/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

სახსართა ენდოპროთეზირება

სახსართა ენდოპროთეზირება
პროთეზი, საზოგადოდ, ხელოვნური მოწყობილობაა, რომელიც კონკრეტული ორგანოს ფუნქციას ცვლის.

თუ პროთეზი ადამიანის სხეულის შიგნითაა განთავსებული, მას ენდოპროთეზს უწოდებენ.

სახსრის ენდოპროთეზირება სახსრის კომპონენტთა იმპლანტანტებით ჩანაცვლებას გულისხმობს. იმპლანტანტებს ჯანმრთელი სახსრის კომპონენტთა ანატომიური ფორმა აქვს და მოძრაობის სრულ სპექტრს უზრუნველყოფს. ენდოპროთეზირების შემდეგ პაციენტებს აღარ აწუხებთ სახსარში ტკივილი და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან.

თანამედროვე ენდოპროთეზები მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებია, რომელთაც დიდი გამძლეობა და ადამიანის სხეულთან კარგი შეთავსება ახასიათებს. მათი ვადა, ჩვეულებრივ, 15-20 წელია, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ადამიანები ენდოპროთეზებს 30 წელსაც კი იყენებენ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სახსართა ენდოპროთეზირების საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო

კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) ექიმი ტრავმატოლოგ-ორთოპედი - ვაჟა კახნიძე:

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა.ჩემს 9 წლის ბიჭს აღმოაჩნდა ხერხემლის შუა ორი მალა (7,8)პეპლისებური.იტკიებდა წელს ტრამვატოლოგმა გაგვიშვა რენდგენზე.როდესაც რენდგენის გადამღებმა მითხრა და მაჩვენა მაშინვე დავგუგლე და ამომიგდო საშინელი სინდრომები ძალიან გავნერვიულდი და შემდეგ ბევრი კითხვის შემდეგ მივხვდი რომ ეს სინდრომები 9 წლამდე გამოვლინდებოდნენ და რომ არცერთი სინდრომი ჩემს შვილს არ ჭირს არის ჯანმრთელი.მაინტერესებს ამ ორმა დეფექტურმა პეპლისებურმამალამ სხვა რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩემს შვილს? ამ სინდრომების გარდა სხვა ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაკვლიე.ექიმმა არაფერიაო და მზოლოდ არასტეროიდი მაზი დაუნიშნა.მადლობა პასუხისათვის.</p>

- ბატონო ვაჟა, როდის დგება სახსრის პროთეზირების საჭიროება? რა არის მისი პირდაპირი ჩვენება?

- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს ადამიანის ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები შეაქვს. გადატანილი ტრავმების, რიგი დაავადებების, მათ შორის - თანდაყოლილი პათოლოგიების, ზედმეტი წონის, შეუსაბამო და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის და ა. შ. შედეგად ვითარდება ოსტეოართროზი – დაავადება, რომელმაც ადამიანის ინვალიდობა შეიძლება გამოიწვიოს.

სამწუხაროდ, მადეფორმირებელი ართროზი ითვლება განუხრელად პროგრესირებად დაავადებად. ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად გადაადგილება, უძნელდება თვითმომსახურება, ყოველი მოძრაობა იწვევს აუტანელ ტკივილს, ირღვევა ცხოვრების რიტმი და რჩება მხოლოდ დისკომფორტი. მიუხედავად ჩატარებული კონსერვატიული მკურნალობისა, სახსრის ფუნქცია ირღვევა სრულად ან პრაქტიკულად სრულად. ამ დროს დგება დაზიანებული სახსრის ხელოვნური სახსრით ჩანაცვლების საკითხი.

სახსრის შეცვლის ოპერაციები ხელოვნური ანალოგით ასეულათასობით ადამიანს უტარდება მთელ მსოფლიოში. მრავალი მათგანისათვის ეს ერთადერთი შანსია, დაივიწყოს გაუსაძლისი, მტანჯველი ტკივილი და დაუბრუნდეს სრულფასოვან, აქტიურ ცხოვრებას.

პაციენტის მკურნალობაში მნიშვნელოვანი მომენტია სახსრის ქირურგიული ჩანაცვლების ჩვენებათა განსაზღვრა და პროთეზის სწორად შერჩევა.

სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია უნდა ჩატარდეს მკურნალობის კონსერვატული მეთოდების (მედიკამენტური, სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოპროცედურები) უეფექტობის დროს, როდესაც რჩება გაუსაძლისი ტკივილი სახსარში, შეზღუდულია გადაადგილება, პაციენტს არ შეუძლია საკუთარი თავის მომსახურება, სერიოზული ტრავმებისას, როდესაც შეუძლებელია სახსრის გადარჩენა, დიაგნოსტირებულია სახსრის დისპლაზია, მადეფორმირებელი ართროზი, ბარძაყის თავის ასეპტიკური ნეკროზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, ბარძაყის ყელის მოტეხილობა და მისი შედეგები (პოსტტრავმული ართროზი, ყალბი სახსარი).

- რომელი სახსრების ენდოპროთეზირება ხდება ყველაზე ხშირად?

- მსოფლიოს მრავალ კლინიკაში ხორციელდება თითქმის ყველა სახსრის ენდოპროთეზირება, თუმცა, უპირატესად, მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და მხრის სახსრის ნაწილობრივი და სრული ჩანაცვლება ხდება. საქართველოში ყველაზე ხშირია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაციები, რადგან საქართველოში ყველაზე ხშირად დიაგნოსტირდება კოქსართროზი – მენჯ-ბარძაყის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი. გამოვლენილი შემთხვევების უმეტესი წილი კი დისპლაზიურ კოქსართროზზე მოდის. მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია საქართველოს სამხარეო პათოლოგიაა, რომლის ჩამოყალიბებაში, მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, გენეტიკური ფაქტორებიც მონაწილეობს და რომლითაც ძირითადად ქალები ავადდებიან.

- როდის არ შეიძლება სახსრის პროთეზირება?

- ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგი იძულებულია უარი უთხრას პაციენტს ოპერაციაზე მისი სიცოცხლისათვის საშიში რისკფაქტორების გათვალისწინებით. როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, ენდოპროთეზირებასაც გააჩნია აბსოლუტური (სრული) და შედარებითი უკუჩვენებები. ზოგიერთი დაავადების დროს ჩატარებულ ენდოპროთეზირებას მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთისა და შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს.

აბსოლუტური უკუჩვენებებია:

  • გულის, სისხლძარღვებისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები კომპენსაციის ფაზაში;
  • ღვიძლისა და თირკმლის მძიმე უკმარისობა;
  • ფსიქიკური და ნერვ-კუნთოვანი დაავადებები;
  • როცა პაციენტს არ შეუძლია გადაადგილება სხვა, თანმხლები დაავადებების გამო;
  • ქრონიკული ინფექციის კერები (ტონზილიტი, კარიესული კბილები, ქრონიკული ჰაიმორიტი და ოტიტი, კანის ჩირქოვანი დაავადებები);
  • ქვედა კიდურების სისხლძარღვთა მწვავე დაავადებები (თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია);
  • სახსრის არეში არსებული აქტიური ან ლატენტური (ფარული) ინფექცია;
  • პოლიალერგია.

შედარებითი უკუჩვენებებია:

  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • ქრონიკული სომატური დაავადებები;
  • ღვიძლის უკმარისობა;
  • ჰორმონული ოსტეოპათია;
  • სიმსუქნის III ხარისხი.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ენდოპროთეზირების ოპერაციას? რომელია ყველაზე ხშირი გართულება?

- მიუხედავად პრევენციული ანტიბაქტერიული თერაპიის, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის თანამედროვე საშუალებების გამოყენებისა, ინფექციური გართულებების რისკი ოპერაციული ჩარევისას საკმაოდ დიდია და აქედან გამომდინარე, ყველაზე გავრცელებულ გართულებად პროთეზირებული სახსრის ინფექცია მიიჩნევა.

ენდოპროთეზირების ოპერაციას შესაძლოა მოჰყვეს ისეთი გართულებები, როგორებიცაა:

  • სისხლდენა ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდეგ;
  • თრომბოფლებიტი და თრომბოემბოლია;
  • ენდოპროთეზის კომპონენტებისა და იოგოვანი აპარატის არასტაბილობა;
  • პერიოსტალური და პერიპროთეზული მოტეხილობები;
  • პროთეზის კომპონენტების დისლოკაცია და პროთეზის ამოვარდნილობა.

მსგავსი გართულებები ზრდის მკურნალობის ვადებს და ხანგრძლივ ჰოსპიტალიზაციამდე მივყავართ. დგება რთული სარევიზიო ოპერაციული ჩარევების აუცილებლობა.

- როდის მიმართავენ განმეორებით პროთეზირებას? ცნობილია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ გარკვეული პრობლემები ექმნებათ, სითხე უგროვდებათ, სერიოზული ანთებითი პროცესი ეწყებათ, ორგანიზმი თითქოს ვერ ეგუება იმპლანტს, ფაქტია, რომ ადამიანები იტანჯებიან და განმეორებითი ქირურგიული ჩარევის საჭიროების წინაშე დგებიან.

როგორია ასეთი პაციენტების გამოსავალი, რა იწვევს აღნიშნულ გართულებებს, აუტანლობას და საზოგადოდ, რა განსაკუთრებული შემთხვევებია ხოლმე სახსრების ენდოპროთეზირებისას?

- ენდოპროთეზირების ოპერაცია უპირატესად ხორციელდება მენჯ-ბარძაყის სახსარზე. როგორც აღვნიშნე, ენდოპროთეზის ჩვენება არის სახსრის ფუნქციობის მკვეთრი დარღვევა. ოსტეოართროზი ძირითადად საშუალო და ხანში შესული ასაკის, საშუალოდ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს უვლინდებათ. ასეთ პაციენტებთან (ვიდრე ახალგაზრდებთან) შესაძლოა გამოხატული იყოს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ართულებენ ოპერაციისა და რეაბილიტაციის პროცესს.

მათ შორისაა:

  • სისხლში შაქრის შემცველობის მაღალი დონე, რაც დიდ საშიშროებას უქმნის სისხლის ცირკულაციას ორგანოებსა და კიდურებში;
  • თრომბის წარმოქმნისადმი მიდრეკილება;
  • მენჯისა და ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ზედმეტი წონა, რომელიც, შესაძლოა, იმპლანტირებულ სახსართან სხეულის ადაპტაციის სერიოზული წინაღობა იყოს;
  • ოსტეოპოროზი, ძვლოვანი ქსოვილის სიმყიფე, დაუძლურება;
  • ქრონიკული ანთებითი პროცესები;
  • არითმიები;
  • გულის იშემიური დაავადება.

ასეთ შემთხვევაში თანმხლები დაავადებები ხშირად ხდება გართულებების მთავარი მიზეზი. ამ და სხვა შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორების არასასურველი ზემოქმედებით, ასევე ოპერაციული ჩარევის დროს დაშვებული შეცდომის შედეგად, ირღვევა სახსრის ბიომექანიკა. შეიძლება განვითარდეს ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა: პროთეზის თავის ამოვარდნილობა, ტაბუქის ფოსოს კომპონენტის არასტაბილობა და დისლოკაცია, ენდოპროთეზის ტოტალური ასეპტიკური და ინფიცირებული არასტაბილობა, პერიოსტალური და პერიპროთეზული მოტეხილობა, ტკივილის სინდრომი. ყოველი ასეთი გართულების შემდეგ ტარდება განმეორებითი პროთეზირება, ძირითადად, სარევიზიო პროთეზებით.

მედიცინის დღევანდელი მიღწევები და მაღალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა დამზადდეს კონკრეტულ პაციენტზე მორგებული ინდივიდუალური პროთეზი ყველა პარამეტრის გათვალისწინებით. შენარჩუნდეს იმპლანტი ლოკალური ინფექციის არსებობის დროსაც კი, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს ეტაპობრივი სარეკონსტრუქციო-აღდგენითი ოპერაციები, ინფექციური პროცესის კუპირების თანადროულად.

- საზოგადოდ, რა უნდა გაითვალისწინონ და რა წესები დაიცვან ენდოპროთეზის მქონე პაციენტებმა?

- სახსრის ენდოპროთეზირება რთული ორთოპედიული ჩარევაა. მისი შედეგები ბევრადაა დამოკიდებული სწორად შერჩეულ და ჩატარებულ რეაბილიტაციაზე, რომლის მთავარი ამოცანა ნაოპერაციები კიდურის ფუნქციის სწრაფი აღდგენა და პოსტოპერაციულ პერიოდში გართულებების თავიდან აცილებაა. სარეაბილიტაციო პროგრამა სახსრის ენდოპროთეზირების შემდეგ აუცილებელია ყველა ასაკის პაციენტისათვის, თუმცა, რაღაც პრინციპული ასაკობრივი ნიუანსი არ არსებობს. საჭიროა იმპლანტთან ადაპტირება - მისი და საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინება. რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს ნაოპერაციები კიდურის სისხლის მიმოქცევისა და კუნთოვანი ტონუსის აღდგენა. პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციამდე შეინარჩუნოს ცხოვრების აქტიური რიტმი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან ეს აქტიურობა შემდგომში ორგანიზმს სწრაფრეაბილიტაციაში ეხმარება.

სხვადასხვა სახსრის ენდოპროთეზირებისას სარეაბილიტაციო პერიოდის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების დროს ეს პერიოდი 6 კვირიდან 3 თვემდეა პაციენტის ზოგადი მდგომარეობისა და ჩატარებული პროთეზირების სირთულის გათვალისწინებით. რეაბილიტაცია იწყება ოპერაციიდან მე-2-3 დღეს.

კლინიკიდან გაწერის შემდეგ შედარებით ახალგაზრდა და აქტიური პაციენტები ახერხებენ რეაბილიტაციის კურსის დამოუკიდებლად გავლას ქირურგ-ორთოპედის მეთვალყურეობით. ხანშიშესულ პაციენტებს უჭირთ კვალიფიციური მედპერსონალის გარეშე გააქტიურება. ამიტომ ასეთ პაციენტებთან უნდა იმუშაონ სამკურნალო ფიზკულტურის ინსტრუქტორებმა.

არ არის სასურველი წონის მომატება. პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს მკურნალი ექიმის რეკომენდაციები და მიჰყვეს მის რჩევებს.

დღეს საქართველოს მრავალ კლინიკაში წარმატებით ტარდება მსგავსი ოპერაციები. დაავადების ადრეულ სტადიაზე ჩატარებული სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია უფრო იოლია, პოსტოპერაციული პერიოდი და რეაბილიტაცია - ხანმოკლე, ხოლო ფუნქციური შედეგები - გაცილებით უკეთესი, ვიდრე დაავადების შორსწასულ სტადიაზე. გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ორთოპედია

-გამარჯობათ. ძალინ რთულ სიტუაციაში ვარ.მაქვს 10 წელია ქრონიკული რაქიტი,არ ვიცი რისგან არის გამომწვეული.ვარ 34 წლის მამაკაცი,საკმარისია 15 დღე, 1 საათი არ დავდგე მზეზე მეწყება დეფორმაცია.დეფორმირებული მაქვს თავის ქალა,შუბლი და ის მხარე რომელზეც თავი მიდევს ბალოშზე ,იამები მაქვს,ფეხები,ხერხემალი,ნეკნებიც.ხელის თითები. ვიკვებები გაძლიერებულად ვიდრე ოჯახის წევრები,თუმცა მათ არაფერი არ სჭირთ,მხოლოდ მე დამეწყო ეს რაქიტი.ვღებულობ ხშირად, ხაჭოს ყველი 300 გრამი ყოველ დღე,კაკაო რძით.იოგურტი,მარამ ორგანიზმი მალევე ხარჯავს ამ კალცს და დ ვიტამინს.ადრე არ მქონდა,ჩვეუკებრივად ვცხოვრობდი.არასდორს მიმოღია რძის ნაწარმი, რადგან ვერვჭამდი,გული მერეოდა რძის ნაწარმზე,თუმცა არანაირი დეფორმაცია არ მქონია არასდროს.გარკვეული წლების შემდეგ, რა ცვლილებები განვინითარდა ორგანიზმში არ ვიცი.ფაქტია გახარჯვა ხდება დიდი რაოდენობით ამ ვიტამინების.

კატეგორია : ორთოპედია

-სალამი, ზუსტად არ ვიცი ვის ვკითხო ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას აქ. დაახლოებით 2-3 კვირაა, ე.წ დაბლა წელში, ანუ ხერხელმლის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს (გავის ზევით არეალში) მაქვს დისკომფორტი. არა ტკივილი, რომელიც შემაწუხელებია, არამედ დაჭიმულობა, რომელიც აბსოლუტურად ქრება როცა დავდივარ ან ვმოძრაობ, ანუ მოძრაობის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც ვზივარ დიდი ხნით ამ დროსაა ყველაზე შემაწუხებელი ეს დისკომფორტი. არ უარესდება რაიმე კონკრეტული მოძრაობის დროს რომ ამას ვუკავშირებდე. ცხოვრების ხარისხზე არ აისახება რეალურად მაგრამ რადგან აქამდე არ მქონია მივაქციე ყურადღება. ხერხემალთან ერთად ვიცი რომ შეიძლება გინეკოლოგიურ საკითხებთანაც იყოს კავშირში ამ არეალში დისკომფორტი მაგრამ რეალურად სხვა გამოვლინება არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო მსგავსი დისკომფორტის მოსახსნელად და ასევე პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა პროფილის ექიმს უნდა მივართო?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სახსართა ენდოპროთეზირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები