/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

ცელულიტი

ცელულიტი
ცელულიტი შემაერთებელი ქსოვილის სისუსტეა. ის უმეტესად ქალებს აწუხებთ, რაც იმით აიხსნება, რომ ქალის შემაერთებელ ქსოვილს ნაკლებად თანაბარი სტრუქტურა აქვს.

ამავე დროს, მოწიფულ ასაკში ქალებს სხეულის განსაზღვრულ ადგილებზე ცხიმოვანი ქსოვილი შედარებით ჭარბად უვითარდებათ, რასაც თან სდევს კანზე ღრმულებისა და ბურცობების გაჩენა.

ცნობილია, რომ განსაზღვრული ოდენობის ცხიმოვანი ქსოვილის გარეშე ვერც მომავალი დედა და ვერც ნაყოფი საკმარისად სიცოცხლისუნარიანები ვერ იქნებიან. ამიტომაც არის, რომ ცელულიტი რეპროდუქციულად მნიშვნელოვან ზონებში (მუცელზე, თეძოებზე, დუნდულა კუნთებზე) ვითარდება.

  • შესაძლებელია თუ არა ცელულიტისგან თავის დაღწევა?

სიმსუქნისაგან განსხვავებით, ცელულიტის დროს ცხიმი სხეულზე არათანაბრად გროვდება, თუმცა მიიჩნევა, რომ ის სწორედ წონის მომატებით იწყება, შემდეგ კი პროცესში კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედები ერთვება. არარაციონალური კვება, მცირე ფიზიკური აქტივობა, მოჭერილი ტანსაცმელი, რომელიც ლიმფის და სისხლის მიმოქცევის შეფერხებას იწვევს, თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თანმხლები დაავადებები, ორსულობა ხელს უწყობს ცელულიტის განვითარებას.

მრავალი სპეციალისტი ცელულიტს მიიჩნევს ქალის ორგანიზმის განვითარების ბუნებრივ საფეხურად, რომელიც მისი იმუნური და ენდოკრინული სისტემების მუშაობის თავისებურებებს, მიკროცირკულაციას (სისხლისა და ლიმფის კაპილარულ მიმოქცევას) ცხოვრების წესს, დაავადებებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ცელულიტის დამარცხების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება და კოსმეტოლოგებს ისღა დარჩენიათ, ებრძოლონ ამ ბუნებრივ პროცესს.

  • ცელულიტის განვითარების ეტაპები

ექიმები ამტკიცებენ, რომ არსებობს ცელულიტის ოთხი საფეხური:

  1. პირველი, ყველაზე გავრცელებული სტადია, როცა კანზე ბურცობები და ღრმულები ჯერ კიდევ არ შეიმჩნევა. ასეთი მდგომარეობა მოზარდ გოგონებს შორისაც კი გვხვდება.
    1. კანი თანაბარი და გლუვია. ქალს ჰგონია, რომ ცოტაოდენი მოიმატა და კანი ოდნავ შეშუპდა. არსებითად, ასეც არის - ვითარდება შეშუპება, ვინაიდან ორგანიზმში წყლის შეკავების პროცესი მიმდინარეობს. საკვები ნივთიერებების გადამუშავებისას წარმოქმნილი ნარჩენები უჯრედშორის სითხეში ხვდება, გროვდება იქ და ბოლოს და ბოლოს ლიმფურ ძარღვებს აწვება. შედეგად მათ მიერ გამოყოფილი სითხის დაახლოებით 60-70% ორგანიზმში რჩება. ცხიმი მკვრივდება, მაგრამ უჯრედშორის სივრცეში ჯერ კიდევ არ ხვდება.
    2. ამ სტადიაში ცელულიტთან ბრძოლა ადვილია. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ორგანიზმიდან სითხისა და ნარჩენების აქტიური გამოდენა. სპორტი, საუნა, ბალახები, ლიმფოდრენაჟი, ანტიცელულიტური კრემები, მატონიზებელი კრემები დადებით ეფექტს იძლევა.
  2. მეორე სტადია გაცილებით რთულია. ამ დროს ორგანიზმიდან სითხის გამოძევებას უკვე ვენური სისტემაც ვეღარ უმკლავდება. ცხიმი უფრო მეტად მკვრივდება, შეშუპებაც იმატებს და სპეციალური დიეტის, ვარჯიშის, სირბილის, ცურვის, ველოსპორტისა და სხვა მსგავსი პროცედურების გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
  3. მესამე სტადიას ექიმები მიკრონადულარულს უწოდებენ. ამ ეტაპზე სხეულზე შეიმჩნევა მცირე ზომის კვანძოვანი სიმკვრივეები. ლიმფური სისტემის მეშვეობით ორგანიზმის ბუნებრივი წმენდის პროცესი დარღვეულია. სითხე არტერიებსაც კი აწვება. ჟანგბადი ცხიმოვან ქსოვილს ცუდად მიეწოდება. ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი. სპეციალური პროცედურების გარეშე კრემები და ლიმფოდრენაჟი ამ დროს უეფექტოა.
  4. რაც შეეხება მეოთხე, მაკრონადულარულ სტადიას, კრემების ეფექტიანობაზე ლაპარაკი ამ დროს ზედმეტია. კანში უკვე პათოლოგიაა განვითარებული. კვანძოვანი სიმკვრივეები დიდია და შესამჩნევი. კანი ცივია, უფერული, დაჰკრავს სილურჯე. კვანძები მტკივნეულია, ვინაიდან ზეწოლას ნერვული დაბოლოებებიც განიცდის. მესამე-მეოთხე სტადია უჯრედების სკლეროზია. ამ დროს მხოლოდ სპორტი ვერ გიშველით, ცხოვრების წესის მთლიანად შეცვლა მოგიხდებათ.
  • დიაგნოზი

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

ცელულიტის დიაგნოზი ექიმმა უნდა დასვას. იტალიელმა მედიკოსებმა დიაგნოსტიკისათვის შეიმუშავეს თერმოგრაფიის მეთოდი: კანზე იდება სპეციალური მგრძნობიარე ფირი, რომელზეც კანქვეშა შრის უჯრედთა კონტურები გამოისახება. ექიმს შეუძლია, ამ გზით დაინახოს უჯრედშორისი სითხე, თვალი ადევნოს, რამდენად სწრაფად და ძლიერად გადაადგილდება ამ სითხეში ცხიმი. იმავე მეთოდით შეიძლება მკურნალობის შედეგზე დაკვირვებაც.

  • მკურნალობა

ყოველ ქალბატონს სჭირდება ინდივიდუალური მკურნალობა, რომელიც შორსწასულ სტადიებში შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე მეთოდს მოიცავდეს.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს - სამი საუკეთესო რჩევა
ცელულიტის მკურნალობის მეთოდები

საწყის ეტაპზე სილამაზის სალონს ქალების მხოლოდ 5% თუ აკითხავს. თავდაპირველად სპეციალისტს შეუძლია, პაციენტს შესთავაზოს დეტოქსიკაცია, სხეულის კონტურული გაკვრა. ცელულიტის საწყის სტადიაში ეს მეთოდები მეტად ეფექტურია. კანი სველდება ბუნებრივი წარმოშობის სხვადასხვა ანტიცელულიტური საშუალებით, მაგალითად, ზღვის ქვიშით, მერე კი სპეციალური ქსოვილით იკვრება. ცხიმოვანი ქსოვილი იჭიმება, სწორდება. ამ მეთოდით შეიძლება მკერდის, დუნდულების, წელის, თეძოების ფორმის შეცვლა.

მაგრამ პროცედურის პარალელურად აუცილებელია დიეტის დაცვა. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს კონსერვანტები, ხორცი, ტოქსიკური ნივთიერებები - ხსენებული პროცედურის დროს ორგანიზმიდან წიდასთან ერთად სითხეც გამოიდევნება და თუ შხამების მიღებას განაგრძობთ, შესაძლოა, მოულოდნელად მძიმე მოწამვლა განვითარდეს. საწყის ეტაპზე სასურველია ანტიცელულიტური მასაჟი სპეციალური კრემებით. დასაშვებია ვაკუუმმასაჟიც.

მეორე სტადიაში იყენებენ მცირესიხშირიან დენს, ზარმაცებს უნიშნავენ პასიურ ვარჯიშს ტრენაჟორზე. საფრანგეთში პოპულარულია კრიოთერაპია: კანზე უსვამენ ცხიმის გამხსნელ ნივთიერებას – კოფეინსა და თეოფილინს, მენთოლითა და ქაფურის ზეთით იწვევენ სიცივის შეგრძნებას, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდება, ხოლო ზემოდან აცმევენ სველ წინდებს, რომლებიც გაჟღენთილია სუროსა და წაბლის ექსტრაქტით ან სხვა ნივთიერებით, რომელიც გახდომას იწვევს.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - მეზოთერაპია, რომელსაც უკანასკნელ სტადიაში მიმართავენ. ექიმები ამტკიცებენ, რომ 10 პროცედურით მინიმუმ 10 კგ-ის დაკლება შეიძლება. პროცედურა საკმაოდ ტრავმულია – დაზიანებულ ადგილებს ჩხვლეტენ და კანქვეშ შეჰყავთ სპეციალური კოქტეილი, რომელიც ხსნის ცხიმს. მისი ძირითადი ნივთიერებაა არტიშოკის წვენი, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, ტოქსინები, წვავს ცხიმს და არაჩვე-ულებრივ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. ორი თვის მანძილზე კვირაში ერთხელ მოგიწევთ მრავალრიცხოვანი ჩხვლეტის ატანა, მაგრამ ეფექტი ამად ღირს.

ქირურგიულ ჩარევას, კერძოდ, ლიპოსაქციას, ყველა სპეციალისტი არ მიესალმება. ეს მეთოდი უკუნაჩვენებია დიაბეტიანებისთვის, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლისა და სხვა სისტემური პათოლოგიების მქონე პირებისთვის.

რომელი მეთოდიც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ: მთავარია, დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, მიირთვათ ნაკლები ხორცი, ცხიმი, ტკბილეული, მეტი ხილ-ბოსტნეული, მისდიოთ სპორტს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცელულიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები