/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტრავმატოლოგია

პათოლოგიური მოტეხილობა

პათოლოგიური მოტეხილობა
გვესაუბრება გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი, ტრავმატოლოგი ზურაბ ლომიძე. - როდის ითვლება მოტეხილობა პათოლოგიურად და რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი მოტეხილობისგან?

- მოგეხსენებათ, ჩვეულებრივი მოტეხილობა ჯანსაღი ძვლის მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანების შედეგია. მისგან განსხვავებით, პათოლოგიურია მოტეხილობა, რომელიც მცირე ტრავმის შედეგად ან სპონტანურად (თავისთავად) ვითარდება. ის ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. წესისამებრ, პათოლოგიური მოტეხილობა ვითარდება ძვალში, რომელიც უკვე დაზიანებულია პათოლოგიური პროცესით - ოსტეოპოროზით, ძვლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნით ან სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეთა მეტასტაზებით. გარდა ამისა, პათოლოგიური მოტეხილობა შეიძლება იყოს ამა თუ იმ გენეტიკური პათოლოგიის, ჰორმონული დარღვევის, ვიტამინების დეფიციტისა თუ ძვლის ტვინის დაავადების განსაკუთრებით ადრეული გამოვლინება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოტეხილობა ვითარდება ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როდესაც ჩამოთვლილ დაავადებათა კლინიკური სურათი სრულად არ არის გაშლილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პათოლოგიური მოტეხილობა დაავადების პირველი სიმპტომია. ამის გამო პათოლოგიური მოტეხილობის შემთხვევაში ტრავმატოლოგები ყოველთვის ითვალისწინებენ მთელი რიგი პათოლოგიის მსგავსი გამოვლინების შესაძლებლობას და სათანადო სადიაგნოსტიკო კვლევებს გეგმავენ.

- როდის ჩნდება პათოლოგიური მოტეხილობის რისკი?

- იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებმაც შეიძლება პათოლოგიური მოტეხილობა გამოიწვიონ, საკმაოდ ვრცელია, თუმცა პირველ რიგში მაინც ოსტეოპოროზი უნდა დავასახელოთ. ამ დროს ძვალი მყიფეა და მოტეხილობისკენ არის მიდრეკილი. ოსტეოპოროზით გამოწვეული მოტეხილობა უმთავრესად ასაკოვან ქალებს შორის გვხვდება. როგორც უკვე მოგახსენეთ, პათოლოგიური მოტეხილობა ხშირია ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეებით ძვლის დაზიანების დროსაც. პათოლოგიური მოტეხილობის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს ნეიროგენული დისტროფიული პროცესები, მაგალითად, სირინგომიელია. პათოლოგიური მოტეხილობა ვითარდება პეჯეტის დაავადების შემთხვევაშიც. ეს არის პათოლოგია, რომლის დროსაც დარღვეულია ძვლის რემოდელირების პროცესი ანუ ნორმალური თანაფარდობა ძვლის წარმოქმნასა და რეზორბციას შორის. შედეგად ვითარდება ძვლების დეფორმაცია და მოტეხილობისკენ მიდრეკილება. დაავადება უმთავრესად ხანში შესულებს შორის გვხვდება. პათოლოგიური მოტეხილობის კიდევ ერთი მიზეზია ჰიპერპარათირეოიდიზმი - მდგომარეობა, როდესაც მომატებულია ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონის სეკრეცია. ამ დროს ვითარდება ჰიპერპარათირეოიდული ოსტეოდისტროფია. გარდა აღნიშნულისა, პათოლოგიური მოტეხილობის მიზეზად შეიძლება იქცეს დაუსრულებელი ოსტეოგენეზი და ძვლების სისტემური დაავადებაც, შედარებით იშვიათად - ძვლის ანთებითი დაავადებები, ოსტეომიელიტი, ტუბერკულოზი.

- განსხვავდება თუ არა პათოლოგიური მოტეხილობა ბანალური ტრავმული მოტეხილობისგან კლინიკური გამოვლინებით? უმეტესად სად არის ლოკალიზებული ასეთი მოტეხილობა?

- თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ პათოლოგიური მოტეხილობის რიგ შემთხვევაში აშკარაა ძირითადი დაავადების სიმპტომები, თავად მოტეხილობის გამოვლინება ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი ტრავმული მოტეხილობისა. თავს იჩენს მოტეხილობისთვის დამახასიათებელი ისეთი შეფარდებითი სიმპტომები, როგორიც არის ტკივილი, მოტეხილობის არის შეშუპება, ჰემატომა (სისხლჩაქცევა), დაზიანებული კიდურის ფუნქციის დარღვევა და მოტეხილობის აბსოლუტური სიმპტომები - კიდურის უჩვეულო მდებარეობა, მოტეხილი ფრაგმენტების პათოლოგიური მოძრაობა, კრეპიტაცია (თავისებური ხმიანობა). ღია მოტეხილობის დროს ჭრილობაში ჩანს ძვლის ნაწილები. პათოლოგიური მოტეხილობის ლოკალიზაცია გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. კომპრესიული (ზეწოლის შედეგად განვითარებული) მოტეხილობა უმეტესად ხერხემლის გულმკერდის XI-XII მალებისა და წელის I მალის სხეულზე ვითარდება, ოსტეოპოროზის დროს კი ბარძაყის ყელის არეში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, ოჯახის წევრმა მოიტეხა ხელი მას მერე დიდი დრო გავიდა და აქ ხელის მოძრაობა შეზღუდული ტკივილრბი წვა და მგრძნობელობის დაკარგვა 3 წელია ასეა უკვე ვიყავით სხვადასხვა ექიმთან და ზოგადად გვითხრეს კარპალური არხის სინდრომი თუმცა რამე სერიოზულ ივლევებს არ ემყარებოდა ეს პასუხი, ერთმა ექიმმა უარი თქვა ოპერაციაზე რისკიაო შეიძლება უფრო დაზიანდესო და საერთოდ ეგეც დაკარგო რაც გაქო, ახლა წლების მერე გრძნობს თითებთან რაღაცს თითქოს ძვლის ნატეხია და ნეკა თითის წინა თითთან გაჩერებულია როდესაც თავის დროზე რედგენი გადაიღო ტრამვატოლოგმა უთხრა პატარა ნატეხია ის ივლის და გაჩერდება ხელზეო და შემდგომ ოპერაციით შეიძლება ამოღებაო, შეიძლება ეს ნატეხი იწვევდეს ამ ყველაფერს და არ იყოს კარპალური არხის სინდრომი?</p>

- რის საფუძველზე ვარაუდობს ექიმი პათოლოგიური მოტეხილობის არსებობას? როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?

- ყოველთვის, როცა მოტეხილობა მცირე ტრავმას მოსდევს ან თავისთავად, ტრავმის გარეშე ვითარდება, ექიმი პათოლოგიურ მოტეხილობას ვარაუდობს. რიგ შემთხვევაში მოტეხილობას შესაძლოა წინ უძღოდეს ტკივილი და დისკომფორტი იმ არეში, სადაც შემდგომ მოტეხილობა განვითარდება. გარდა ამისა, როდესაც ცნობილია, რომ პაციენტს აქვს დაავადება, რომლის დროსაც დიდია პათოლოგიური მოტეხილობის განვითარების რისკი, მოტეხილობის შემთხვევაში ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს ძირითად დაავადებასთან მის შესაძლო კავშირს. პათოლოგიური მოტეხილობის შემთხვევაში დიაგნოსტიკა ორ მომენტს მოიცავს: თავად მოტეხილობის არსებობის დადგენას და მისი გამომწვევი დაავადების დაზუსტებას. მოტეხილობის არსებობა-არარსებობის დასადგენად რენტგენოგრაფიას მიმართავენ. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მოტეხილობის დადასტურების შემდეგ რენტგენოგრაფიას იმეორებენ თვეში ერთხელ დაზიანებული ძვლის კონსოლიდაციის პროცესის გასაკონტროლებლად. საპასუხისმგებლო მომენტია პათოლოგიური მოტეხილობის გამომწვევი დაავადების დადგენა, რისთვისაც შესაძლოა საჭირო გახდეს სხვადასხვა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევის ჩატარება. ზოგჯერ პათოლოგიური მოტეხილობის გამომწვევი პროცესის ბუნების დასადგენად საჭიროა ბიოფსია.

ასევე დაგაინტერესებთ
მოტეხილობა, ამოვარდნილობა, დაჭიმულობა - როდის როგორ მოვიქცეთ

- როგორია მკურნალობის ტაქტიკა პათოლოგიური მოტეხილობის დროს? განსხვავდება თუ არა პათოლოგიურ და ჩვეულებრივ ტრავმულ მოტეხილობათა მკურნალობის ხანგრძლივობა?

- პათოლოგიური მოტეხილობის შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა არ განსხვავდება ჩვეულებრივი ტრავმული მოტეხილობის მკურნალობისგან. ის ძირითადად კონსერვატიულია, გულისხმობს იმობილიზაციას. შეხორცება, წესისამებრ, იმდენივე ხანს მიმდინარეობს, რამდენ ხანსაც ტრავმული მოტეხილობის დროს. ბუნებრივია, ეს არ ეხება ძვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ან ძვლის მეტასტაზური დაზიანების გამო განვითარებულ მოტეხილობებს. ბოლო დროს აქტიურად გამოიყენება ოპერაციული მკურნალობის მეთოდებიც - ოსტეოსინთეზი და ენდოპროთეზირება. თავად მოტეხილობის მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი გამომწვევი პათოლოგიის მკურნალობაც. ძირითადი დაავადების სათანადო მკურნალობა აუცილებელია, აღნიშნულის გარეშე მხოლოდ მოტეხილობის მკურნალობა უშედეგო იქნება.

- რას ურჩევდით პაციენტებს პათოლოგიური მოტეხილობის თავიდან ასაცილებლად?

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის შესრულება, რომელსაც ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის იძლევიან სპეციალისტები. საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სწორი კვება ნებისმიერი პათოლოგიის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ დაავადებების დროული, პროფილაქტიკური დიაგნოსტიკა, რომლებმაც შეიძლება პათოლოგიური მოტეხილობა გამოიწვიონ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პათოლოგიური მოტეხილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები