/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
-გამარჯობა. დედას (68 წლის) იღლიის ქვეშ მკერდის გვერდზე, მკლავებზე და ბარძაყზე ( უფრო უკან მხარეს), გაუჩნდა წითელი პატარა, გაბნეული ლაქები, რომლებიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ცხელი ზეთის შეშხეფების შედეგად დამწვარს. არ ექავება, არ სტკივა. პერიოდულად ზოგი იკეთებს ფუფხებს და იქერცლება. რა შეიძლება იყოს და იქნებ რაიმე მაზი მირჩიოთ. მადლობა წინასწარ. P.S. 2-3 კვირის წინ ბარძაყზე ჰქონდა პიტირიაზი, ისვამდა კასტელანს და სალიცილს. ზემოთხსენებული წითელი ლაქები ჰქონდა პიტირიაზამდე, მაგრამ ეხლა თითქოს შედარებით გამრავლდა.
-სავარაუდოდ ნაირფერი პიტირიაზია. ამ დროს ტანზე ჩნდება ოვალური, მრგვალი ფორმის ლაქები, ხან თეთრი, ხანაც ვარდისფერი ან ყავისფერი, ოდნავ შესამჩნევად აქერცლილი. ზოგჯერ ეს ლაქები ერთიანდებიან და ქმნიან უსწორმასწორო ფორმის ფიგურებს.
ინფორმაციისთვის! ნაირფერი პიტირიაზი კანის სოკოვანი დაავადებაა. ამიტომ, სამკურნალოდ, შესაბამისად, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ინიშნება: მალამო, კრემი, ლოსიონი და აეროზოლი.
თუ დაზიანების კერები დიდი არ არის ადგილობრივი სამკურნალო საშუალებებიც საკმარისია ხოლმე, დიდი კერების შემთხვევაში საჭირო ხდება მკურნალობაში შინაგანად მისაღები პრეპარატების ჩართვა. ამასთან, მკურნალობის დროს აუცილებელია ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება რეინფიცირება. აუცილებელია კანის სისუფთავე, თეთრეულის დეზინფექცია (გამოხარშვა და ცხელი უთოთი დაუთოება), რადგან ამ დაავადების გამომწვევი იბუდებს თეთრეულში. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ ეს დაავადება გადამდებია, ამიტომ უნდა გქონდეთ ინდივიდუალური საბანაო ღრუბელი (ქისა) და პირსახოცი.
პიტირიაზის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს მომატებულმა ოფლიანობამ, შინაგანი ორგანოებისა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ქრონიკულმა დაავადებებმა და სხვა ფაქტორებმა. ამიტომ პიტირიაზის დროს უნდა გამოირიცხოს ამ მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობა, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში უნდა გატარდეს სათანადო ღონისძიებები.
თვითმკურნალობა დაუშვებელია, ვინაიდან სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები სისტემური მოქმედების საკმაოდ ტოქსიკური პრეპარატებია, არასწორი მიღების შემთხვევაში მათ შესაძლოა ღვიძლისა და კუჭის დაზიანებაც კი გამოიწვიონ.
ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობას დერმატოლოგმა უნდა ადევნოს თვალყური; შესაბამისად, მკურნალობას საიტიდან ვერ დაგინიშნავთ.