/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

ძვლის მეტაბოლური დაავადებები

ძვლის მეტაბოლური დაავადებები
ტერმინით, „ძვლის მეტაბოლური დაავადებები“, ჩვეულებრივ, აღინიშნება ჩონჩხის გენერალიზებული დაზიანება,

რაც უხშირესად კალციუმის ცვლის დარღვევის ფონზე აღმოცენდება. ძვლოვანი სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს კოლაგენისა და ძვლის სხვა ცილების ცვლის დარღვევაც, თუმცა, ამ მექანიზმით განვითარებულ ცვლილებებს ჩონჩხოვანი დისპლაზიების ჯგუფში აერთიანებენ. ძვლის მეტაბოლურ დაავადებათა უმთავრესი სახეებია:

  • ოსტეოპოროზი;
  • ოსტეომალაცია (რაქიტი);
  • თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია;
  • ძვლის დაავადება პირველადი ჰიპერპარათირეოზის დროს – პარათირეოიდული ოსტეოდისტროფია;
  • ძვლის პეჯეტის დაავადება.

რატომ აღმოცენდება ძვლის მეტაბოლური დაავადებები

ძვლის ქსოვილში ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში განუწყვეტლად მიმდინარეობს ძვლის წარმოქმნისა და რეზორბციის (გაწოვის) პროცესები. აღნიშნული მოვლენა ძვლის რემოდელირების პროცესის სახელწოდებითაა ცნობილი. ნორმალურ პირობებში ეს პროცესი გაწონასწორებულია. იმ შემთხვევაში, როცა რეზორბცია აჭარბებს წარმოქმნას, ვითარდება ოსტეოპენია – ძვლის მასის, მისი მინერალური სიმკვრივის დაქვეითება.

საზოგადოდ, ძვლის ფორმა, ზომა, ქიმიური შენება და სიმტკიცე როგორც ადგილობრივ, ისე მრავალ ზოგად ფაქტორზეა დამოკიდებული. აღნიშნული მრავალფეროვანი ფაქტორები არეგულირებენ ოსტეობლასტების – ძვლის ორგანული მატრიქსის ცილების წარმომქმნელი უჯრედებისა და ოსტეოკლასტების – ძვლის დამშლელი უჯრედების ფუნქციებს. ამ თავისებურების გამო, საბოლოოდ, ძვლის მეტაბოლური დაავადებები ყოველთვის ძვლის წარმოქმნა-რეზორბციის დარღვევის შედეგია. დარღვევას კი შეიძლება განაპირობებდეს:

  • საკვებში მინერალური ნივთიერებების, განსაკუთრებით კი, კალციუმის დეფიციტი, ნაწლავში მათი შეწოვის ან ძვალში მათი დეპოზიციის (ჩალაგების) დარღვევა;
  • დ ვიტამინის დეფიციტი ან მეტაბოლიზმის დარღვევა;
  • პარათჰორმონის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ან კორტიზოლის (თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი) ჭარბი სეკრეცია;
  • მედიკამენტების, მათ შორის, ჰორმონების ზემოქმედება;
  • ხანგრძლივი უმოძრაობა ან არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, რაც აფერხებს ძვლის ქსოვილის წარმოქმნას;
  • ოსტეობლასტების – ძვლის ცილოვანი მატრიქსის წარმომქმნელი უჯრედების ფუნქციის ასაკობრივი დათრგუნვა;
  • კოლაგენის სინთეზის თანდაყოლილი დარღვევები.

ოსტეოპოროზი

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი, ზუსტად არ ვიცი ვის ვკითხო ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას აქ. დაახლოებით 2-3 კვირაა, ე.წ დაბლა წელში, ანუ ხერხელმლის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს (გავის ზევით არეალში) მაქვს დისკომფორტი. არა ტკივილი, რომელიც შემაწუხელებია, არამედ დაჭიმულობა, რომელიც აბსოლუტურად ქრება როცა დავდივარ ან ვმოძრაობ, ანუ მოძრაობის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც ვზივარ დიდი ხნით ამ დროსაა ყველაზე შემაწუხებელი ეს დისკომფორტი. არ უარესდება რაიმე კონკრეტული მოძრაობის დროს რომ ამას ვუკავშირებდე. ცხოვრების ხარისხზე არ აისახება რეალურად მაგრამ რადგან აქამდე არ მქონია მივაქციე ყურადღება. ხერხემალთან ერთად ვიცი რომ შეიძლება გინეკოლოგიურ საკითხებთანაც იყოს კავშირში ამ არეალში დისკომფორტი მაგრამ რეალურად სხვა გამოვლინება არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო მსგავსი დისკომფორტის მოსახსნელად და ასევე პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა პროფილის ექიმს უნდა მივართო?</p>

ოსტეოპოროზი არის ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებით მიმდინარე დაავადება, რაც ზრდის მოტეხილობების რისკს უმნიშვნელო ტრავმის შემთხვევაშიც კი. ის წლების განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ხშირად სწორედ უეცრად, უმნიშვნელო ტრავმვისას აღმოცენებული მოტეხილობით ვლინდება. უხშირესად მოტეხილობა აღმოცენდება მაჯის, ბარძაყის, ხერხემლის მალების არეში.

ოსტეოპოროზის აღმოცენებას წლების განმავლობაში წინ უსწრებს ოსტეოპენია. ეს არის მდგომარეობა, როცა ძვლის მინერალური სიმკვრივე ასაკისათვის შესაბამისთან შედარებით დაქვეითებულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ოსტეოპოროზად კვალიფიცირდეს. ოსტეოპენია ყოველთვის არ პროგრესირებს ოსტეოპოროზამდე.

რა უწყობს ხელს ოსტეოპოროზის აღმოცენებას

ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება დაბერების თანმხლები მოვლენაა, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ის ადრევე უვითარდება. ძვლის მინერალური სიმკვრივის კლება სწრაფად უვითარდებათ ქალებს მენოპაუზის პირველ წლებში. საზოგადოდ, მამაკაცებთან შედარებით ქალებს ოსტეოპოროზის უფრო მაღალი რისკი აქვთ, განსაკუთრებით ნაადრევი მენოპაუზის (45 წელზე ადრე) ან ოპერაციულად საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ.

ოსტეოპოროზის რისკს ზრდის:

  • სტეროიდული ჰორმონების მაღალი დოზით მიღება 3 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
  • სხვადასხვა დაავადება – ანთებითი, ჰორმონული დარღვევები, მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა);
  • ოსტეოპოროზის ოჯახური ისტორია;
  • ანორექსია, სხეულის დაბალი წონა;
  • უმოძრაობა;
  • მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

ოსტეოპოროზის დიაგნოზი დასტურდება დუალ ენერგიული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრიით. მკურნალობა ეფუძნება ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო პრეპერატების გამოყენებას.

ოსტეოპოროზის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია:

  • რეგულარული ვარჯიში;
  • ჯანსაღი კვება, საკვებში კალციუმისა და დ ვიტამინის სათანადო რაოდენობა (რძისა და მისი პროდუქტების მიღება);
  • მოწევისა და ალკოჰოლის ჭარბად მიღებისთვის თავის დანებება.

ძვლის პეჯეტის დაავადება

ძვლის პეჯეტის დაავადება არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც დარღვეულია ძვლის რემოდელირების – მისი რეზორბციისა და კვლავწარმოქმნის პროცესი, გაძლიერებულია ძვლის რეზორბცია და ხდება ანომალურად ჭარბი წარმოქმნა. აღნიშნულის გამო განახლებული ძვლები უფრო დიდი ზომისაა და უფრო რბილია, ვიდრე ნორმალური ძვალი, უფრო მეტადაა მიდრეკილი მოტეხილობებისაკენ. დაავადება აზიანებს ერთ ან რამდენიმე ძვალს.

რატომ ვითარდება ძვლის პეჯეტის დაავადება?

ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი უცნობია. შესაძლოა გარკვეულ როლს ასრულებდეს გარემოს ფაქტორები. აღწერილია დაავადების ოჯახური შემთხვევებიც, რაც გარკვეული გენების როლზე ბადებს ეჭვს. სადღეისოდ ცნობილია, რომ დაავადება უმეტესად ხანშიშესულებსა და ჩრდილოეთ ევროპის მოსახლეობაში გვხვდება.

როგორ ვლინდება ძვლის პეჯეტის დაავადება

პაციენტთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა არც კი იცის, რომ პეჯეტის დაავადება აქვს, რადგანაც ის უსიმპტომოა. სიმპტომების აღმოცენებისას ვითარდება ართრიტის მსგავსი ნიშნები:

  • ტკივილი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც დაავადებას, ასევე ართრიტს – პეჯეტის დაავადების გართულებას;
  • თავის ტკივილი, სმენის დაქვეითება – ვითარდება, როცა დაავადება კეფის ძვალს აზიანებს;
  • გარკვეულ ნერვზე ზეწოლის სინდრომი;
  • თავის, კიდურების ძვლების კიდეების, მალების ზომების მატება;
  • ტკივილი ბარძაყის არეში, როცა დაზიანებულია მენჯის ძვლები;
  • სასახსრე ხრტილის დაზიანება.

ჩვეულებრივ, პეჯეტის დაავადება ნელა პროგრესირებს და დაუზიანებელ ძვლებზე არ ვრცელდება.

დიაგნოზი და მკურნალობა

დაავადების დიაგნოზი ემყარება პაციენტის ჩივილებს, გასინჯვისას მიღებულ მონაცემებს, ძვლების რენტგენოგრაფიას, რაც მნიშვნელოვანი სადიაგნოზო მეთოდია.

მნიშვნელოვანია დაავადების დროული მკურნალობა. ამ მიზნით ინიშნება გარკვეული მედიკამენტები. ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა სახსრის პროთეზირების ან ნერვზე ზეწოლის შესამცირებლად.

მართალია, დიეტა და ვარჯიში არ კურნავს პეჯეტის დაავადებას, მაგრამ საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ჩონჩხის ჯანმრთელობა. ამავე დროს, ვარჯიში არ უნდა იყოს ისეთი ენერგიული, რომ ძვლების ტრავმირება გამოიწვიოს.

ოსტეომალაცია

ოსტეომალაცია არის მდგომარეობა, როცა ძვლები „რბილდება“ და ადვილად აღმოცენდება მოტეხილობა. ამის მიზეზია ძვლების მინერალიზაციის დაქვეითება – მდგომარეობა, როცა ძვლის რეზორბციის სიჩქარე აჭარბებს მის სინთეზს. თავის მხრივ, დარღვევა აღმოცენდება დ ვიტამინის ნაკლებობის, მისი შეწოვის ან გარდაქმნის დარღვევის გამო ნაწლავების დაავადებისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს. დ ვიტამინის ნაკლებობა მოზრდილთა ოსტეომალაციას იწვევს. ბავშვებს კი, ანალოგიური მიზეზით, უვითარდებათ რაქიტი. გარდა დ ვიტამინის დეფიციტისა, ოსტეომალაცია შეიძლება აღმოცენდეს ზოგიერთი გენეტიკური დაავადების დროსაც.

ოსტეომალაციის გამოვლინებები და მკურნალობა

ოსტეომალაციის გავრცელებული სიმპტომებია ძვლების ტკივილი, მოტეხილობა და კუნთების სისუსტე. ზოგჯერ შეიძლება აღმოცენდეს სიარულის გაძნელება.

დაავადების ლაბორატორიული გამოვლინებაა დ ვიტამინის, ზოჯგერ კი კალციუმისა და ფოსფატების დაქვეითება. რენტგენოლოგიურად ვლინდება ძვლების ცვლილებები.

ოსტეომალაციის სამკურნალოდ ინიშნება დ ვიტამინი, კალციუმის პრეპარატები, ფოსფატები. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს კორსეტის ტარება, ძვლების დეფორმაციის ქირურგიული კორექცია. მნიშვნელოვანია მზის სხივების ზემოქმედება.

თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია

თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია არის ძვლების დაავადება, რომელიც ვითარდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს და ხშირად გვხვდება დიალიზზე მყოფპაციენტთა შორის. დაავადება ვითარდება, როცა ფუნქციის მკვეთრი დაქვეითების გამო თირკმელი კარგავს სისხლში კალციუმისა და ფოსფორის სათანადო დონის შენარჩუნების უნარს.

თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფია უფრო საყურადღებო მდგომარეობაა ბავშვებთან, ვინაიდან ამ დროს ირღვევა ძვლების ზრდა, ვითარდება ძვლების დეფორმაცია და ტანდაბლობა. მოზრდილ პაციენტებს კი თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფიის სიმპტომები, ჩეულებრივ, არ უვითარდებათ, თუ პაციენტს წლების განმავლობაში არ უტარდება დიალიზი. თუ მდგომარეობა უყურადღებოდ რჩება, ძვლები თხელდება და სუსტდება, ვითარდება ძვლებისა და სახსრების ტკივილი, იზრდება მოტეხილობების რისკი.

აღწერილი ცვლილებების მიზეზი ისაა, რომ თირკმლის უკმარისობის დროს ორგანო წყვეტს კალციტრიოლის (დ ვიტამინის ფორმა) პროდუქციას. მისი დეფიციტისას ორგანიზმი ვეღარ ახდენს კალციუმის შეწოვას ნაწლავიდან და იწყებს მის მობილიზაციას („გამორეცხვას“) ძვლებიდან.

თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფიის სამკურნალოდ პაციენტს ენიშნება გარკვეული მედიკამენტი, სინთეზური კალციტრიოლი და კალციუმის დანამატები. აუცილებელია ჯანსაღი კვება და ვარჯიში.

ართრიტები ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროს

ძვლის მეტაბოლური დაავადებებისგან განსხვავდება ძვალ-სახსროვანი სისტემის მეორეული დაზიანება (ძირითადად წარმოდგენილია ართრიტის სახით), ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ორგანიზმის ზოგადი დაავადებების დროს, ანუ მეტაბოლური ართროპათიები. მეტაბოლური ართროპათიის კლასიკური მაგალითია პოდაგრული ართრიტი, რომელიც ხასიათდება პურინების ცვლის დარღვევის გამო სახსრებში შარდმჟავას მარილების – ურატების მიკროკრისტალების ჩალაგებით და ეგრეთ წოდებული „ტოფუსების“ ფორმირებით. ამ თავისებურების გამო პოდაგრას „მიკროკრისტალურ ართროპათიას“ უწოდებენ. პურინების ცვლის დარღვევის, მიკროკრისტალური ართროპათია ვითარდება კალციუმის (პიროფოსფატური, ოქსალატური ართროპათია) და ჰიდროქსიაპატიტის (ჰიდროქსიაპატიტური ართროპათია) კრისტალების „დალექვისას“ სახსრების სტრუქტურებში.

სახსრების დაზიანება შეიძლება აღმოცენდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ორგანიზმის ისეთი ზოგადი დაავადებების დროს, როგორებიცაა ალკაპტონურია (ცილოვანი ცვლის დარღვევა, რომლის დროსაც წარმოიქმნება ჰომოგენტიზინის მჟავა), ჰემოქრომატოზი (ხასიათდება რკინის ცვლის დარღვევით და ჰემოსიდერინის წარმოქმნით), ამილოიდოზი (ანომალური ცილის – ამილოიდის წარმოქმნა).

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ძვლის მეტაბოლური დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები