/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ვინკრისტინი - VINCRISTINE - ВИНКРИСТИН

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას. ვინკრისტინი წარმოადგენს ვარდისფერი გველის სუროს (Cataranthus roseus) ალკალოიდს. იგი იწვევს უჯრედების მიტოზური დაყოფის შექცევად ბლოკირებას უჯრედული ციკლის მეტაფაზაში. სიმსივნურ უჯრედებში სელექტიურად აინჰიბირებს დნმ-სა და რმნ-ის სინთეზს ფერმენტ რნმ-პოლიმერაზას ბლოკირების შედეგად.

ფარმაკოკინეტიკა

ინტრავენური შეყვანისას ვინკრისტინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში. იგი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 25 სთ-ს. ძირითადად გამოიყოფა განავლით.

ჩვენებები

  • მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, ხოჯკინის და არახოჯკინის ლიმფომები, რაბდომიოსარკომა, იუინგის სარკომა, ნეირობლასტომა, ვილმსის სიმსივნე, სოლიდური სიმსივნეების კომბინირებული მკურნალობა, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, ეპითელომა და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა.

დოზირების რეჟიმი

ვინკრისტინი შეჰყავთ ვენაში 1 კვირიანი ინტერვალით. გამოყენების წინ ფლაკონის შიგთავსს ხსნიან ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ან საინექციო წყალში 0.1 მგ/მლ კონცენტრაციით. პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე.

ვინკრისტინის ინტრათეკალური შეყვანა აკრძალულია.

მოზრდილებში ვინკრისტინი შეყავთ ვენაში 1.0-1.4 მგ/კვ.მ. დოზით კვირაში ერთხელ. ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/კვ.მ.-ს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-12 მგ/კვ.მ.

ბავშვებში - 1.5 მგ/კვ.მ კვირაში ერთხელ. მკურნალობა ძირითადად გრძელდება 4-6 კვირის განმავლობაში.

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით რეკომენდებულია დოზის შემცირება.

გვერდითი მოვლენები

ქალა-ტვინის ნერვების დაზიანება, ჰიპერურიკემია, ნეფროპათია, ალოპეცია, იშვიათად - ცნს-ის მხრივ ტოქსიკური დარღვევები, ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დარღვევა, ყაბზობა, სხეულის წონის დაკლება, გულისრევა, ღებინება, კანზე გამონაყარი, იშვიათად -ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, სტომატიტი. მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია აზოსპერმიის და ამენორეის განვითარება.

აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* მიელოსუპრესია, ნევროლოგიური დაავადებები, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში ვინკრისტინის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

მკურნალობის პროცესში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში, ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის და ღვიძლის დაზიანების დროს.

♦ მკურნალობის პროცესში აუცილებელია რეგულარული ჰემატოლოგიური კონტროლი. ლეიკოპენიის შემთხვევებში პრეპარატის განმეორებითი დოზით შეყვანისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებისას 3000 კვ. მმ-მდე აუცილებელია ვინკრისტინით მკურნალობის შეწყვეტა და პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკის გამოყენება.

♦ მწვავე შარდმჟავა დიათეზის პრევენციისათვის საჭიროა შარდმჟავის დონის სისტემატური კონტროლი შრატში, ორგანიზმში შესაბამისი რაოდენობის სითხის შეყვანა და საჭიროების შემთხვევაში ალოპურინოლის დანიშვნა.

♦ ექსტრავაზაცია იწვევს ტკივილს ინექციის ადგილას და ქსოვილის ნეკროზს. ამიტომ აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია დარჩენილი ინექციის შეყვანა სხვა ვენაში. დაზიანებულ უბანში სიმპტომების შემცირება შესაძლებელია ჰიალურონიდაზას ინექციის გამოყენებით.

♦ მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია შესაბამისი (არაჰორმონული) კონტრაცეპციის გამოყენება.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ლეიკოპენია და სხვა გვერდითი მოვლენების დამძიმება;

მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ მოიპოვება. სიმპტომატური თერაპიის სახით რეკომენდებულია შემდეგი ღონისძიებები: 1) სითხის შეყვანის შეზღუდვა და დიურეზული საშუალებების დანიშვნა; 2) კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება; 3) ოყნის და საფაღარათო საშუალებების გამოყენება; 4) გულ-სისხლძარღვთა სისტემის მონიტორინგი; 5) პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი საჭიროებისას - სისხლის გადასხმა.

ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური ჭარბი დოზირების დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- პრეპარატის კომბინაციით ნეიროტოქსიკურ პრეპარატებთან (იზონიაზიდი, ასპარაგინაზა) ძლიერდება გვერდითი მოვლენები ცნს-ის მხრივ.

- ვინკრისტინი აქვეითებს პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტს.

- ვინკრისტინის და მიტომიცინის კომბინაციით ვითარდება მწვავე ქოშინი და ბრონქოსპაზმი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები