"კინეზიოლოგიური მეთოდით ადამიანის სხეულს ვმკურნალობთ, როგორც ერთ მთლიან სისტემას, სხეულის მთლიანობა არის ამ მეთოდის მთავარი საფუძველი" - ჯანსაღი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის "საიდუმლო"
.jpg)
- გთხოვთ, განუმარტოთ მკითხველს, რა არის კინეზიოლოგია და რა შემთხვევაში გამოიყენება კინეზოთერაპია?
- კინეზიოლოგია არის მოძრაობის მეცნიერება ( kínesis", მოძრაობა, lógos მეცნიერება) კინეზიოლოგიას საფუძველი დაედო ამერიკაში მეცნიერ ჯორჯ გუდჰარდის მიერ. მან შექმნა საოცრად მოქნილი პრაქტიკული სადიაგნოსტიკო სისტემა, რომელიც იძლევა საშუალებას განისაზღვროს ადამიანის ფსიქო-სომატური მდგომარეობა, ცხოვრების სტრესული ფაქტორები და ემოციური ტრავმები, რომელთაც საბოლოო ჯამში ადამიანი ჯანმრთელობის დარღვევამდე მიჰყავს.
ათეული წლებია, კინეზიოლოგია საკმაოდ პოპულარულია, როგორც ამერიკის, ასევე ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში. კინეზიოლოგია ეფექტურია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და ძვალ-სახსროვანი დაავადებების დროს, მყესების, კუნთების პრობლემების, ნევრალგიების, სკოლიოზის, მალთაშორისი თიაქარის, მწვავე სტრესის, ქრონიკული დაღლილობისას, უძილობის დროს, პოსტოპერციული რეაბილიტაციისთვის.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- რამდენად იცნობენ საქართველოში აღნიშნულ მეცნიერებას? ხშირად მოგმართავენ პაციენტები?
- კინეზიოლოგია ჩვენთან შედარებით ახალი დარგია, თუმცა ბოლო წლებში ძალიან მოთხოვნადი გახდა, რაზეც ჩვენი კლინიკის პაციენტების რაოდენობაც მეტყველებს. ეს პირველ რიგში იმ შედეგების დამსახურებაა, რაც გვაქვს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, ნევრალგიების და სხვა დაავადებების მკურნალობაში.
მრავალწლიანმა პრაქტიკამ დამარწმუნა, რომ კინეზიოლოგიას საქართველოშიც დიდი პერსპექტივა აქვს. საკმაოდ ხშირად მიწევს ჩასვლა ევროპის ქვეყნებში, სადაც იმართება კონგრესები.
ვცდილობ, გავიზიარო მათი გამოცდილება, თუმცა უკვე არსებულ და აღიარებულ მეთოდს მე დავამატე ახალი ასპექტები, რომლითაც გავამარტივე პრობლემის აღმოჩენის გზა, რაც უკეთესი შედეგების მიღების საშუალებას მაძლევს.
- რა უპირატესობა აქვს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების კინეზიოლოგიურ მკურნალობას?
- კინეზიოლოგიური მეთოდით ადამიანის სხეულს ვმკურნალობთ, როგორც ერთ მთლიან სისტემას, სხეულის მთლიანობა არის ამ მეთოდის მთავარი საფუძველი. თითოეულ ორგანოს აქვს თავისი შესატყვისი კუნთი, შესაბამისად, კუნთების ტესტირების მეთოდით შესაძლებელია გამოვლინდეს ის ზონები, სადაც დარღვეულია ადამიანის ფიზიკური, ემოციური ან ენერგეტიკული ერთიანობა.
თუ კუნთი საწყის ეტაპზე ძლიერია და რეფლექსების ტესტირებამ ცვლილება არ გვიჩვენა, ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ ორგანოს პრობლემა არ აქვს. ეს არის კუნთების უნივერსალური რეაქცია ორგანიზმის დისბალანსზე და პათოლოგიაზე, კინეზიოლოგიური მკურნალობის საწყისი არის აღმოვაჩინოთ კუნთი, რომელიც არის "დამნაშავე" დაავადების გამოწვევაში. სადაც არის ტკივილი, იქ თითქმის არასდროს არ არის პრობლემა, თუ არ მიმდინარეობს ორგანული ცვლილება.
თუ ადამიანს აქვს წელის, კისრის, ზურგის და სახსრების ტკივილი, აწუხებს დისკომფორტი წოლის, ჯდომის, მოძრაობის დროს, კარგავს წონასწორობას და აქვს თავბრუსხვევა, ხელების და ფეხების დაბუჟება, შუილი ყურებში მან აუცილებლად უნდა დაგეგმოს ვიზიტი კინეზიოლოგთან.
- პაციენტს, რომელიც გადაწყვეტს მიმართოს კინეზიოლოგს, რა პროცედურების გავლა უწევს? როგორია მკურნალობის მეთოდი და რა დროში არის შესაძლებელია ტკივილისა და უსიამოვნო შეგრძნებებისაგან გათავისუფლება?
- კინეზიოლოგიური მკურნალობის ერთ-ერთი უპირატესობა ტკივილის სწრაფად მოხსნაა. კინეზიოლოგთან ვიზიტი მოიცავს კინეზიოლოგიურ ტესტირებას, რომელიც გვაძლევს პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენის საშუალებას.
ამის შემდგომ მკურნალობის პროცესში ერთვება კინეზოთერაპია - სპეციალური პროცედურები და კომპლექსური კურსი, რომელიც კინეზიოლოგიურ პროცედურებთან ერთად მოიცავს ელექტროსტიმულაციას, აკუპუნქტურას, ვისცერალურ თერაპიას, კრანიოსაკრალურ თერაპიას, ბიოქიმური კორექციის მეთოდებს, ენერგეტიკული ბალანსის აღდგენას.
- როგორც ვიცით, კინეზიოლოგიური მკურნალობის ერთ-ერთი უპირატესობა დაავადების სწორი დიაგნოსტირებაა, რა განაპირობებს კინეზიოლოგიური დიაგნოსტიკის ეფექტურობას?
- კინეზიოლოგიის ძირითადი კვლევის მეთოდია: მანუალური კუნთოვანი ტესტირება (ძირითადი დიაგნოსტიური და მაკონტროლირებადი მეთოდი) კინეზიოლოგიური დიაგნოსტიკა მიმართულია საყრდენ-მამოძრავებელი ჯაჭვის ყველაზე სუსტი რგოლის მოძებნაზე, კონკრეტულად კი ჰიპერაგზნებადი და ჰიპოტონიური კუნთის დადგენაზე, რომლებმაც გამოიწვიეს კუნთების ტონუსის დისბალანსი.
კინეზიოლოგიური კორექციით ხდება ჰიპერაგზნებულობისა და ჰიპოტონიურობის მიზეზის დადგენა სუსტ რგოლში, ნერვული სისტემის დაზიანების დონის განსაზღვრა. კუნთის მანუალური ტესტირების მეთოდით დგინდება ის მეთოდი, რომელსაც შეუძლია დადგენილი მიზეზის აღმოფხვრა, კუნთების ტონუსის აღდგენა. კუნთის აღდგენის შემდეგ ხდება მისი გამაგრება სხვადასხვა მანიპულაციით.
- რა პროცედურაა ლაზერული თერაპია და რა სახის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება? რამდენად ეფექტურია აღნიშნული პროცედურა და რა არის მისი უპირატესობა?
- ლაზერული თერაპიის ეს მიმართულება ცნობილია, როგორც ცივი ლაზერული თერაპია, ის აქტიურად გამოიყენება ხერხემლის პრობლემების: თიაქრის, რადიკულიტის, ასევე ნერვის ანთების, ტრავმების, რბილი ქსოვილების დაზიანების დროს.
პროცედურები საგრძნობლად და ეფექტურად ამცირებს ტკივილს ანთებითი პროცესების დროს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.
გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად კისრის, ზურგის, მკლავების, მხრების, მუხლის, ტერფის, ფეხების არეებში. ასევე აკუპუნქტურის დროს, ლაზერის დახმარებით ხდება ბიოლოგიურად აქტიური წერტილების გააქტიურება.
ცივი ლაზერული თერაპია რეკომენდებულია იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის.
- რამდენი პროცედურაა გამოჯანმრთელებისათვის საჭირო?
- პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე, ადამიანს შესაძლოა დასჭირდეს ერთი კურსი, შესაძლოა ორი კურსის ჩატარება იყოს აუცილებელი. პროცედურა გრძელდება 10 - 25 წუთის განმავლობაში, არის დამზოგავი, არ აქვს უკუჩვენება.
მკურნალობის ერთი კურსი გრძელდება ათი დღის განმავლობაში.
- და ბოლოს, რას ურჩევთ მკითხველს, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანმრთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა?
-ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება და რაც შეიძლება მეტი მოძრაობა. ადამიანმა არც ერთ ასაკში არ უნდა შეწყვიტოს მოძრაობა - ისეთი მარტივი მოძრაობებიც კი, როგორიცაა კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა, სიარული, ვარჯიში, რაც მუდმივად ასტიმულირებს ტვინს და ხელს უწყობს სხეულს, დიდხანს შეინარჩუნოს ჯანმრთელობა.