სებორეა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

სებორეა

სებორეა
მოგესალმებით, ძვირფასო რედაქციავ. გთხოვთ, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მოგვითხროთ დაავადება სებორეის შესახებ. ჩემს მეუღლეს დაუსვეს ეს დიაგნოზი და მაინტერესებს, რა იწვევს მას ან იკურნება თუ არა. ლ. გვიშიანი

სებორეა კანის საკმაოდ გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქცია. ამ დროს კანი შეცვლილი ქიმიური შემადგენლობის ცხიმის გაძლიერებულ გამოყოფას იწყებს.


ამის შედეგად მცირდება კანის ანტიმიკრობული თვისებები და იქმნება ხელსაყრელი პირობები ინფექციისთვის, რასაც მუწუკების, ეგზემის, სებორეული დერმატიტის განვითარებამდე მივყავართ. სებორეით უმთავრესად 12-დან 24 წლამდე ასაკის მოზარდები და ახალგაზრდები ავადდებიან. 25-27 წლისთვის “ცხიმოვანი
წყალდიდობა” გაივლის. სებორეა სამუდამოდ ადამიანთა მხოლოდ 10%-ს მიჰყვება, უფრო - მამაკაცებს.

რა იწვევს
სებორეის უშუალო მიზეზი უცნობია. მისი ინფექციური წარმოშობის შესახებ თვალსაზრისი პირველად 1873 წელს გამოთქვა მალასეზმა. მან ივარაუდა, რომ სებორეის გამომწვევია მიკროორგანიზმი Pityrosporum ovale. შემდეგ ეს სხვა მეცნიერებმაც დაადასტურეს. დღეს ცნობილია, რომ ეს საფუარა
სოკო კანის ნორმალური მიკროფლორის 90%-ს შეადგენს. ის კონცენტრირდება ცხიმოვანი ჯირკვლების გარშემო და ზრდისა და განვითარებისთვის იყენებს მათ სეკრეტს. ჯანსაღი კანი მექანიკურ ბარიერად ეღობება სოკოვანი ფლორის ორგანიზმში შეჭრასა და გამრავლებას. კანის ზედაპირის მჟავა არე, ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ლიპიდები, მათი გარდაქმნის პროდუქტები დამღუპველად მოქმედებს ინფექციის გამომწვევებზე. აქერცვლის ფიზიოლოგიური პროცესიც ასრულებს თავდაცვით როლს - მიკროორგანიზმებს აცილებს კანის ზედაპირს, მაგრამ განსაზღვრულ პირობებში ორგანიზმი ვეღარ აკონტროლებს სოკოს გამრავლებას. თუ ნორმაში თავის თმოვანი ნაწილის კანზე 46% Pityrosporum ovale-ა, ქერტლის გაჩენისას მისი წილი უკვე 74%-ს აღწევს.

დაავადება შესაძლოა დაამძიმოს შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ნერვულმა სტრესმა - ამ დროს ირღვევა ცხიმოვანი ჯირკვლების ნეირორეგულაცია და მცირდება იმუნური სისტემის უჯრედთა ფუნქციური აქტივობა; იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს საგრძნობლად აქტიურდება საპროფიტური ფლორა თავის თმოვან ნაწილზე;
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა - გასტრიტმა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანმა დაავადებამ, ქრონიკულმა კოლიტმა, დისბაქტერიოზმა, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებმა;
  • ჰორმონულმა დარღვევებმა - სებორეის ერთ-ერთი მიზეზია ქალური და მამაკაცური სასქესო ჰორმონების ბალანსის დარღვევა (ანდროგენების მომატება და ესტროგენების დაკლება); მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანის სებოციტი რეაგირებს ანდროგენულ სტიმულაციაზე, და მართლაც, მამაკაცებში სებორეა უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში;
  • ინფექციის ქრონიკულმა კერებმა - ქრონიკულმა ტონზილიტმა, ჰაიმორიტმა, კარიესულმა კბილებმა;
  • ჰიპოვიტამინოზებმა და ავიტამინოზებმა, განსაკუთრებით - ბ ჯგუფის ვიტამინების დეფიციტმა;
  • კვებამ - სებორეის გამწვავება შესაძლოა გამოიწვიოს ცხარე, მლაშე საკვებმა, ტკბილეულმა (განსაკუთრებით - შოკოლადმა);
  • პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობამ (კანის დაბინძურებამ);
  • გენეტიკურმა განწყობამ - ქერტლისა და სებორეის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორებიც. არსებობს ე.წ. სებორეული კონსტიტუცია, რომლის დროსაც ძლიერია სებორეისადმი განწყობა. ამ დროს პაციენტებს, ჩვეულებრივ, უდასტურდებათ ოჯახური ანამნეზი, ანუ სებორეის არსებობა ახლო ნათესავებში.

როგორ ვლინდება
სებორეა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლებია განლაგებული, მაგრამ უმეტესად ღია უბნებზე იჩენს თავს. ესენია თ-ზონა (შუბლი, ცხვირი და ნიკაპი) და დეკოლტეს მიდამო (ზურგისა და მკერდის ცენტრალური ნაწილები). სწორედ აქ არის ყველაზე მეტი ცხიმოვანი ჯირკვალი. განასხვავებენ სებორეის რამდენიმე სახეობას: ცხიმოვანს (სველს), მშრალს და შერეულს. ყველაზე გავრცელებულია ცხიმოვანი ფორმა. ცხიმოვანი სებორეის დროს დაზიანებულ ადგილებს აქვს დამახასიათებელი ბზინვარება. ცხიმოვანი ჯირკვლების ფორები გაფართოებულია, არცთუ იშვიათად დაცობილია მუქი საცობებით (შავი ფერიმჭამელა). კანი გასქელებულია, იღებს ჭუჭყიან-მორუხო შეფერილობას, ემსგავსება ლიმონის ქერქს. თმა ცხიმიანია, შესაძლოა გაჩნდეს გამელოტებული ადგილებიც. გარდა ამისა, სებორეის დროს კანზე შეიძლება შეამჩნიოთ წვრილი ყვითელი კვანძები - თეთრი ფერიმჭამელები, ანუ ცხიმოვანი კისტები. მშრალი სებორეა შედარებით იშვიათია. დაზიანებული ადგილები სახეზე იქერცლება, მგრძნობიარეა წყლის, საპნისა და კოსმეტიკური საშუალებების მიმართ. ფორების დაცობის გამო წარმოიქმნება ვულგარული აკნე. მშრალი ფორმის დროს ხშირია ქერტლი და ფერიმჭამელები.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-11-2015
Nika
მეც იგივე პრობლემა მაქვს თმაში ბორცვები ქერტლის და ამ ყბელაფერთან ერთად მაყრის სახეზე წითლად ალერგიასავით და ვის მივაკითხო
თარიღი : 23-09-2015
marina
ცხვირზე მაქვს სებორეა.უკვე მე-6 წელია და ვერ მოვირჰინე.მირცჰიეთ რამე.
თარიღი : 06-02-2015
μαρινα
უამრავი მალამოები არსებობს,ანტიმიკრობული და ანტისოკოს,უნდა ცატარდეს ანალიზი და გამოარკვიონ,მაგრამ საკარტველოსი იციან კი ეკიმებმა
თარიღი : 27-11-2014
ირმა ურდულაშვილი
იგივე პრობლემა მეც მაქვს რაც ქალბატონმა მზიამ თქვა .როგორ შეიძლება ვიმკურნალო. გთხოვთ მიპასუხეთ რაა
თარიღი : 27-11-2014
ირმა
მეც მაქვს იგივე პრობლემა რაც ქალბატონმა მზიამ თქვა. რა არის ეს და რით შეიძლება ვიმკურნალო. გთხოვთ მიპასუხეთ რაა
რეკომენდებული კლინიკები
რეკომენდებული პროდუქტები
სახსრებისა და კუნთებისთვის -75მლ. ტუბი
ფასი: 41.9
ხრტილოვანი ნაწილის შესანარჩუნებლად -30აბი
ფასი: 44.4
სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის - 8პლასტირი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
კატეგორიის სხვა სტატიები
ხშირი დაბანა ერთ-ერთი ჩვევაა, რასაც ბავშვობიდან გვასწავლიან და ვერც კი წარმოგვიდგენია რა მოგვივა დაუბანლობის შემთხვევაში.
ზღვის სეზონი მიიწურა და ბევრმა ჩვენგანმა მზის სხივების ზემოქმედების შედეგად
სახის კანის პრობლემები ხშირად მისი არასწორი მოვლის გამო ჩნდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახის დაბანის რეჟიმსა
ექსპერტთა განცხადებით, ყველაზე მეტად უჯრედებს აზიანებს და კოლაგენის გამომუშავებას აფერხებს (შესაბამისად იწვევს დაბერებას)
კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეები ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიებია.
SPF სადღეისოდ ყველასათვის ნაცნობია! SPF ფაქტორის შემცველ საშუალებებს უსაფრთხო რუჯისათვის სადღეისოდ ბევრი იყენებს.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად