამს. ძალიან მინდა მალე შევძლო მათი წამოყვანა და ერთად ვიყოთ მთელი ოჯახი მაგრამ ალბათ 2-3 წელი ამას ვერ მოვახერხებთ. არც მინდა წარმოვიდგინო რამდენი ხანია ეს. რამდენი ხანი ვიქნებით დაცილებული მაგრამ საქართველოშიც რომ ვერაფერს ვაკეთებდით ელემენტარულს ეგაა ყველაზე ცუდი. იძულებულები გავხდით რომ წამოვსულიყავით.რჩევები მჭირდება ძალიან სამსახურზე და ბავშვებზე

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 05-05-2024

გამარჯობა. ვარ 21 წლის გოგო, 4 თვის წინ ვიყავი ურთიერთობაში ჩემზე 8 წლით დიდ ბიჭთან, როცა გავიცანი და მომეწონა, პირველ დეითზე აღმოვაჩინე რომ ჯანმრთელობის ძაააალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა, პრაქტიკულად, სიცოცხლისთვის ხელისშემშლელი. ეს რომ გავიგე, მართლა 2 კვირა გადაბმულად ვტიროდი ყველა ათ წუთში, იმდენად განვიცადე, ნუ არ ვიცი ეს ადამიანი მივიღე საკუთარი ოჯახის წევრივით და ვიგრძენი როგორია როდესაც სიცოცხლე შენი აღარ არის ავადმყოფობის გამო. 2 თვე ვიყავით ერთად, მაგრამ ზოგადად ემოციას ან შეცოდებას ან რაიმე მსგავსს არ ვანახებდი, არც რაიმეს ვეკითხებოდი თუ თვითონ არ დაიწყებდა საუბარს. სამწუხაროდ, ადამიანი აღმოჩნდა მანიპულატორი, მატყუარა და მოღალატე. აგრეთვე დამსახურებული კურსგავლილი ფსიქოლოგიაში, ჰიპნოზის საკითხებში და აშ. ნუ მოკლედ, სხვასთან არის ახლა და ისე დამტოვა, რომ არაფერი ამიხსნა, ყველაფერი აბსოლიტურად იდეალურად შემიწყო და "შემიჩვია". ეს ჩემთვის იყო ცამოწმენდილზე მეხის გავარდნა. ისეთ შოკში ჩავვარდი 1 თვე არც ვფიქრობდი მასზე, მგონი ვერ მივხვდი, რა მოხდა. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მელანქოლიკი ვარ და მთელი ცხოვრება კვირაში 1-2 ჯერ ვტიროდი და ასე ვიცლებოდი, რაც დამშორდა, ვეღარ ვტირი. ანუ მაქვს გრძნობა სირცხვილისაც, აი რა მაქვს სატირალი და აშ, თუმცა ფოტოებს რომ ვნახულობ მისას განვიცდი და დათრგუნულად ვგრძნობ თავს, მენატრება. თქვენი აზრით, შეიძლება ის რომ ვერ ვტირი ნორმალური იყოს თუ არა? ანუ იქნებ ეს რაიმე ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც შეწყვეტს ტირილს. მე სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ვაანალიზებ ჩემს ემოციებს, ბევრ რამეზე ვფიქრობ დღეში, მაგრამ ემოციური სიცარიელე მაქვს(მგონი), შიშის გრძნობა საგრძნობლად ნაკლები მაქვს. მადლობა და ბოდიში ამხელა დომხალისთვის.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები