სახსრებისთვის განკუთვნილი პრეპარატები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

სახსრებისთვის განკუთვნილი პრეპარატები

სახსრებისთვის განკუთვნილი პრეპარატები
ჯანმრთელი სახსრები ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. შეუზღუდავად მოძრაობა და ფიზიკურ დატვირთვასთან უტკივილოდ გამკლავება ზოგისთვის ოცნებაა. ამიტომ სახსრების ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე დიდი მოთხოვნილებაა.

აღნიშნული პრეპარატების სია ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისი, სასურველი მედიკამენტის მიგნება-შერჩევა კი - არც ისე მარტივია.

გამომწვევი მიზეზების მიხედვით, სახსრის ტკივილი მრავალგვარია. შესაბამისად, განსხვავებულია მკურნალობაც. ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მისი უვნებლობაა – პაციენტს არ უნდა ავნოს! ამის ასარიდებლად და სასურველი ეფექტის მისაღწევად დაუშვებელია თვითმკურნალობა. პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე საიმედო იარაღი ექიმთან დროულად მიმართვა და სათანადო მკურნალობის ჩატარებაა.

სახსარში ძვლების
მოძრაობას ჯანმრთელი მყესები უზრუნველყოფს. უსიამოვნო შეგრძნების აღმოცენებისას სათანადო პრეპარატის შერჩევის აუცილებლობა მწვავედ დგება დღის წესრიგში.

ტკივილი ნებისმიერ სახსარში შეიძლება განვითარდეს - კოჭ-წვივის, მუხლის, იდაყვის, მხრის, ხერხემლის, მენჯ-ბარძაყის და სხვა. სახსრების ტკივილი ახასიათებს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: ართრიტი, ართროზი, ბურსიტი, ვასკულიტი, გრიპი, ოსტეომიელიტი, ტრავმები, მყესების დაჭიმვა და
სხვა. სპეციალისტები ასეთ დროს ნიშნავენ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, ანთების საწინააღმდეგო მალამოებსა და გელებს, ქონდროპროტექტორებს, ბადებს და სხვა.

ზოგს ჰგონია, მალამოს (საცხის) ყიდვისა და შეზელის შემდეგ პრობლემა სამუდამოდ გადაიჭრება. დღეს მართლაც უამრავი გელი და მალამოა მოწოდებული, თუმცა სახსრის ტკივილის დროს თითოეულ მათგანს განსაზღვრულ შემთხვევაში აქვს ეფექტი.


არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

გარეგანი გამოყენებისთვის განსაზღვრული მედიკამენტები მოქმედებს უშუალოდ მტკივნეულ უბანზე. მალამოებისა და გელების საფუძველს ქმნის სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება.


დიკლოფენაკი

დიკლოფენაკის შემცველი სამკურნალო პრეპარატები ამცირებენ ტკივილის სინდრომს, შეშუპებას, ზრდიან მოძრაობის ამპლიტუდას. გამოიყენება ზედა და ქვედა კიდურების, ხერხემლის სახსართა ანთებითი პროცესების, აგრეთვე რევმატიზმისა და ნევრალგიის დროს.

ამ ჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი პრეპარატები:

  • ვოლტარენ ემულგელი;
  • დიკლოფენაკის მალამო;
  • ორტოფენის მალამო;
  • დიკლორან პლუსი და სხვა.


იბუპროფენი

იბუპროფენის საფუძველზე შექმნილ მალამოებს ადგილობრივი ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) მოქმედება აქვთ. ეფექტურია ზურგის ტკივილის დროს, ართრიტების, მყესთა დაზიანებისა და სხვადასხვა სპორტული ტრავმისას.

პრეპარატებიდან აღსანიშნავია:

  • ნუროფენ გელი;
  • დოლგიტ კრემი;
  • იბუპროფენი.


ინდომეტაცინი

გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, პოდაგრის, ხელისა და ფეხის კუნთთა მწვავე ტკივილის დროს.

პრეპარატებიდან აღსანიშნავია:

  • ინდომეტაცინ-აკრი;
  • ინდომეტაცინ სოფარმა;
  • ინდოვაზინი.


კეტოპროფენი

დიდი ანალგეზიური ეფექტი აქვს. ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი ხასიათის დაავადებები, სპორტსმენთა მყესების გაჭიმვა.

პრეპარატებიდან აღსანიშნავია:

  • ბისტრუმგელი;
  • კეტონალი;
  • კეტოპროფენ ვრამედი;
  • ფასტუმ გელი და სხვა.

არსებობს ხრტილებისა და ძვლების სამკურნალო კიდევ სხვა ბევრი პრეპარატი, რომელთა მთავარი მოქმედი ნივთიერებაა ნიმესულიდი (ნაიზ გელი), პიროქსიკამი (ფინალგელი).

ყველა ჩამოთვლილი პრეპარატი სააფთიაქო ქსელში ხელმისაწვდომია, თუმცა მათი გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არასასურველია. შედარებითი უსაფრთხოების მიუხედავად, ჩამოთვლილ პრეპარატებს მაინც გააჩნიათ უკუჩვენებები და გარკვეული გვერდითი მოვლენები. ასე რომ, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს!


გამახურებელი მალამოები

სახსართა დაავადებების სამკურნალოდ სხვა პრეპარატებთან ერთად გამახურებელი საშუალებებიც გამოიყენება. მათი მოხმარებისას სამკურნალო ეფექტი მიიღწევა ქსოვილთა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება-გაძლიერების ხარჯზე. ეს უზრუნველყოფს სახსრის ქსოვილთა ჟანგბადით სათანადოდ მომარაგებას, სახსარში მონაწილე მყესოვანი და ხრტილოვანი ელემენტების საკვები ნივთიერებებით გამდიდრებას (ტროფიკის გაუმჯობესებას).

ამ ჯგუფში შედის:

  • ნიკოფლექსი;
  • კაპსინი;
  • ბალზამი ვარსკვლავი;
  • ფინალგონი;
  • აპიზართრონი;
  • ვიპროსალი და სხვა.

გამახურებელმა მალამოებმა, მათ შემადგენლობაში შემავალი გარკვეული კომპონენტების (გველისა და ფუტკრის შხამები, წიწაკის ექსტრაქტი და სხვა) გამო, შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიონ. კანის გამოხატული პათოლოგიებისას აღნიშნული მალამოების გამოყენება არ შეიძლება. ძვლების ძლიერი ანთების დროს გამახურებელი მალამოებით მკურნალობა ასევე არასასურველია - შესაძლოა სიმპტომთა გაძლიერება გამოიწვიოს.


ქონდროპროტექტორები


ძვლების სასახსრე ზედაპირები დაფარულია ხრტილოვანი ქსოვილით, რომელსაც რეგენერაციის (აღდგენის) უნარი აქვს. ამ პროცესს გარკვეულწილად ქონდროპროტექტორებიც ეხმარება. აღნიშნული საშუალებები გამოიყენება მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების ართროზის დროს, ასევე კიდურების მოძრაობათა დარღვევებისას.

ქონდროპროტექტორების მთავარი კომპონენტებია ქონდროიტინის სულფატი და გლუკოზამინი. ისინი აუმჯობესებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმს. ამ ჯგუფის პრეპარატები საკმაოდ ძვირია. მათ მიეკუთვნება:

  • ტერაფლექსი;
  • ქონდროლონი;
  • ქონდროიტინ-აკოსი;
  • ართრა;
  • ელბონა;
  • პრეპარატი დონა;
  • სტრუქტუმი.

აღნიშნული სამკურნალო საშუალებები არსებობს როგორც კუნთშიდა ინექციების, ასევე პერორალურად (დასალევად) მისაღები კაფსულების სახით. ამ პრეპარატების მიღებისას სასწაულის მოლოდინი არ ღირს. მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსური უნდა იყოს. ქონდროპროტექტორები, ჩვეულებრივ, ადვილად გადასატანია, განსაკუთრებულ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ავლენს ართროზით გამოწვეული მუხლის სახსრის ტკივილისას.


სახსრებისთვის განკუთვნილი აბები

სახსრებისა და ხრტილოვანი ელემენტების სამკურნალოდ, ნემსებისა და გელების პარალელურად, გამოიყენება აბები. ისინი ექიმი სპეციალისტის მიერ ინიშნება.

აბების სახელწოდება ხშირად მალამოების შესაბამისია:

  • იბუპროფენი;
  • ნუროფენი;
  • დიკლოფენაკი;
  • ვოლტარენი;
  • კეტონალი;
  • კეტოპროფენი და სხვა.

აბებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი. გამოიყენება ხელისა და ფეხის სახსართა ტკივილის, ძვლებში მტვრევის დროს, ასევე სპორტსმენთა ტრავმებისას.


გლუკოკორტიკოსტეროიდები

საკმაოდ ძვირი პრეპარატებია, აქედან გამომდინარე, ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა. მოქმედებს სწრაფად დაავადებული სახსრის ღრუში (ნაპრალში) ლოკალურად შეყვანის წყალობით. კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ძვლების მდგომარეობაზე.

გლუკოკორტიკოსტეროიდების სავაჭრო სახელ­წო­დებებია:

  • ჰიდროკორტიზონი;
  • დიპროსპანი;
  • კენალოგი;
  • ცელესტონი.

ასეთ ტკივილგამაყუჩებელ ინექციებს იკეთებენ არა უმეტეს 3-4-ჯერ წელიწადში.


ბადები

ბადები, იგივე ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, შედის სახსრების დაავადებათა სამკურნალო კომპლექსში. ისინი შედგება ნატურალური კომპონენტებისგან, გააჩნიათ ფართო სპექტრის მოქმედება, მოიცავს როგორც ანთების საწინააღმდეგო ბალახებს, ასევე მეტაბოლური პროცესების გამააქტიურებელ ვიტამინებს, ძვლოვანი ქსოვილის განმამტკიცებელ და მისი რღვევის შემაფერხებელ მინერალებს. მიუხედავად მარგებლობისა, ბადებსაც გააჩნიათ გარკვეული უკუჩვენებები. შესაბამისად, მათი მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად-30აბი
ფასი: 43.9
ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისთვის-90აბი
ფასი: 66.9
ხრტილოვანი ნაწილის შესანარჩუნებლად -30აბი
ფასი: 44.4
სახსრებისა და კუნთებისთვის -75მლ. ტუბი
ფასი: 41.9
მსგავსი სიახლეები
მსოფლიო ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში უფრო და უფრო ეფექტიანი გზების ძიებაშია.
26-09-2019
ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, აქტუალურ პრობლემად რჩება.
16-09-2019
ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია.
16-07-2019
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვთა ასაკში ართრიტით მიმდინარე 40-მდე რევმატული დაავადება გვხვდება. მათ შორის სიმძიმით გამოირჩევა
ართრიტით შეწუხებულებს განსაკუთრებულ შვებას მოუტანს ხალხური საშუალება ლიმონისა და დარიჩინის გამოყენებით.
გამგზავრება ზამთრის კურორტზე საქართველოს ზამთრის კურორტებზე - ბაკურიანში, გუდაურში, ბეთანიაში, სვანეთში -
ფილტვების გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) სადღეისოდ ფილტვის ზოგიერთი დაავადების
ართრიტი, ართროზი და სახსრების სხვა დაავადებები ადამიანს ტკივილს და ზოგჯერ ტანჯვასაც კი განაცდევინებს.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების წესსა
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად