/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია
კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 09-08-2025

ისევ ჩემს ბოლო კითხვაზე პასუხის პასუხს გაგცემთ. კიდევ იცით რისი მეშინია? თუკი ფსიქოთერაპევტი დამინიშნავს ანტიდეპრესანტებს, შემდეგ ძალიან კარგად და ენერგიულად ვიქნები, სიხარულს ვიგრძნობ მაგრამ ამავედეოს ისევე უმოქმებოდა რომ მინდოდეს და გაყინულად დარჩენა რომ მერჩივნოს ცხოვრებაში - განვითარების გარეშე. მაგის მეეჭვება. ვიცხოვრებ სიხარულით მაგრამ ერთ ადგილზე “გაყინული”. ამავე დროს, იამასაც გეტყვით რომ 2018 წლიდან ვარ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნევროლოგის პაციენტი. მისმა დანიშმულმა წამლებმა როდესახ თავისი საქმე გააკეთა და ბოლოს ამოღებისკენ წავედით - ვერ ამოვიღეთ! რამდენჯერაც შევამცირეთ დოზები და საბოლოოდ ამოვიღე - იმდენჯერ ისე ცუდად გავხდი რომ თავის მოკვლა მომინდა. და დღემდე ვსვამ ამ წამლებს, მინიმალური დოზებით, მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ “მოხსნის შემდგომი” სინდრომი არ მეტაკოს ისევ და ეს რეალობაც მაშინებს, ნახეთ, ფსიქო-თერაპევტმა შეიძლება დამინიშნოს წამლები და მასზე დამოკიდებულიც რომ დავრჩე? და საბოლოოდ რომ ისეთი სცენარი შეიქმნას, როგორიც ახლა მაქვს? ამ წამლების სმა აღარაფერს მაძლევს, უბრალოდ როგორც ნარკომანს სჭირდება დოზა, რომ ცუდად არ გახდეს - როგორც დღეს ვარ ამ წამლებზე - ისევ ასე რომ მოხდეს?!

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 01-08-2025

გამარჯობა. მსურს პასუხის პასუხი გაგცეთ და სასაუბრო ჩავშალოთ ჩემს ბოლოს წინა კითხვაზე, სადაც ჩემი ცხოვრების ბექგრაუნდი გიამბეთ და რაზეც ძირითადად ქრონიკული დეპრესიის კვალიფიკაცია მომანიჭეთ. ამაზე მინდა გითხრათ და თქვენს პასუხსაც სიამოვნებით მოვითმენ. მე ვფიქრობ ლოგიკური, რომ ადამიანს დეპრესია ჰქოდეს, როცა არ აქვს ცხორება, არანაირი სიახლეები და ახალი გამოწვევბი, არანაირი განვითარება, არანაირი პასუხისმგებლობები, სრული კომფორტი, არანაირი მიზნები და მისწრაფებები. აბსოლიტურად არარეალიზებული. არანაირი სოციალიზაცია, არანაირი ახალი ურთიერთობები. მთელი დღე სახლში - ლოგიკურია, რომ ასეთი ცხოვრების ტიპის ადამიანს აუცილებლად ექნება დეპრესია. მაგრამ ამას წამლები უშველის განა? თქვენი რეკომენდაცია გამიწიეთ, რომ მიმემართა ფსიქოთერაპევტს და მიმეღო ანტიდეპრესანტები. მეკი ვფიქრობ, რომ ანტიდეპრესანტები არაა კავშირში პრობლემის მოგვარებასთან… პრობლემა მოგვარდება მაშინ როცა ის ყველაფერი ცოტაოდენო დოზით მაინც მექნება ცხოვრებაში რის დანაკლისსაც გამვიცდი და რეებიც ჩამოგითვალეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? გაძლებდით იმ ყველაფრის გარეშე თუნდაც 1 დღე? და კიდევ 1 და ძლიან მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ არმაქვს მოტივაცია რამე შევცვალო. მინდა, მაგრამ არ მაქვს მოტივაცია. ამას რაღა ვუყო? არანაირი დაძალება არ მეშმიძლია. თქვენ კი იმ წერილში მირჩევდით რა და რა უნდა მეკეთებინა ჩემი წილი პასუხისმებლობები, რომ ჩემი ცხოვრება თითოეულ პრიზმაში უკეთესობისკენ შეცვლილიყო, თუმცა “არ მინდა” მეზარება, უმოტივაციოდ ვარ და ამ დროს შანსი არაა ქმედითი ნაბიჯები გადავდგა. ვიდრემდის პასუხს გამცემთ, მონახეთ ჩემი ბოლოს წინა კითხვა. მადლობა

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 25-07-2025

გამარჯობა. დავასრულე მე-3 კურსი. სწავლას დიდ დროს ვუთმობ და შეიძლება ითქვას, რომ ამის გამო სამსახური არ დამიწყია. ამ ეტაპზე ოჯახი ხელს მიწყობს ფინანსურად და მეც მაქსიმალურად ეკონომიურად ვცხოვრობ (მოგეხსენებათ, დღეს ქირის გადახდა ნებისმიერი ადამიანისთვის და მით უმეტეს სტუდენტისთვის უდიდესი ტვირთია). ვცადე მუშაობის დაწყება კარფურშიც, თუმცა, ფსიქოლოგიურად ჩემთვის რთული აღმოჩნდა იმ გარემოსა და სტაფში მუშაობა. ჯერჯერობით ჩემი პროფესიით (ჟურნალისტიკით, პროდიუსინგით) ვერ ვსაქმდები. დამეწყო საშინელი თვითგვემა, კერძოდ, მგონია, რომ ვერასდროს ვერ დავიწყებ ჩემი კარიერით მუშაობას, რომც მივიდე ადგილას, მგონია, რომ თავს ვერ გავართმევ. სხვა სამსახურებზეც, ყველაფერს შიშით ვუყურებ და მგონია, რომ ვერ შევძლებ მოვალეობების შესრულებას და არავის მოვეწონები (არადა, მარტივად ვითვისებ ტექნოლოგიებს განსაკუთრებით, მაგრამ ამ პერიოდმა და 3 წლის განმავლობაში იმედგაცრუებებმა აქამდე მიმიყვანა). იმას მივხვდი, რომ ვერ ვიმუშავებ მარკეტებში და ჩემი პროფესიისგან ძალიან მოშორებით. მომწონს უფრო მყუდრო გარემო. უზომოდ პასუხისმგებლიანი ვარ, ზედმეტადაც კი და ყველაფერში მინდა მაქსიმალური შედეგი დავდო. ეს ხანდახან ხელს მიშლის და მგონია, რომ ვერასდროს ვერ ვარ საკმარისად კარგი. შემოდგომიდან, სავარაუდოდ, მექნება შესაძლობა ტელევიზიაში შევაბიჯო და ბექსთეიჯში ჩემი თავი გამოვცადო, მაგრამ ძალიან შიშით ვხვდები ამ ფაქტს. უნივერსიტეტშიც კარგი ქულებით გამოვირჩევი, რასაც ხელს ვკიდებ ხარისხიანად ვაკეთებ, მაგრამ ბაზარზე გასვლის საშინლად მეშინია და თავდაჯერება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ გამაჩნია. ტელევიზიაში, მოგეხსენებათ, დიდი კონკურენციაა, ქაოსია და ა.შ. როგორ გამოვხატო თავი და როგორ დავძლიო ეს ყველაფერი. სულ უფასო სტაჟირებები აქვს ყველას და რეალურად ჩემი საკუთარი სტაბილური ხელფასიც კი არ მაქვს ნანახი და ამ ყველაფერმა შიში გამომიმუშავა. რა შეიძლება მოვიმოქმედო, როგორ დავძლიო ეს გამოწვევები? მეც მესმის, რომ უნდა გადავლახო, მაგრამ როგორ. ის ფაქტი ცალკე მძაბავს, რომ ტელევიზიაშიც ჯერ სტაჟირებაზე მივდივარ და რთული გარემო დამხვდება...

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 23-07-2025

გამარჯობა. ვარ 26 წლის მამაკაცი. არ მაქვს სამომავლო არანაირი მიზანი, არც ჰობი. არც ურთიერთობები. მთელი დღე სახლში ვარ, ვმუშაობ და მაქვს უკმარისობის განცდა, რაც ღამე არ მასვენებს და არ მაძინებს. არც რაიმესადმი სწრაფვის სურვილი მაქვს. უბრალოდ 1 ადგილზე ვარ გაყინული წლებია და არვიცი რა ვქნა. არანაირი მოქმედებისკენ მაქვს მიდრეკილება. საჭმელი რომ საჭმელია იმის მომზადებაც კი მეზიზღება ჩემთვის. ჩემები მიმზადებენ. არ მყავს ოჯახი. ვცხოვრობ დედასთან და დებთან ერთად. საკუთარი თავის მოვლაც კი მეზარება. ყველანაირი მოქმედება მეზიზღება, რომეც რაიმე ფიზიკური რესურსის დახარჯვასთან ასოცირდება. როცა ვყროლდები მაშინ ვიბან, ან სადმე თუ მიწევს გასვლა ხოლმე. ან თუკი მე თავად შემაწუხა ჩემმა სიბინძურემ. ამის გამო ბუასილი მქონდა, ვიმკურნალე, მაგრამ კიდევ გამიჩნდა, რადგან სისტემატიურ ჰიგიენას საჭიროებს. ძალიან გამიმართლა, რომ უმარტივესი შემოსავლის წყარო მაქვს და სახლიდან გაუსვლელად მიწევს მუშაობა, ესეც რომ არ მქონდეს ალბათ პირდაპირი მნიშვნელობით ლუკმა-პურის გარეშე დავრჩებოდი და მოვკვდებოდი. ვარ აბსოლიტურად არარეალიზებული შესაძლებლობების მხრივ, კარიერულად და სოციალურად. არაფრისკენ ვიბრძვი, არაფერი მაძლევს დრაივს. არავინ ვარ. ეს ყველაფერი მკლავს! უდიდესი სიცარიერილისა და უკმარისობის განცდა მაქვს და ამის შესავსებად ყოველ საღამოს ვსვამ ან დღის განმავლობაში რეგულარულად ვმასტურბირებ, ვეძებ ფიზიკური სიამოვნების გზებს, რათა შინაგანი შევივსო! ამან სხეულის ფორმები და თვითშეფასებაც დამაკარგვინა. ეკლესიაში დავდივარ ბავშვობიდან, თუმცა ვერ ვარ ღრმა კავშირში ღმერთთან, რადგან ვცოდავ და არ ვერიდები სიამოვნების მიღებას. არც ვიცი, რომელ ფსიქოლოგთან მივიდე, რადგან ეს მდიდრების სიამოვნება და ბიზნესია, ასევე არვიცი ვის ვენდო, რადგან არ მინდა ტყუილად ამდენი ფულის გადაყრა. აი ეს არის ჩემი ყოველდღიურობა. მკლავს შიში, რომ 3 და 5 წლის შემდეგაც ასე ვიქნები, ვერ შევქმნი ოჯახს და ისევ ასეთი ხელმოცარული და “არავინ” ვიქნები. მეშინია რომ ცხოვრებას ასეთ არარაობაში გავლევ. ამ ყველაფერსაც რომ თავი გავანებოთ, აღარ შემიძლია ეს ყოველდღიურობა. ვგიჟდები. ცუდად ვარ. არანაირი გამოწვევები, არანაირი სიახლეები. მიშველეთ………………………………..

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 20-07-2025

გამარჯობა. ძალიან მიჭირს დაძინება (სამწუხაროდ, ორგანიზმი ამას მივაჩვიე). ვიძინებ გამთენიისას, 4-5-სკენ. საქმე ისაა, რომ ტელეფონის გადადებას რომ ვცდილობ და დაძინებას, მეფიქრება ნეგატიურ რაღაცებზე (სიკვდილზე, საყვარელი ადამიანების დაკარგვაზე და ა.შ.) შესაბამისად, ტელეფონი ხდება გამოსავალი და თუ არ ჩავრთე პოდკასტი ან რაიმე, სადაც ადამიანების ხმა არ მესმის, ისე ვერ ვიძინებ (თუმცა ამ შემთხვევაშიც მიჭირს გონების გათიშვა და დაძინება). ფაქტობრივად, მხოლოდ მაშინ მეძინება "ნორმალურად", როცა ორგაზმი გათიშვამდე მიმყავს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ვერ შევძლებ სიწყნარეში დაძინებას, როგორც უკვე აღვნიშნე. რა შეიძლება მოვიმოქმედო? როგორ გადავლახო ამდენი ფაქტორი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 11-07-2025

გამარჯობათ,ძალიან რთული პირობები შემექმნა,ვმუშაობ საღამოს რვიდან ღამის ოთხ საათამდე,სანამ დასაძინებლად ვწვები ხუთი ექვსის ნახევარი ხდება საათი,ვიღებ დანამატებს შილაჯიტს და ამინო აფთერ ლოადს,მოკლედ რაშია ჩემი პრობლემა,ვგრძნობ უზომო ენერგიას,და როცა ვწვები სულ იმაზე მეფიქრება რომ არ დამეძინება ეხლა მეთქი და მართლას მესამე ღამეა უკვე აღარ მძინავს,არ მიძინია საერთოდ,უკვე საშინელ დღეში ვარ,ხომ შეიძლება რომ დავიღალო ან მომეძინოს,რატო არ ხდება ასე?ძაან ვიტვირთავ თავს იქნებ დავიღალო და დამეძინოს მეთქი მაგრამ უარესი შედეგი მაქვს,ახლაც 6 სრულდება და წუთი არ მაქვს ნაძინი,მყავს ორსული ცოლი,ისიც მუშაობა ხოლმე,5 საათზე რომ დავწვები რვის თხუთმეტ წუთზე ვდგები და მიმყავს სამუშაოზე რომ არ იწვალოს,მერე გზაში ნახევარი საათი მინიმუმ მაინც მჭირდება,მოვდივარ მინდა გავაგრძელო ძილი მაგრამ უარესად მაწვება ენერგია და უძილობა,თავი მეწვის უკვე და მთელი სხეული დამძიმებული მაქვს,მაგრამ სამსახურში როცა გავდივარ ისევ უზომო ენერგიას ვგრძნობ და მაშინებს უკვე ეს ყველაფერი,დანამატების მიღებას შევაჩერებ,ან ორ დღეში ერთხელ მოვიღებ მაგრამ ძილს რავუშველო?შეიძლება აშვაგანდა ან რამე მსგავსი რომ.მივიღო?თან მეშინია დამოკიდებული არ გავხდე,დამეხმარეღ გთხოვთ,ამერია ყველაფერი,ტვინშიც და სხეულშიც,რამე წამალი მირჩიეთ,შარშან კეტილეპტს ვსვამდი მაგრამ მერე მთელი დღე ცუდად ვიყავი და აღარ მინდა კეტილეპტი,რამე ისეთი მირჩიეთ გთხოვთ რო მეუღლეს რო დავტივებ მერე დავლიო და უცებ რომ იმოქმედოს და ზაფხულის მერე ჩვეულებრივ რეჟიმში ჩავდგები და იმედია მომიწესრიგდება ყველაფერი.

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 13-06-2025

მოგესალმებით ვარ 27 წლის დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ჩემმა ძმამ მოიკლა თავი და მას მერე ხშირად მაწუხებს სუიციდალური აზრები.ბოლო რამდენიმე კვირაა განსაკუთრებით გამიძლიერდა ეგ აზრები რადგან ვიდეო ვნახე სადაც კაცი თავს იკლავდა ზოგადად ეგეთ ამებს რო ვიგებ უფრო მიმწვავდება სიტუაცია,ბოლო დღეებში ფაქტიურად მაგის მეტზე არაფერზე ვსაუბრობ ვგრძნობ სხეულის სიმხურვალეს და კანკალს მაქ შიში რო მეც სუიციდს ჩავიდენ რაც არ მინდა რელიგიური ფატორებიდან გამომდინარე და თან დედა მყავს ცოცხალი და არ მინდა ერთად ერთი შვილიც დაკარგოს ისეთ ადგილას ვცხოვრობ გამორიცხულია სპეციალისტის დახმარება და იქნებ მირჩიოთ რამე?ჩემი ძმის სიცოცხლეშიც მქონდა სხვადასხვა ფობიები და აკვიატებები მაგალითად ხელების იმდენად ხშირი ბანვა რო კანი გამომშრალი მქონდა და მსგავსი რაღაცეები

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 12-06-2025

არ ვიცი როგორ დავიწყო.ჩემს ქმარზე სულ იმას ვფიქრობ რომ არ უყვარვარ. არ არის აქტიური.მგონია ხან რომ ქალის სხეული არ მოწონს და კაცები იზიდავს.რადგან იყო სიტუაცია ბიჭი გამოიწვია თვალებით.ისე უყურებდა და მერე რომ ბედნიერწბისგან სულ იცინის და კარგ ხასიათზე დგება.მითხარით რომ ეს შეიძლება მკმეჩვენოს?მეუბნება რომ მეჩვენება.და ერთი შემთხვევა არ ყოფილა.იყო რამოდწნიმე.ჩემს სხეულს არ ეფერება ისე რომ მე ვიგრძნო ალერსი.რატომ ვჩერდები ასეთთან თუ ვიტანჯები?არ ვიცი ვერ ვამტკიცებ ჩემს ხედვას ან იქნებ მე მეჩვენება ზიგჯერ ეჭვი მეპარება.იქნება აკვიატებული მაქვს და მაგიტომ?რქტომ ხდწბა.ამ ფიქრებს იქამდე მივყავარ რომ სიცოცხლე არ მინდა.ერატ ფსიქოლოგთქნ გავიარე გასაუბრება და მან მირჩია დავშორებოდი და ცუდად გავხდი კაღამ ეს რომ მითხრა.ვერ ვდგამ ამ ნაბიჯს.მის დაკარგვას ასე ვიტტანჯო მირჩევნია ზოგჯერ მაგრამ დავიღალე.სულ ვეჩხუბები და მიზეზებს ვეუბნები რაც სინამდვილეში არის.მაგალითად ის რომ ბეჭედი არ მიყიდეს და ხელი არ მოვაწერეთ 2 წელია უკვე.რა გავაკეთო არ ვიცი.მითხქრიატ რამე გთხოვთ

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 19-03-2025
კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 28-11-2024

გამარჯობა. ბოლოს გკითხეთ რა გამეკეთებინა როგორ მოვქცეულიყავი რადგან 2ადამიანის მიმართ მქონდა გრძნობები.. უნდა გითხრათ რომ ადამიანი ვისთანაც ურთიერთობაში ვიმყოფებოდი, რამოდენიმეჯერ მიღალატა, იმას ვერასდროს გავიგებ ბოლომდე იყო თუ არა შეხვედრით და უფრო ახლო ურთიერთობით ღალატი, მაგრამ მინაწერები და ფლირტაობა ბევრჯერ ვუპოვე სხვა გოგოებთან.. და ყოველ ჯერზე იფიცებოდა რომ აღარ იზამდა, საბოლოოდ 1-2კვირის წინ დაამატა ორმა გოგომ ერთდროულად და ვიეჭვე რაღაცეები მაგრამ რათქმაუნდა უარყო..( სხვადასხვა ქალაქში ვიმყოფებით და ვერ ჩავეძიებოდი და უფრო ვერ გავიგებდი ამ ამბავს) ამიტომ არც მიჩხუბია არაფერი, მხოლოდ შენსას აგრძელებთქო ვუთხარი და აქეთ მომაწვა რომ ტყუილა უბრალოდ ვეჭვიანობ და რომ დაიღალა თურმე ჩემი ამ ,,ეჭვიანობებით" და მე ვიგონებ თითქოს რამეს.. საბოლოოდ დაშორება არ უნდოდა მაგრამ მე დავემშვიდობე და ვუთხარი რომ თავის ცხოვრებს მიხედოს და შემეშვას. 1კვირაა კონტაქტი აღარ გვაქვს. ვფიქრობ როგორც საჭიროა იმ დონეზე არ ვუყვარვარ და ვეღარც მაფასებს ალბათ რადგან ამდენჯერ ვაპატიე რამე, ჰგონია რომ ისევ დავუბრუნდები, რაც არმოხდება.. მეორე ადამიანს კი რაც შეეხება, არის საოცარი პიროვნება, დღეს იშვიათად თუ შევხვდებით მსგავს ადამიანს, ყველასგან განსხვავებულს და ჩამოყალიბებულს თუ რა უნდა ცხოვრებაში და რა მიზნები აქვს. მე კი თავს ვიდანაშაულებდი ამ ადამიანის მიმართ გრძნობების გაჩენის გამო მანამდე.. ახლა აღარ ვნანობ. კიდევ თუ მომცემთ რჩევებს იმ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ ავიცილო თავიდან ყველაფერზე დარდი, როცა შემომაწვება რამე, ნამდვილად მადლობელი ვიქნები <3 პრობლემა ის არის კიდევ რომ ეს ადამიანი ამერიკაში იმყოფება და რამოდენიმე წელი მოგვიწევს ცალცალკე ყოფნა.. მიჭირს ეხლა ასეთ რთულ სიტუაციაში ის რომ ამ ადამიანს პირისპირ ვერ ვნახულობ და ვერ ველაპარაკები. იქნებ მომცეთ რჩევები, როგორ აღვიდგინო წინა ურთიერთობის ღალატებისგან დანგრეული ჩემი მენტალური მდგომარეობა.. დიდი მადლობა წინასწარ❤️

კატეგორია - ფსიქოლოგია
თარიღი : 24-11-2024

-მოგესალმებიᲗ, არ ვიცი ფსიქოლოგი მესაᲭიროება Თუ ფსიქიატრი, Შინაგანად ცუდაᲗ ვგრᲫნობ Თავს.ხᲨირად გწერᲗ ხოლმე და საკმაოდ კარგ რᲩევებს ვიᲦებ Თქვენგან, რისიც მადლობელი ვარ.მოკლედ აგიხსნიᲗ Ჩემს სიტუაციას, ვცხოვრობ ანტალიაᲨი , ვარ აქ გაᲗხოვილი, ვარ 35 წლის და მყავს 2 წლის Შვილი, ცელქი, ჰიპერაქტიული ზედმეტადაც, საქმე იმაᲨია, Ჩემი Შვილის ქცევები მაᲦიზიანებს, ეს ყაზრო სირბილი,უაზრო მისი გაჯიუტება, უაზრო გაბრაზება, Ხან ᲗავᲨი იტყავს ხელებს რაც მაᲦიზიანებს, ადრეც ირტყავდა ,მერე ბაᲦᲨი მივიყვანეᲗ და გადაეᲩვია, ბაᲦᲨი კარგად ერᲗობოდა, ახლა მე არ ვმუᲨაობ სახლᲨი ვარ და ბაᲦიდან გამოვიყვანეᲗ( კერᲫო ბაᲦᲨი დაგვყვავდა) მოკლედ ნერვებს ვერ ვᲗოკავ და ვუყვირი, ყველაფერზე ვᲦიზიანდები,ვზრდიᲗ მხოლოდ მე და მეუᲦლე, მეუᲦლე მეხმარება, ეᲗამაᲨება ბავᲨვს მაგრამ Ჩვენც ასაკᲨი ვარᲗ მე 35 ის 37, დასვენება გვინდა ამ დროს უცელქესი ბავᲨვი გყვავს, მე სულ ცემაᲨი გამზარდა დედაᲩემმა და არ მინდა მეც ისეᲗი დედა ვიყო როგორც დედაᲩემი მაგრამ ვერ ვᲗოკავ Თავს, ვუყვირი ბავᲨვს,მინდება ხანდახან დავარტყა, გავგლიჯო არ ვიცი სიფსიხე მაწვება, მერე Ღრმად ვსუნᲗქავ და Თავს ვᲗოკავ მაგრამ Ძალიან ვუყვირი წყობიდან გამოვდივარ, რა გავაკეᲗო?არ მინდა ვუყვირო და მიᲗუმეტეს ვურტყა, გვურილის Ჩაის ვსვამ რომ დავმᲨვიდდე გᲗხოვᲗ მიᲗხრაᲗ ნევროზი მაქვს? Თუ უფრო რᲗულად მაქვს საქმე?

გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
კატეგორია : ფსიქოლოგია

გამარჯობა. მსურს პასუხის პასუხი გაგცეთ და სასაუბრო ჩავშალოთ ჩემს ბოლოს წინა კითხვაზე, სადაც ჩემი ცხოვრების ბექგრაუნდი გიამბეთ და რაზეც ძირითადად ქრონიკული დეპრესიის კვალიფიკაცია მომანიჭეთ. ამაზე მინდა გითხრათ და თქვენს პასუხსაც სიამოვნებით მოვითმენ. მე ვფიქრობ ლოგიკური, რომ ადამიანს დეპრესია ჰქოდეს, როცა არ აქვს ცხორება, არანაირი სიახლეები და ახალი გამოწვევბი, არანაირი განვითარება, არანაირი პასუხისმგებლობები, სრული კომფორტი, არანაირი მიზნები და მისწრაფებები. აბსოლიტურად არარეალიზებული. არანაირი სოციალიზაცია, არანაირი ახალი ურთიერთობები. მთელი დღე სახლში - ლოგიკურია, რომ ასეთი ცხოვრების ტიპის ადამიანს აუცილებლად ექნება დეპრესია. მაგრამ ამას წამლები უშველის განა? თქვენი რეკომენდაცია გამიწიეთ, რომ მიმემართა ფსიქოთერაპევტს და მიმეღო ანტიდეპრესანტები. მეკი ვფიქრობ, რომ ანტიდეპრესანტები არაა კავშირში პრობლემის მოგვარებასთან… პრობლემა მოგვარდება მაშინ როცა ის ყველაფერი ცოტაოდენო დოზით მაინც მექნება ცხოვრებაში რის დანაკლისსაც გამვიცდი და რეებიც ჩამოგითვალეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? გაძლებდით იმ ყველაფრის გარეშე თუნდაც 1 დღე? და კიდევ 1 და ძლიან მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ არმაქვს მოტივაცია რამე შევცვალო. მინდა, მაგრამ არ მაქვს მოტივაცია. ამას რაღა ვუყო? არანაირი დაძალება არ მეშმიძლია. თქვენ კი იმ წერილში მირჩევდით რა და რა უნდა მეკეთებინა ჩემი წილი პასუხისმებლობები, რომ ჩემი ცხოვრება თითოეულ პრიზმაში უკეთესობისკენ შეცვლილიყო, თუმცა “არ მინდა” მეზარება, უმოტივაციოდ ვარ და ამ დროს შანსი არაა ქმედითი ნაბიჯები გადავდგა. ვიდრემდის პასუხს გამცემთ, მონახეთ ჩემი ბოლოს წინა კითხვა. მადლობა

კატეგორია : ფსიქოლოგია

გამარჯობა. ძალიან მიჭირს დაძინება (სამწუხაროდ, ორგანიზმი ამას მივაჩვიე). ვიძინებ გამთენიისას, 4-5-სკენ. საქმე ისაა, რომ ტელეფონის გადადებას რომ ვცდილობ და დაძინებას, მეფიქრება ნეგატიურ რაღაცებზე (სიკვდილზე, საყვარელი ადამიანების დაკარგვაზე და ა.შ.) შესაბამისად, ტელეფონი ხდება გამოსავალი და თუ არ ჩავრთე პოდკასტი ან რაიმე, სადაც ადამიანების ხმა არ მესმის, ისე ვერ ვიძინებ (თუმცა ამ შემთხვევაშიც მიჭირს გონების გათიშვა და დაძინება). ფაქტობრივად, მხოლოდ მაშინ მეძინება "ნორმალურად", როცა ორგაზმი გათიშვამდე მიმყავს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ვერ შევძლებ სიწყნარეში დაძინებას, როგორც უკვე აღვნიშნე. რა შეიძლება მოვიმოქმედო? როგორ გადავლახო ამდენი ფაქტორი?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები