/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენციკლოპედია

ჰიდროკორტიზონი (აქტიური ნივთიერება) - HYDROCORTISONE - ГИДРОКОРТИЗОН

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.spec rubrika */ ado.placement({id: 'ado-fFdazl.MU8iwweOPGx2ayn9RTGapFBAiZrls1yyRHf3.T7', server: 'advertlinege.adocean.pl' });

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლუკოკორტიკოიდი. ახდენს შოკის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისას - ანტიექსუდაციურ და ქავილსაწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უწყობს გლიკოგენის დაგროვებას ღვიძლში, ზრდის სისხლში გლუკოზის რაოდენობას, ამცირებს Na-ის და წყლის გამოყოფას, ზრდის ორგანიზმიდან K-ის გამოყოფას. არღვევს ჰისტამინის სინთეზს, ახდენს ანტიმეტაბოლურ მოქმედებას. ამცირებს ანთებით უჯრედულ ინფილტრატებს, ამცირებს ანთების უბანში ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების მიგრაციას.

ჩვენებები

  • პარენტერალური გამოყენებისათვის თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა;
  • მწვავე ალერგიული რეაქცია;
  • ასთმური სტატუსი;
  • შოკის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი, გართულებული კარდიოგენური შოკით;
  • თირეოტოქსიკური კრიზი;
  • თირეოიდიტი;
  • თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
  • სიმსივნური დაავადებების შედეგად ჰიპერკალციემია;
  • რევმატიული დაავადების მწვავე პერიოდში მოკლე და დამატებითი თერაპია, კოლაგენური დაავადებანი;
  • ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი (დიურინგის დაავადება);
  • პოლიმორფული ბულოზური ერითემა;
  • ექსფოლიატიური დერმატიტი, სოკოვანი მიკოზი, ფსორიაზის მძიმე ფორმები და სებორიული დერმატიტი;
  • თვალის დაზიანებისას მძიმედ მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები;
  • სიმპტომატური სარკოიდოზი, ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ექვემდებარება სხვა სახის თერაპიას;
  • ბერილიოზი;
  • ტუბერკულოზის მწვავე და დისემინირებული ფორმები ერთდროული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის გამოყენებისას, ასპირაციული პნევმონია;
  • მოზრდილებში იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა (მხოლოდ ინტრავენურად);
  • მოზრდილების მეორადი თრომბოციტოპენია, შეძენილი (აუტოიმუნური), ჰემოლიზური ანემია, ერითრობლასტოპენია, შეძენილი (ერთდროული) ჰიპობლასტიური ანემია, მოზრდილებში ლეიკოზებისა და ლიმფომების დროს პალიატიური თერაპია, ბავშვებში მწვავე ლეიკოზები;
  • დიურეზის გაძლიერებისათვის და ნეფროზული სინდრომის დროს ურემიის გარეშე პროტეინურიის შემცირება, იდიოპათიური ტიპის ნეფროზული სინდრომისა და წითელი მგლურას დროს;
  • მწვავე სტადიაში წყლულოვანი კოლიტისა და რეგიონალური ენტერიტი (როგორც სისტემური მკურნალობა).
  • ტუბერკულოზური მენინგიტი

სუბრაქნოიდული ბლოკირების განვითარებისა და მისი საშიშროებისას (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის თანხლებისას) ნერვული ქსოვილისა და მიოკარდიუმის დაზიანებით მიმდინარე ტრიხინელოზი;

ბრონქიალური ასთმა;

  • სახსრების დაავადებანი;
  • თვალის კაკლის წინა ნაწილის ანთება, რქოვანას დაურღვეველი ეპითელიუმისა და ტრავმის შემდეგ და თვალის კაკალზე ქირურგიული ჩარევა.

გარეგანი გამოყენებისას:

  • ალერგიული დერმატიტი, სხვადასხვა ფორმის ეგზემა, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი.

დოზირების რეჟიმი

პარენტერალური გამოყენებისას დოზების რეჟიმი ინდივიდუალურია. იყენებენ ინტრავენურად ნაკადად, ინტრავენურად წვეთოვნად, იშვიათად - კუნთებში. გადაუდებელი თერაპიისას რეკომენდებულია ინტრავენური შეყვანა. საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ (შეყვანა ხდება 30 წმ-მდე ) - 500 მგ (შეიყვანება 10 წთ-ში), შემდეგ განმეორებით ყოველ 2-6 სთ-ში, კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე. პრეპარატი დიდი დოზებით ინიშნება ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზაციაზე, მაგრამ ჩვეულებრივ არა უმეტეს 48-72 სთ-ისა, რადგანაც შეიძლება განვითარდეს ჰიპერნატრიემია. ბავშვებს ენიშნებათ დოზით არა ნაკლებ 25 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში. პრეპარატი დეპო-ფორმის სახით შეიყვანება შიგნით ან პერიარტიკულარულად 5-50 მგ-ის დოზით ერთჯერადად 1-3 კვირის ინტერვალით.

კუნთებში 125-250 მგ/ დღეღამეში. თვალის მალამო შეიყვანება კონიუნქტივიტის ბალიშში დღეში 2-3-ჯერ.

გარეგანი ხმარებისას პრეპარატი კრემის, მალამოს ან ლოსიონის სახით ინიშნება 1-3-ჯერ დღეში. ქრონიკული ლიხენიზირებული და ჰიპერტროფული ცვლილებებისას რეკომენდირებული ოკლუზიური ნახვევის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები

ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, არტერიული ჰიპერტონია, მხრისა და ბარძაყის ძვლების თავის ასეპტიური ნეკროზი, სტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი სისუსტე, ოსტეოპოროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, ულცეროგენული მოქმედება, გულისრევა, პანკრეატიტი, ეზოფაგოტი, რეგენერაციის დარღვევა, პეტეხიები და ეკხიმოზები, კანის განლევა, ცილების კატაბოლიზმის გამო უარყოფითი აზოტური ბალანსი, ფსიქიური მოშლილობა, კრუნჩხვითი გულყრა, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, იცენკო-კუშენგის სინდრომი, ჰიპოფიზისა და თ.ჯ.-ების ფუნქციის დათრგუნვა, სტეროიდული დიაბეტი, ბავშვებში ზრდის დათრგუნვა, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, თვალის შიდა წნევის მომატება, ეგზოფტალმი, იმუნიტეტის დათრგუნვა.

კორტიკოსტეროიდების პარენტერალური გზით შეყვანისას განვითარებული რეაქციები: ანაფილაქსიური რეაქცია ცირკულატორული კოლაფსით, გულის გაჩერებით, ბრონქოსპაზმით, გულის რიტმის დარღვევით, არტერიული ჰიპერტონია, არტერიული ჰიპერტენზია.

თვალის მალამოს ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თვალშიდა წნევის მომატება, კატარაქტის წარმოქმნა, გარეგანი გამოყენებისას იშვიათად - კანის გაღიზიანება. ხანგრძლივი გამოყენებისას ან დიდ ფართობზე მისი დადებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტი.

უკუჩვენებები

პარენტერალური გამოყენებისას:

ჰიპერტონული დაავადების და იცენკო-კუშინგის დაავადების მძიმე ფორმები, ფსიქოზები, ნეფრიტი, ოსტეოპოროზი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ტუბერკულოზის აქტიური ფორმები სპეციფიკური მკურნალობის არარსებობისას, შაქრიანი დიაბეტი, ახლადგადატანილი ოპერაციები, სისტემური სოკოვანი დაავადებანი, ფეხმძიმობა, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

ექსტრემალური მდგომარეობის დროს უკუჩვენებები შეიძლება განახლდეს როგორც შეფარდებითი გარეგანი გამოყენებისას. ბაქტერიული, ვირუსული, კანის სოკოვანი დაავადებანი, კანის ტუბერკულოზი, კანის სიფილისური გამოვლინება, კანი სიმსივნე.

ორსულობა და ლაქტაცია

ფეხმძიმობის, ლაქტაციის პერიოდში და ახალშობილებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში და ექიმის უშუალო კონტროლის ქვეშ. ბავშვები, რომელთა დედები ფეხმძიმობის პერიოდში იღებდნენ ჰიდროკორტიზონს, საჭიროებენ გულდასმით დაკვირვებას, რათა თავიდან იყოს აცილებული თ.ჯ.-ის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ჰიდროკორტიზონის არასაკმარისი ეფექტურობისას 48-72 სთ-ის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდული თერაპიის უფრო ხანგრძლივი საჭიროებისას, მიზანშეწონილია ჰიდროკორტიზონის შენაცვლება  კორტიკოსტეროიდული პრეპარატით, რომელიც არ იწვევს ნატრიუმის შეკავებას ორგანიზმში.

♦ ჰიდროკორტიზონით მკურნალობის დროს რეკომენდებულია დიეტის დანიშვნა ნატრიუმის ნაკლებობითა და კალიუმის რაოდენობის მომატებით.

♦ ავადყმოფებში თვალის ჰერპესული ინფექციით პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, რადგანაც აუცილებელია არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის, დივერტიკულის, კუჭის ახლადადებული ანასტომოზების, თირკმლის არასაკმარისი ფუნქციის, არტერიული ჰიპერტონიის, ოსტეოპოროზის, ავთვისებიანი მიასთენიის დროს. უკმარისობა შეიძლება შენარჩუნებულ იყოს რამოდენიმე თვის განმავლობაში პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

♦ ამ პრეპარატში წარმოქმნილი სტრესული სიტუაციების გათვალისწინებით, ჰორმონალურ თერაპიას აღადგენენ მარილების ან მინერალოკორტიკოიდების ერთდროული დანიშვნით. კორტიკოსტეროიდული თერაპია წარმოადგენს დამატებითს და არ შეუძლია ძირითადი დაავადებების მკურნალობის შენაცვლება.

♦ ტუბერკულოზის აქტიური ფორმით დაავადებულებში ჰიდროკორტიზონის დანიშვნა შესაძლებელია შესაბამისი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიასთან. ტუბერკულოზის ლატენტური ფორმის დროს საჭიროა ავადმყოფის მდგომარეობის გულდასმითი კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში კი ქიმიოპროფილაქტიკის ჩატარება. მკურნალობის შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაციის ჩატარება.

♦ გამხსნელის შემადგენლობაში პრეპარატის ზოგიერთი ფორმები შეიცავენ ბენზილის სპირტს, რომელთანაც ხშირად აკავშირებენ „ქოშინის სინდრომის“ განვითარებას ლეტალური გამოსავლით (“Casping Syndrom”) დღენაკლულ ბავშვებში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გამომთვლელის გვერდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები