/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
-გამარჯობა, მაქვს ბუნებრივი ფერის საშ.სიგრძის თმა (არ ვიღებავ) თუმცა მალე მიზიანდება და რთულად მეზრდება (მქონდა საკმაოდ გრძელი) მაქვს ბოლოჭამიები და გამომშრალი თმა... რა ვიტამინებია საჭირო რომ ჩემი თმა მალე გაიზარდოს და ასევე მაინტერესებს თმის მოვლის რუტინა თანმიმდევრობით ანუ რა პროდუქტი რის შემდეგ გამოვიყენო (ნიღაბი,შრატი,კონდიციონერი,ბალზამი) თითქმის ყველაფერს ვიყენებ მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვიღებ. რა ვუშველო დაზიანებულ და გამომშრალ თმას რომელიც თან ხსშრად მცვივა <3 ვარ 25 წლის, მადლობა
-თმის ღერის გაყოფის/ ასვე თმის ცვენის უხშირესი მიზეზი რკინადეფიციტური ანემიაა, ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი. ასევე, სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის გამოკვლევაც და თუ გამოვლინდა დარღვევა, მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
დაყოფილი თმის სამკურნალო საუკეთესო სალონურ პროდუქციას წარმოადგენს ე.წ. თმის წებო, რომელიც დაბანილი, მაგრამ მშრალი თმის ბოლოებზე უნდა წაისვათ. იგი აწებებს ორად გახსნილ წვერებს და შემდეგ ახორციელებს აღდგენით პროცესს. ეს წებო იხმარება ყოველ დაბანაზე (კვირაში 3-ჯერ), ეფექტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თმის სტრუქტურაზე. ამგვარი მკურნალობის კურსი საშუალოდ 1-2-3 კვირას შეადგენს.
ამგვარ თმის წებოს მრავალი ფირმა უშვებს და საკმაოდ ძვირად ღირებულია, ანუ ყველა ვერ მისცემს თავს მისი შეძენის უფლებას. მეორე გზა არის გაყოფილი თმის ბოლოების შეჭრა. გაყოფილი ბოლოების შეჭრა თმის დამოკლებას არ ნიშნავს, ამ დროს შორდება მხოლოდ დაზიანებული ბოლოები ანუ ხდება ე.წ. წვერის გახსნა.
კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც ქაცვის ექსტრაქტი შედის, თავის კანის ზედმეტ ცხიმიანობას შესანიშნავად უმკლავდება და თმის ბოლოების გაყოფასაც უშლის ხელს. ქაცვის წყალობით თმის დაზიანებული სტრუქტურაც აღდგება, თმა უფრო სქელი და ძლიერი ხდება. ქაცვის ზეთიანი შამპუნები და ბალზამები კვებავენ და იცავენ თმის ძირებს.
თუ არ გამოვლინდა ენდოკრინული დარღვევა და დამოუკიდებლადაც ვერ გაუმკვალვდით პრობლემას, მაშინ მიმართეთ დერმატოლოგ-ტრიქოლოგს.