რა ემუქრება ადამიანს არარაციონალური კვების გამო
ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობა აღწევს. ვიტამინების ნაკლებობა ანუ ჰიპოვიტამინოზი შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორის გამო განვითარდეს. მისი მიზეზი შეიძლება ორგანიზმის მიერ ვიტამინების ცუდად შეთვისებაც იყოს. ასეთ დროს ენდოგენურ ანუ შინაგანი ფაქტორებით განპირობებულ ჰიპოვიტამინოზზე საუბრობენ. მისი მიზეზი უხშირესად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებია. კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სხვა ორგანოთა პათოლოგიების დროს, აგრეთვე ანტიბიოტიკებითა და ქიმიური პრეპარატებით ხანგრძლივად მკურნალობის შემთხვევაში, ირღვევა როგორც ვიტამინების სინთეზი (წარმოქმნა), ასევე მათი სრულფასოვანი შეწოვა-შეთვისება.
ვიტამინები წარმოადგენს მცენარეულ და ცხოველურ სამყაროში ფართოდ გავრცელებულ ორგანულ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებისთვის. ვიტამინებს სხვაგვარად ბიოგენურ სტიმულატორებსაც უწოდებენ, რადგანაც ისინი აქტიურად მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალური ნივთიერებების ასიმილაციის (წარმოქმნის) პროცესში, დიდ როლს ასრულებენ ორგანიზმის ცალკეული ორგანოების სასიცოცხლო ფუნქციების რეალიზებაში.
ჰიპოვიტამინოზის ყველა ფორმის დროს ვლინდება მადის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა. თუმცა ყოველი კონკრეტული ვიტამინის ნაკლებობა გარკვეული თავისებურებებითა და სპეციფიკური ნიშნებით ხასიათდება.
ავტორი თინათინ გოცაძე