/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
-მოგესალმებით..შესაძლებელია ასეთი რამ?.ქალს დაუდგინდა ფილტვის ადენოკარცინომა,მეტასტაზები გასულია ხერხემალში,გაიკეთა ოპერაცია.ხერხემლის 3 მალა ჰქონდა შეჭმული და ბეწვზე გადარჩა ინვალიდობას,.საქმე ის არის რომ ფილტვის სიმსივნის ნიშნები არაფერი არ აღენიშნება,არც სიცხე აქვს არც ქოშინი,არც ოფლიანობა,არც სუნთქვის უკმარისობა,საერთოდ არაფერი,რაიმე სიმპტომი ხომ უნდა ჰქონოდეს როცა მსგავსი დიაგნოზი დასვეს? და თუ საწყისი სიმსივნის ფილტვია თან ავთვისებიანი მაშ აქამდე ფილტვები აღარ უნდა ჰქონდეს,სანამ ხერხემალს შეჭამდა კიბო ჯერ ფილტვები დაზიანდებოდა პირველ რიგში ხომ ასეა?ეჭვი მეპარება რომ სწორი დიაგნოზი დასვეს..ჭამის მადაც აქვს ქალს წონაშიც დიდად არდაუკლია,ერთი თვის მანძილზე ისევ იგივე წონა აქვს,ამიხსენით რაშეიძლება ხდებოდეს
-მუშაობის ჩვენს რეჟიმში ამ თემაზე ზოგადი ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია:
ფილტვის კიბოს სიმპტომები დამოკიდებულია მის ტიპზე, ლოკალიზაციასა და გავრცელების გზებზე. ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია მუდმივი ხველა ანდა ქრონიკული ხველის შემთხვევაში მისი ხასიათის ცვლილება. ზოგიერთს უვითარდება სისხლიანი ხველა (ჰემოპტიზი), იშვიათად კიბოს ახასიათებს ჩაზრდა ახლომდებარე სისხლძარღვებში, რაც მძიმე სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს.
დამატებითი, არასპეციფიკური სიმპტომები მოიცავს: უმადობას, წონის კლებას, დაღლილობას, ტკივილს გულმკერდის არეში, სისუსტეს.
ფილტვის კიბო ასევე შესაძლოა გავრცელდეს სისხლძარღვების მეშვეობით სხეულის სხვა ნაწილებში, უფრო ხშირად ღვიძლში, თავის ტვინში, თირკმელზედა ჯირკვალში, ზურგის ტვინში ან ძვლებში.
კიბოს გავრცელება დაავადების დაწყებიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში შეიძლება მოხდეს, რაც უპირატესად წვრილუჯრედოვან კიბოს ახასიათებს. სიმპტომები, როგორიც არის ცნობიერების დარღვევა, თავის ტკივილი, ძვლების ტკივილი –ზოგჯერ ვითარდება უფრო ადრე, ვიდრე ფილტვის რაიმე სახის პრობლემა იჩენდეს თავს, რაც კიდევ უფრო ართულებს დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობას.
დიაგნოსტიკისთვის პირველ ეტაპზე ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა. იგი იძლევა სიმსივნური პროცესების უმეტესობის გამოვლენის შესაძლებლობას. შემდეგ ეტაპზე იგეგმება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT).
ახალი ტექნოლოგიური მიღწევები: პოსიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) და სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია –იძლევა მცირე ზომის სიმსივნეების დიაგნოსტირების გაუმჯობესების საშუალებას.
ონკოლოგები ხშირად იყენებენ PET-CT-ს რაც აერთიანებს ორ კვლევას –PET-ს და CT-ს ერთ აპარატში. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული მეთოდებით მიღებული მონაცემები არასაკმარისია, მიმართავენ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRT).
დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება ფილტვის დაზიანებული ქსოვილის მიკროსკოპული კვლევა. იშვიათად დიაგნოსტირებისთვის საკმარის სურათს ნახველის შესწავლა იძლევა (ნახველის ციტოლოგია).