საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის დაქვეითება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის დაქვეითება

რა იწვევს ან რა უწყობს ხელს?

  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • გადატანილი ინფექციები;
  • გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
  • ნიკოტინი, ალკოჰოლი;
  • ორსულობა, მშობიარობა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • სკოლიოზი;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი.

რა ხდება ამ დროს?

მალათაშუა დისკოს დაზიანება ხერხემლის არასტაბილურობას იწვევს. პასუხად ორგანიზმი რთავს თავდაცვით მექანიზმს და ხერხემლის მალის შუაში მდებარე იოგის კალციფიცირებას იწყებს. ამის შედეგად ხერხემლის სტაბილურობა აღდგება. ამ პროცესს ხალხში მარილების დაგროვებას უწოდებენ. წანაზარდი, რომელიც მარილის გროვად მიაჩნიათ, სინამდვილეში კალციფიცირებული იოგია. ის არც ნერვს აზიანებს და არც ზურგის ტვინს, ამიტომ არც ტკივილს იწვევს და არც რომელიმე სხვა კლინიკურ ნიშანს.

წელის მალათაშუა დისკოს დაზიანება

ზოგჯერ დისკოს დაზიანებას ხერხემლის კუნთის სისუსტეც ერთვის. ამის გამოც ვერ ხერხდება ხერხემლის სტაბილიზაცია. ასეთ პირობებში სულ მცირე ფიზიკურმა დატვირთვამაც კი (დაცემინება, გაჭინთვა, უხერხული მოძრაობა) შეიძლება მალის მალაზე დარტყმა და მათ შორის არსებული დისკოს მთლიანობის დარღვევა გამოიწვიოს. დისკოს ირგვლივ არის ფიბროზული რგოლი, რომლის ცენტრში მოთავსებულია პულპოზა, ანუ ბირთვი. იგი არაჟნისებური ნივთიერებაა. ფიბროზული რგოლის დაზიანებისას ეს `არაჟანი~ დისკოს საპროექციო არიდან გამოდის (დისკოს თიაქარი, ხალხში დისკოზის სახელითაც იცნობენ). ასეთი რამ უმეტესად წელის მალებს ემართება, რადგან ყველაზე დიდი დატვირთვა ამ მიდამოზე მოდის, თანაც იგი მოძრავია, ამასთანავე, დისკოები დიდია და მათი დაზიანების ალბათობაც მეტია. გავრცელებით მეორე ადგილი უკავია კისრის მალების ოსტეოქონდროზს. გულმკერდის მალებში კი ეს პროცესი ძალიან იშვიათად ვითარდება, რადგან ისინი ნეკნებითა და მკერდის ძვლით არის ფიქსირებული. ხშირად დისკოს საპროექციო არიდან გამოსული ფრაგმენტი აწვება ზურგის ტვინს და წელის მიდამოში ტკივილს იწვევს. ზურგის ტვინიდან ტოტებივით გამოდის ნერვები და ქვედა კიდურებისკენ მიემართება. თუ გამოწეული ფრაგმენტი ნერვს მიაწვა, ფეხის ტკივილი აღმოცენდება. ტკივილის მიზეზია მექანიკური კონფლიქტი დისკოსა და ნერვულ დაბოლოებას შორის. ნერვის ოდნავი შეხებაც კი ტკივილს იწვევს. ეს შეგრძნება ძალზე შემაწუხებელია, მაგრამ ექიმებს მისი ნაკლებად ეშინიათ. თუ დისკოს ფრაგმენტი უფრო მეტად მიაწვა ნერვს, საინერვაციო მიდამო დაბუჟდება, ანუ მოხდება მგრძნობელობის დაქვეითება ან გაუკუღმართება. დაბუჟება ავადმყოფს არ აშინებს. სინამდვილეში ამ დროს პროცესი უფრო შორს არის წასული და სამკურნალოდაც უფრო რთულია.

კისრის მალათაშუა დისკოს დაზიანება

კისრის მიდამოს ოსტეოქონდროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. Mმას ხშირად ერთვის ტკივილის სინდრომიც. კისრის სეგმენტი ხერხემლის სვეტის ყველაზე მოძრავი ნაწილია, რაც დამატებითი რისკის ფაქტორია დისტროფიულ-დეგენერაციული დაავადებისთვის. ავადმყოფი უჩივის: ტკივილს კისერსა და ზედა კიდურებში, მგრძნობელობის შეცვლას, რეფლექსების ასიმეტრიას, მოძრაობის შეზღუდვას და ა.შ.  შორსწასულ შემთხვევებში მოსალოდნელია სიარულის გაძნელება, პრობლემები ქვედა კიდურებისა და მცირე მენჯის ორგანოების მხრივ. ამ დროს ოპერაციული ჩარევაა საჭირო.

გულმკერდის მალათაშუა დისკოს დაზიანება

გულმკერდის მიდამოში მდგომარეობა შედარებით უკეთესია. საქმე ის არის, რომ გულმკერდის სეგმენტი ხერხემლის სვეტის ყველაზე სტაბილური ნაწილია - მას ნეკნები და მკერდის ძვალი აკავებს. ამიტომ ამ სეგმენტში ტკივილები ყოველთვის ნაკლებია.

რა შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოქონდროზმა?

  • ტკივილის ინტენსივობისა და დაბუჟების მატება;
  • სტეპაჟი, ანუ ტერფის ჩამოვარდნა;
  • მცირე მენჯის ორგანოების ფუნქციათა (შარდვა, დეფეკაცია, სასქესო ორგანოთა ფუნქციები) დარღვევა;
  • შესაძლოა, ნერვს აწვებოდეს დისკოს იმდენად დიდი ფრაგმენტი, რომ დაბლოკოს იგი და ადამიანმა მოძრაობა ვეღარ შეძლოს.

როგორ იკვლევენ

აუცილებელია რენტგენოლოგიური და კლინიკური (ხელით გასინჯვა, ტესტები) გამოკვლევის ჩატარება, ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას კი მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა იძლევა.

რას გულისხმობს მკურნალობა დაჭიმვა

დისკოს დაზიანებისას მალებს შორის მანძილი შემცირებულია, ამიტომ ავადმყოფს წყალქვეშა დაჭიმვას სთავაზობენ. ამ დროს იქმნება უარყოფითი წნევა და გამოვარდნილი დისკო, მართალია, ვერ იკავებს ზუსტად კუთვნილ ადგილს, მაგრამ საკმარისია, სულ მცირე მანძილით მაინც მოშორდეს ნერვულ დაბოლოებებს, რომ ავადმყოფი უდიდეს შვებას გრძნობს. ეს მეთოდი ძალზე ეფექტურია ტკივილის მოსახსნელად, მაგრამ გაუმჯობესებული მდგომარეობა პაციენტმა უნდა შეინარჩუნოს მუდმივი ვარჯიშით, რომლებიც კუნთების გაძლიერებისკენ არის მიმართული.


ვარჯიშები

პაციენტს ვარჯიშებს ექიმი ურჩევს და მათი შესრულების ტექნიკას ასწავლის. არასწორად შესრულებული ვარჯიში არათუ არ გვარგებს, შესაძლოა გვავნოს კიდეც. ოსტეოქონდროზისა და დისკოს დაზიანების დროს შესასრულებელ ვარჯიშებს არავითარი ტრენაჟორი თუ სპორტული დარბაზი არ სჭირდება, ისინი სახლში უნდა შეასრულოს ავადმყოფმა. ეს მკურნალობა ძალიან იაფია, მაგარამ დიდ ნებისყოფას მოითხოვს.

როდის მიმართავენ მასაჟს

მანუალური თერაპიის (წერტილოვანი მასაჟის) მიზანი, ისევე როგორც წყალქვეშა დაჭიმვისა, დისკოს ფრაგმენტის ნერვიდან მოშორებაა. მდგომარეობის შესანარჩუნებლად ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ცურვა და ვარჯიში. ზოგიერთი მანუალისტი ამტკიცებს, რომ დისკოს ხელით შეიგრძნობს და ხერხემლის სვეტში მისი ჩაბრუნება შეუძლია. ეს აბსურდია. დისკოს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ ხელით მისი შეგრძნება შეუძლებელია. მანუალისტი შეიგრძნობს მხოლოდ მალის წვეტიან მორჩს, რაც დისკო არ არის.

რომელი მედიკამენტები ინიშნება?

მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ პაციენტს ვარჯიშის საშუალება მიეცეს.

პაციენტის სამახსოვრო

მთავარია ძლიერი კუნთოვანი კორსეტისა და სწორი ჩვევების ჩამოყალიბება. კერძოდ, უნდა ვიცოდეთ ჯდომა, მანქანის მართვა, სიმძიმეების აწევ-დაწევა და სხვა.

  • წინ წახრით, დამგველის პოზაში, მძიმე ტვირთის აწევა არ შეიძლება. თუ ასეთი ნივთის აწევა მოგვიხდა, მუხლებში უნდა ჩავიკეცოთ, ტვირთს ხელი მოვკიდოთ და ტვირთიანად ავდგეთ. ამავე პოზაში დიდხანს მუშაობა, მაგალითად, იატაკის დაგვა, არ არის რეკომენდებული.
  • მაქანაში სავარძელი საჭესთან ახლოს უნდა იყოს მიწეული. სასურველია პატარა ბალიშზე ჯდომა.
  • თაროდან მძიმე ნივთის ჩამოღებისას კი არ უნდა გავიჭიმოთ, არამედ სკამზე შევდგეთ და ტვირთი ისე ჩამოვიღოთ.
  • არ შეიძლება მძიმე ნივთის აღება, მხოლოდ კორპუსით მიბრუნება და გვერდზე ისე გადადება - აუცილებლად მთელი ტანით უნდა შევბრუნდეთ.
  • სკამზე ფეხიფეხზე გადადებული ჯდომა, ასევე - ჩავარდნილ სავარძელში ჯდომა სასურველი არ არის. უნდა დავსხდეთ ღრმად და მივეყრდნოთ საზურგეს.
  • ხანგრძლივი ჯდომითი სამუშაოს შესრულების დროს სასურველია, ტერფები ოდნავ მაღლა მოვათავსოთ, ისე, რომ მუხლები მენჯ-ბარძაყის ზემოთ აღმოჩნდეს.

როგორ ვიკვებოთ?

დიეტა მნიშვნელოვანია მხოლოდ წონის დასაკლებად ან შესანარჩუნებლად. სხვა მხრივ ის საჭირო არ არის.

აუცილებელია თუ არა ოპერაცია?

თუ არ დასტურდება სტეპაჟი, არ არის დარღვეული მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციები, განურჩევლად ტკივილის ინტენსივობისა, 6 თვის განმავლობაში ტარდება კონსერვატიული მკურნალობა. თუ მკურნალობის ეს მეთოდი უშედეგო აღმოჩნდა, დგება ოპერაციული ჩარევის საკითხი. ოპერაციის დროს ნერვს აცილებენ დისკოს იმ ფრაგმენტს, რომელიც გამოვარდნილია ხერხემლის სვეტიდან და ნერვის დაბოლოებას აწვება. გახსოვდეთ: წელის ტკივილი ყოველთვის არ ნიშნავს დისკოს დაზიანებას. თუ ტკივილის შეგრძნება თავს იჩენს მძიმე ტვირთის აწევის შემდეგ ან აქვს ქრონიკული ხასიათი, ამ შემთხვევაში დისკოს დაზიანებაა საფიქრებელი. ოპერაციის თავიდან აცილების მიზნით სასურველია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.


როგორ ავიცილოთ თავიდან?

ოსტეოქონდროზისა და დისკოს დაზიანების პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ვარჯიში და ცურვა. ოსტეოართროზი ოსტეოართროზი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დისტროფიული (დეგენერაციული) დაავადებაა. მას საფუძვლად უდევს ხრტილის პირველადი დისტროფია, შემდეგომ - სასახსრე ზედაპირის ცვლილებები და ოსტეოფიტების წარმოქმნა (ძვლის შემოფარგლული პათოლოგიური ზრდა), რასაც სახსრის დეფორმაცია მოჰყვება. ოსტეოართროზი ყველაზე გავრცელებული რევმატული დაავადებაა - შემთხვევათა საერთო ოდენობის 60-70%-ს შეადგენს. ოსტეოართროზი აქვს მსოფლიოს მოსახლეობის 4,5-25%-ს. საქართველოში იგი 10-20%-ში გვხვდება, უმთავრესად - ქალებში. დაავადებას ქრონიკული ხასიათი აქვს და არცთუ იშვიათად დროებით შრომისუუნარობას და ადრეულ ინვალიდობას იწვევს. იმის მიხედვით, რომელი სახსარია დაზიანებული, განასხვავებენ:

  • მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზს - კოქსართროზს;
  • მუხლის სახსრის ოსტეოართროზს - გონართროზს;
  • იდაყვის სახსრის ოსტეოართროზს - ომართროზს;
  • ხელის მტევნის ნებ-ფალანგის სახსრის ოსტეოართროზს - რიზართროზს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს სახსარში დისტროფიული ცვლილებები?

სახსრის დისტროფიულ ცვლილებებს მრავალი მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირად მას იწვევს:

  • სახსრის ფუნქციური გადატვირთვა - ჭარბი პროფესიული, სპორტული, ყოფითი დატვირთვა;
  • სასახსრე ხრტილის სისტემური მიკროტრავმები;
  • ჩონჩხის თანდაყოლილი დისპლაზიები და სტატიკის დარღვევა - სკოლიოზი, ბრტყელტერფიანობა და სხვა, რაც, წესისამებრ, ცვლის სასახსრე ზედაპირების კონგრუენტულობას;
  • სახსრის ტრავმა;
  • სიმსუქნე.

კოქსართროზი

კოქსართროზი საკმაოდ გავრცელებული დაავადება და ოსტეოართროზის ყველაზე მძიმედ მიმდინარე ფორმაა. უმთავრესად ქალებს ემართებათ და კლიმაქსურ პერიოდს ემთხვევა. დაავადება თანდათან იწყება, მენჯ-ბარძაყის სახსრის ჯერ უმნიშვნელო, მონაცვლეობითი, ხოლო შემდგომ ინტენსიური ტკივილით. მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელი ოსტეოართროზის მთავარი სიმპტომები, რომლებიც პაციენტს ექიმთან მისვლას აიძულებს, არის ტკივილი, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა და კოჭლობა. ეს სიმპტომები სხვადასხვა პაციენტს სხვადასხვაგვარად აწუხებს. კოქსართროზით დაავადებულს უჭირს ფეხსაცმლის თასმების შეკვრა, სკამიდან წამოდგმა, ჩაკუზვა... ტკივილი ძლიერდება მოსვენების შემდეგ აქტიურ მდგომარეობაში გადასვლისას, ხოლო გახურების შემდეგ მცირდება. მისი ინტენსივობა იმატებს, როცა ადამიანი დიდხანს დგას ფეხზე ან დადის. მცირდება დასვენების შემდეგ. ზოგჯერ ოსტეოართროზი გამოვლინდება კოჭლობით, რომელიც შესაძლოა მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილით, სახსრის დეფორმაციის გამო კიდურის დამოკლებითა და კონტრაქტურის განვითარებით, კუნთების სისუსტით იყოს გამოწვეული. თავდაპირველად იზღუდება ბარძაყის შიგნითა როტაცია და განზიდვა, შემდეგ - გარეთა როტაცია და მოზიდვა. კიდური მოკლდება და პაციენტი კოჭლობას იწყებს. ორმხრივი კოქსართროზისთვის დამახასიათებელია იხვისებური სიარული. ვითარდება კუნთების ატროფია.

როგორ სვამენ დიაგნოზს?

კოქსართროზის დიაგნოსტიკა საკმაოდ ადვილია რენტგენოლოგიური გამოკვლევით: სურათზე ჩანს სახსრის ნაპრალის შევიწროება, ძვლის სტრუქტურის შეცვლა (სკლეროზი, ძვლოვანი წარმონაქმნები) და სხვა.

როგორ მკურნალობენ?

ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული კომპლექსური კონსერვატიული თერაპია კოქსართროზის ეფექტური მკურნალობის საფუძველია. ქირურგიული ჩარევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. პაციენტის უსუსურობა, ტკივილის მუდმივობა, შრომის უნარის დაკარგვა და კონსერვატიული მკურნალობის სრული უშედეგობა ოპერაციული ჩარევის პირდაპირი ჩვენებაა. კოქსართროზის კონსერვატიული მკურნალობის მთავარი მიზანია დისტროფიული პროცესის შეჩერება, ხრტილის მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, რეაქტიული სინოვიტის ლიკვიდაცია და სახსრის ფუნქციური შესაძლებლობის გაზრდა.

რით მკურნალობენ?

  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით: დიკლოფენაკით, ინდომეტაცინი, პიროქსიკამით, ბრუფენით, კეტოპროფენით, მოვალისით... მათი მიღება რეკომენდებულია სახსრის რეაქტიული ანთების პერიოდში. ისინი ხსნიან ტკივილს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შეუძლიათ დაავადების მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა; ერევიან მხოლოდ ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა ანთება, ტკივილი და შეშუპება.
  • მიორელაქსანტებით - მიდოკალმით, სირდალუდით. ეს პრეპარატები ადუნებს კუნთებს, ამის კვალობაზე, ხსნის კოქსართროზის დროს კუნთების სპაზმით გამოწვეულ ტკივილს და გარკვეულწილად აუმჯობესებს სახსარში სისხლის მიმოქცევას.
  • ქონდროპროტექტორებით, ხრტილის აღმდგენი პრეპარატებით - გლუკოზამინით, ქონდროიტინის სულფატით, რუმალონით, დონათი, სტრუქტუმით, არტეპარონით. ესენი კოქსართროზის სამკურნალო ყველაზე ეფექტური საშუალებები გახლავთ. მათი ძალა იმაშია, რომ ხელს უწყობენ ხრტილის აღდგენას. სამწუხაროდ, ქონდროპროტექტორები ძალინ ნელა ამცირებენ უკვე არსებული ტკივილის ინტენსივობას, სამაგიეროდ, რეგულარული მიღების შემთხვევაში ხელს უშლიან ტკივილის აღმოცენებას. ამ საშუალებებს უკუჩვენება თითქმის არ გააჩნია (ერთადერთი უკუჩვენებაა ორსულობა და პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა), მაგრამ, როგორც ითქვა, ეფექტის მისაღწევად დროა საჭირო.
  • ჰორმონული პრეპარატების - კენალოგის, მეთილპრედის, ჰიდროკორტიზონის - სახსარშიგა ინექციებით.

კონსერვატული მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია ცურვა.

რა ადგილი უკავია მკურნალობაში ფიზიოთერაპიასა და დიეტას?

კოქსართროზის დროს ფიზიოთერაპიული პროცედურების დადებითი ეფექტი ემყარება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კუნთების სპაზმის მოხსნას. ასეთი საშუალებებიდან ყველაზე ეფექტურია ლაზეროთერაპია, კრიოთერაპია და მასაჟი. დღესდღეობით კავშირი კოქსართროზსა და კვებას შორის არ არის აღმოჩენილი, ამიტომ ამ დაავადების დროს სპეციალურ დიეტას არ ურჩევენ. ერთადერთი რეკომენდაციაა წონის დაკლება, რათა შემცირდეს სახსრის დატვირთვა სიარულის დროს.


რამდენად ეფექტურია ქირურგიული ჩარევა?

ამჟამად კოქსართროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ გზად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება. წარმატების შემთხვევაში ქრება ტკივილი, მოძრაობის ფუნქცია აღდგება და პაციენტი გაცილებით უკეთ ხდება. ამჟამად მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება ხორციელდება სხვადასხვა სახის ენდოპროთეზებით, რომელთა უმრავლესობას ჩვენი ქვეყნის კლინიკებში წარმატებით იყენებენ.

მიასთენია

მიასთენია აუტოიმუნური ნერვკუნთოვანი დაავადებაა, რომელსაც კუნთების პათოლოგიური სისუსტე და გადაღლა ახასიათებს. მიასთენია ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ უმეტესად 16-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებს ემართებათ. ქალები მამაკაცებზე 3-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადებას ახასიათებს კუნთების სისუსტისა და კუნთების პათოლოგიური გადაღლის სინდრომის შეუღლება, რაც პარეზის ან დამბლის მიზეზად იქცევა. პრობლემა ნებისმიერ კუნთს შეიძლება შეექმნას. მაგალითად, დაზიანდეს ყველა განივზოლიანი კუნთი ან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი. არსებობს მიასთენიის ლოკალური ფორმებიც. კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, რომელი კუნთები ჩაერთვება პათოლოგიურ პროცესში. პროცესში ყველაზე ადრე თვალის კუნთები ერთვება, ამიტომ დაავადება უმეტესად იწყება ზემოთა ქუთუთოების დაშვებით - ფთოზით. ხშირად ფთოზი ასიმეტრიულია და დღის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით ვლინდება. კერძოდ, ძლიერდება საღამოობით, ასევე - თვალების ხშირი ხამხამისა და მხედველობის ხანგრძლივი ფიქსაციის (ერთ წერტილზე შეჩერების) დროს. გარდა ფთოზისა, მოსალოდნელია დიპლოპია (მხედველობის გაორება) და თვალის კაკლის ორგანული მოძრაობები, საბოლოოდ კი საქმე შეიძლება სრულ გარეთა ოფთალმოპლეგიამდე (თვალის მამოძრავებელი კუნთების ერთი ან რამდენიმე ნერვის ერთდროულ დამბლამდე) მივიდეს. იშვიათად თავს იჩენს თვალების ადვილად დაღლა, რაც კუნთების სისუტესა და გადაღლასთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ ვითარდება მიასთენიური ნისტაგმი (თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობები), რომლებიც ძლიერდება თვალის კაკლების განმეორებითი მოძრაობის შემდეგ. მიასთენიის დროს თავს იჩენს მიმიკური, საფეთქლის, საღეჭი კუნთების სისუსტე, რაც იწვევს ღეჭვის გაძნელებას, დიქციის დარღვევას და სახის გამომეტყველების შეცვლას (მიმიკა ნაკლებად არის გამოხატული). რბილი სასის, ხორხისა და საყლაპავის ზემოთა კუნთების დაზიანების გამო ვითარდება ბულბური სინდრომი, რომელიც გამოიხატება ყლაპვის აქტის მოშლით (დისფაგიით), დანაწევრებული მეტყველების უნარის დარღვევით (დიზართრიით), სუნთქვის გაძნელებით. ბულბური სიმპტომების გაჩენა არასასურველი პროგნოზის მანიშნებელია. დიაფრაგმისა და ნეკნთაშუა კუნთების დაზიანება იწვევს სუნთქვის დარღვევას, სრულ გაჩერებამდეც კი. მოსალოდნელია გულის კუნთის დაზიანება მისი მუშაობის უმნიშვნელო შეფერხებიდან სრულ გაჩერებამდე. კიდურებისა და ტანის კუნთების სისუსტის გამო ჭირს კიბეზე ასვლა, სიარული, დახრა, სიმძიმის ტარება. კისრის კუნთების დაზიანება იწვევს თავის დახრას (ნიკაპი გულმკერდს ეხება). დაავადებულთა 15-20%-ს კუნთები განელევა. მიასთენიის მძიმე ფორმის დროს სუსტდება მყესები და პერიოსტალური რეფლექსები, გემო, მხედველობა, სმენა, ზედაპირული მგრძნობელობა. ვითარდება ვეგეტატიურ-ენდოკრინული და ელექტროლიტური ცვლილებები. ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ დილაობით თავს კარგად გრძნობენ, ადგომისა და დილის ტუალეტის შემდეგ კი ისეთი შეგრძნება ეუფლებათ, თითქოს მძიმე სამუშაო შეესრულებინოთ. სიცივეში მათი მდგომარეობა უმჯობესდება, სითბოში კი უარესდება. დასვენების შემდეგ ძალ-ღონე აღდგება, მაგრამ ავადმყოფი სწრაფად იღლება. დაავადება შეიძლება წლობით მიმდინარეობდეს შეუმჩნევლად, მაგრამ ის პროგრესირებს და ადრე თუ გვიან გამომჟღავნდება, ამ დროს კი შესაძლოა მკურნალობა უკვე დაგვიანებული იყოს, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია ექიმთან მისვლა. ადრე დაწყებული მკურნალობა განკურნების საწინდარია.

როგორ სვამენ დიაგნოზს

მიასთენიის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ფარმაკოლოგიური ტესტები. კერძოდ, ორგანიზმში შეჰყავთ ანტიქოლინესთერაზული პრეპარატები - მიასთენიის შემთხვევაში კუნთებში ძალამ უნდა მოიმატოს და დაღლილობა გაქრეს - ან კურარესმაგვარი პრეპარატები, რაც მიასთენიის შემთხვევაში კუნთებში ძალის შემცირებას იწვევს. არსებობს მიასთენიის დიაგნოსტირების ელექტროფიზიოლოგიური, ჰისტოლოგიური, ჰისტოქიმიური (კუნთოვანი ბოჭკოს გამოკვლევა), რენტგენოლოგიური და რადიონუკლიდური (იყენებენ მკერდუკანა ჯირკვლის სტრუქტურის ცვლილების აღმოსაჩენად) მეთოდები.

როგორ მკურნალობენ

მიასთენიის სამკურნალოდ გამოიყენება:

  • ანტიქოლინესთერაზული თერაპია;
  • იმუნოდეპრესანტებით თერაპია (გლუკოკორტიკოსტეროიდები და ციტოსტატიკები);
  • თიმექტომია და მკერდუკანა ჯირკვლის დასხივება;
  • სორბციული მეთოდები;
  • იმუნომასტიმულირებელი და იმუნომოდულაციური თერაპია.